668040 Records found
562441.
Biology | Chapter XXXIV
ისინი იკვებებიან წყალში მოტივტივე პლანქტონით. ახასიათებთ ან მიზანმიმართული ცურვა ან პასიური ტივტივი.
They feed on plankton in the water column, alternating between upward swimming and passive sinking.
562442.
Biology | Chapter XXXIV
ტივტივის დროს პლანქტონი და სხვა საკვები ნაწილაკები ხახაში ხვდებიან.
As they sink, they trap plankton and other suspended matter in their pharynx.
562443.
Biology | Chapter XXXIV
ლორწოვანი ბადის მეშვეობით (მისი სეკრეცია ხდება ფარინგიული ნაპრალების გასწვრივ) ლანცეტა ზღვის წყლიდან იჭერს მცირე ზომის საკვებ ნაწილაკებს. წამწამების ტუმბოსმაგვარი მუშაობის შედეგად ნაწილაკები პირში ხვდება.
A mucous net secreted across the pharyngeal slits removes tiny food particles from seawater drawn into the mouth by ciliary pumping.
562444.
Biology | Chapter XXXIV
წყალი გაივლის ვიწრო ნაპრალებში, საკვები კი ნაწლავში ხვდება.
The water passes through the slits, and the trapped food enters the intestine.
562445.
Biology | Chapter XXXIV
აირების მიმოცვლაში ფარინქსის და ფარინგალური ნაპრალების როლი უმნიშვნელოა. აირების მიმოცვლა ძირითადად სხეულის გარეგანი ზედაპირით ხორციელდება.
The pharynx and pharyngeal slits play a minor role in gas exchange, which occurs mainly across the external body surface.
562446.
Biology | Chapter XXXIV
ლანცეტა ხშირად ტოვებს იმ ადგილს, სადაც ის პირველად ქვიშაში დაიმალა და მიცურავს ახალი ადგილისკენ.
A lancelet frequently leaves its burrow to swim to a new location.
562447.
Biology | Chapter XXXIV
ლანცეტები არ არიან კარგი მცურავები, მიუხედავად ამისა, მათი ცურვის მექანიზმი ჰგავს თევზების გამარტივებულ ცურვის მექანიზმს.
Though feeble swimmers, these invertebrate chordates display, in a simple form, the swimming mechanism of fishes.
562448.
Biology | Chapter XXXIV
ნოტოქორდის გვერდების გასწვრივ მწკრივებად განლაგებული კუნთები ანიჭებენ ნოტოქორდას მოქნილობას (კუნთების განლაგება შემდეგ სურათს გვაგონებს). კუნთების კოორდინირებული შეკუმშვა წარმოქმნის გვერდით, ტალღისებრ მოძრაობებს. ეს მოძრაობები სხეულს წინ გადააადგილებენ.
Coordinated contraction of muscles serially arranged like rows of chevrons along the sides of the notochord flexes the notochord, producing side-to-side undulations that thrust the body forward.
562449.
Biology | Chapter XXXIV
კუნთების მწკრივების არსებობა ადასტურებს ლანცეტის სეგმენტაციას.
This serial musculature is evidence of the lancelet's segmentation.
562450.
Biology | Chapter XXXIV
კუნთის სეგმენტები ვითარდება მეზოდერმის ბლოკებისგან. ამ ბლოკებს სომიტები ეწოდება. სომიტები ყველა ქორდიანის ემბრიონში გვხვდება ნოტოქორდის გვერდების გასწვრივ.
The muscle segments develop from blocks of mesoderm called somites, which are found along each side of the notochord in all chordate embryos.
562451.
Biology | Chapter XXXIV
ბუნებაში ლანცეტები იშვიათად გვხვდებიან, მაგრამ რამდენიმე რეგიონში (მაგალითად: ტამპას ყურე, ფლორიდის ნაპირებთან) მათი სიმჭიდროვე საკმაოდ დიდ რიცხვს აღწევს - 5 000 ინდივიდი კვადრატულ მეტრზე.
Globally, lancelets are rare, but in a few regions (including Tampa Bay, along the Florida coast) they occasionally reach densities in excess of 5,000 individuals per square meter.
562452.
Biology | Chapter XXXIV
ადრეული ქორდიანების ევოლუცია.
Early Chordate Evolution.
562453.
Biology | Chapter XXXIV
გარსიანები და ლანცეტები შედარებით ნაკლებად ცნობილი ცხოველები არიან, თუმცა ევოლუციური ბიოლოგიის განვითარების შედეგად მათ დიდი ყურადღება ხვდათ წილად.
Although tunicates and lancelets are relatively obscure animals, the rise of evolutionary biology has focused much attention on them.
562454.
Biology | Chapter XXXIV
როგორც უკვე იცით, გარსიანებს ქორდიანების თვისებები მარტო ლარვული სტადიის დროს ახასიათებთ. ლანცეტებში კი ეს ნიშან-თვისებები მოზრდილ ასაკშიც რჩება.
As you have read, tunicates display a number of chordate characters only as larvae, whereas lancelets retain those characters as adults.
562455.
Biology | Chapter XXXIV
შესაბამისად, ზრდასრული ლანცეტა გაცილებით უფრო ჰგავს ლარვულ სტადიაზე მყოფ გარსიანს, ვიდრე ზრდასრულ გარსიანს.
Thus, an adult lancelet looks much more like a larval tunicate than like an adult tunicate.
562456.
Biology | Chapter XXXIV
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით 1920 წელს ბიოლოგმა უილიამ გარსტენგმა ივარაუდა, რომ გარსიანები ქორდიანების ევოლუციის ადრეულ ეტაპს წარმოადგენენ.
In the 1920s, based on these observations, biologist William Garstang proposed that tunicates represent an early stage in chordate evolution.
562457.
Biology | Chapter XXXIV
ის თვლიდა, რომ ქორდიანების წინაპარში, რომელიც ჰგავდა გარსიანს, მოხდა სქესობრივი მომწიფების დაჩქარება. ის ლარვული სტადიის მდგომარეობაში აღწევდა სქესმწიფობას.
He suggested that ancestral tunicate-like chordates accelerated their sexual maturity, becoming mature while still in their larval stage.
562458.
Biology | Chapter XXXIV
შესაბამისად, ეს წინაპარიც და მისგან შემდგომში განვითარებული ქორდიანიც, ზრდასრულობისას ინარჩუნებდნენ ნოტოქორდას და სხვა დამახასიათებელ თვისებებს.
Thus, they and the chordates that evolved from them retained the notochord and other features as adults.
562459.
Biology | Chapter XXXIV
ევოლუციური განვითარების დროს ზოგჯერ ხდება ასეთი მოვლენა. იგი ცნობილია პედამორფოზის სახელით.
This process, which has been documented in a number of evolutionary transitions, is known as paedomorphosis.
562460.
Biology | Chapter XXXIV
გარსტენგის იდეა ძალიან პოპულარული იყო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. დღეისთვის დაგროვილი მონაცემები, გარსიანების შემთხვევაში, უარყოფენ ამ მოსაზრების სისწორეს.
While Garstang's idea was popular for several decades, today the weight of evidence is against it in the case of tunicates.