მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562461.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გარსტენგის იდეა ძალიან პოპულარული იყო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. დღეისთვის დაგროვილი მონაცემები, გარსიანების შემთხვევაში, უარყოფენ ამ მოსაზრების სისწორეს.
While Garstang's idea was popular for several decades, today the weight of evidence is against it in the case of tunicates.
562462.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სახეშეცვლილი ზრდასრული სტადია გარსიანებში, როგორც ჩანს, მეორეული შეძენილი თვისებაა. ეს მოხდა გარსიანების ხაზის სხვა ქორდიანებისგან გამოყოფის შემდეგ.
The degenerate adult stage of tunicates appears to be a derived trait that evolved only after the tunicate lineage branched off from other chordates.
562463.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გარსიანების ლარვასაც მეტი შეძენილი თვისება ახასიათებს, ვიდრე ადრეული ქორდიანების ლარვას.
Even the tunicate larva appears to be highly derived, rather than a faithful reproduction of the body plan of early chordates.
562464.
ბიოლოგია | თავი XXXIV
Hox გენის გამოვლენის შესწავლამ აჩვენა, რომ გარსიანების ლარვაში არ ვითარდება სხეულის კოორდინატების სისტემის ღერძის უკანა (პოსტერიული) რეგიონი.
Studies of Hox gene expression suggest that the tunicate larva does not develop the posterior regions of its body axis.
562465.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სამაგიეროდ, წინა (ანტერიური) რეგიონი წაგრძელებულია და შეიცავს გულს და მომნელებელ სისტემას.
Rather, the anterior region is elongated and contains a heart and digestive system.
562466.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლანცეტებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ახსნა ქორდიანების ტვინის ევოლუციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. ლანცეტებს არ აქვთ განვითარებული ტვინი.
Research on lancelets has revealed several important clues about the evolution of the chordate brain.
562467.
ბიოლოგია | თავი XXXIV
აქვთ ოდნავ შემსხვილებული წარმონაქმნი დორსალური ნერვული ქორდის ანტერიულ ბოლოზე. ეს წარმონაქმნი უჯრედების მცირე ჯგუფისგან შედგება.
Rather than a fullfledged brain, lancelets have only a slightly swollen tip on the anterior end of their dorsal nerve cord.
562468.
ბიოლოგია | თავი XXXIV
აქედან გამომდინარეობს, რომ ხერხემლიანების ტვინის განვითარება იყო წინაპარი სტრუქტურის შემდგომი განვითარების შედეგი. ეს სტრუქტურა ჰგავდა ლანცეტას მარტივი ნერვული ქორდის ბოლოში არსებულ სტრუქტურას.
This suggests that the vertebrate brain apparently is an elaboration of an ancestral structure similar to the lancelet's simple nerve cord tip.
562469.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თავის ქალას მქონე ქორდიანები ქალიანები არიან.
Craniates are chordates that have a head.
562470.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შემდეგი დიდი ძვრა ქორდიანების ევოლუციაში იყო თავის ქალის განვითარება. ქორდიანებში თავის ქალას განვითარებას წინ უძღოდა სხეულის აგებულების ევოლუცია. ეს ჩანს გარსიანების და ლანცეტების მაგალითზე.
After the evolution of the basic chordate body plan, seen in tunicates and lancelets, the next major transition in chordate evolution was the appearance of a head.
562471.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თავიანი ქორდიანები ცნობილი არიან ქალიანების ანუ კრანიატას სახელით (კრანიუმი (cranium) ნიშნავს ქალას).
Chordates with a head are known as craniates (from the word cranium, skull).
562472.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თავი შედგება ქალისგან, დორსალური ნერვული მილის წინა ბოლოში განლაგებული ტვინისგან, თვალებისგან და გრძნობის სხვა ორგანოებისგან. ქორდიანებში, თავის განვითარების შედეგად, გაჩნდა აბსოლუტურად ახალი კვების გზა: ეს არის აქტიური მტაცებლობა.
The origin of a head-consisting of a brain at the anterior end of the dorsal nerve cord, eyes and other sensory organs, and a skull-opened up a completely new way of feeding for chordates: active predation.
562473.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალიანების შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Craniates.
562474.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თანამედროვე ქალიანებს აქვთ საერთო შეძენილი თვისებები. ეს თვისებები მათ სხვა ქორდიანებისგან განასხვავებენ.
Living craniates share a set of derived characters that distinguish them from other chordates.
562475.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გენეტიკურ დონეზე ეს არის Hox გენების ორი ჯგუფი (ლანცეტებსა და გარსიანებს მხოლოდ ერთი აქვთ).
On a genetic level, they possess two clusters of Hox genes (lancelets and tunicates have only one).
562476.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალიანებში ასევე გაორმაგებულია მაკოდირებელი გენების სხვა მნიშვნელოვანი ჯგუფი. ეს გენები აკოდირებენ სასიგნალო მოლეკულებს და ტრანსკრიფციის ფაქტორებს.
Other important families of genes that produce signaling molecules and transcription factors are also duplicated in craniates.
562477.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დამატებითი გენეტიკური მასალის გამო, ქალიანების მორფოლოგია უფრო რთულია, ვიდრე გარსიანებისა და ლანცეტების.
This additional genetic complexity made it possible for craniates to develop more complex morphologies than those of tunicates and lancelets.
562478.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალიანებს ერთი უნიკალური თვისება აქვთ. ეს ნერვული ფირფიტაა, უჯრედების ჯგუფი, რომლებიც ემბრიონის დახურვადი ნერვული მილის ნაპირებთან ჩნდება.
One feature unique to craniates is the neural crest, a collection of cells that appears near the dorsal margins of the closing neural tube in an embryo.
562479.
ბიოლოგია | თავი XXXIV
წყლის ქალიანებში ფარინგული ნაპრალები ლაყუჩების ნაპრალებად გადაიქცა.
In aquatic craniates, the pharyngeal clefts evolved into gill slits.
562480.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლანცეტების ფარინგული ნაპრალებისგან განსხვავებით (ლანცეტებში ისინი უპირველეს ყოვლისა სუსპენზიით კვებაში მონაწილეობენ), ლაყუჩების ნაპრალები დაკავშირებულია კუნთებთან და ნერვებთან. ამ კავშირის გამო, წყალი ისრუტება ნაპრალებში.
Unlike the pharyngeal slits of lancelets, which are used primarily for suspension feeding, gill slits are associated with muscles and nerves that allow water to be pumped through the slits.