მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562421.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხახის ნაპრალები.
Pharyngeal Slits or Clefts.
562422.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანებში საჭმლის მომნელებელი მილი ვრცელდება პირიდან ანუსამდე.
The digestive tube of chordates extends from the mouth to the anus.
562423.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პირის შემდეგი რეგიონი არის ხახა (ფარინქსი).
The region just posterior to the mouth is the pharynx.
562424.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველა ქორდიანის ემბრიონში, ფარინქსის გვერდების გასწვრივ ყალიბდება ერთმანეთისგან ღრუებით გამოყოფილი ტომარაკების რიგი.
In all chordate embryos, a series of pouches separated by grooves forms along the sides of the pharynx.
562425.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანების უმეტესობაში ეს ღრუები, (ფარინგიული ნაპრალები) გადაიქცევა სხეულის გარეთ გახსნილ ნაპრალებად.
In most chordates, these grooves (known as pharyngeal clefts) develop into slits that open to the outside of the body.
562426.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უხერხემლო ქორდიანებში ვიწრო ფარინგიული ნაპრალები ხშირად სუსპენზიით კვებაში მონაწილეობენ.
Pharyngeal slits function as suspension-feeding devices in many invertebrate chordates.
562427.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანებში (ხმელეთის ხერხემლიანების, ოთხფეხიანების გარდა) ხახის ვიწრო ნაპრალები და მათი თანმდევი სტრუქტურები გარდაიქმნენ ლაყუჩის ნაპრალებად და მონაწილეობას იღებენ აირების მიმოცვლაში.
In vertebrates (with the exception of terrestrial vertebrates, the tetrapods), these slits and the structures that support them have been modified for gas exchange and are known as gill slits.
562428.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ოთხფეხიანებში ხახის ნაპრალები არ ვითარდება ნამდვილ ნაპრალებად.
In tetrapods, the pharyngeal clefts do not develop into slits.
562429.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სამაგიეროდ, ისინი მონაწილეობენ ყურის ნაწილების განვითარებაში და თავისა და კისრის სხვა ნაწილების ფორმირებაში.
Instead, they play an important role in the development of of the ear and other structures in the head and neck.
562430.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუნთოვანი, პოსტანალური კუდი.
Muscular, Post-Anal Tails.
562431.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანებს აქვთ კუდი. კუდი ანუსიდან პოსტერიულად (უკან) ვრცელდება. ბევრმა სახეობამ ემბრიონული განვითარების განმავლობაში კუდი დაკარგა.
Chordates have a tail extending posterior to the anus, although in many species it is lost during embryonic development.
562432.
ბიოლოგია | თავი XXXIV
არაქორდიანების უმეტესობას კი აქვს სხეულის თითქმის მთელს სიგრძეზე გაჭიმული საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
In contrast, most nonchordates have a digestive tract that extends nearly the whole length of the body.
562433.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანების კუდი შედგება ჩონჩხის ელემენტებისგან და კუნთებისგან. წყლის ბევრ სახეობაში ის მოძრაობის საშუალებას წარმოადგენს.
The chordate tail contains skeletal elements and muscles, and it provides much of the propelling force in many aquatic species.
562434.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ქორდიანებს გარსიანები ძირითადად ლარვული სტადიის დროს ჰგვანან. ამ სტადიის ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე წუთს არ აღემატებოდეს.
The tunicates most resemble other chordates during their larval stage, which may be as brief as a few minutes.
562435.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბევრი სახეობის ლარვა წყალში საცურაოდ კუდის კუნთებს და ნოტოქორდას იყენებს. ცურვისას ლარვა ეძებს შესაბამის სუბსტრატს, რომელსაც შემდეგ ემაგრება. სუბსტრატის ძებნის დროს სიგნალებს იღებს სინათლის და მიზიდულობის მიმართ მგრძნობიარე უჯრედებისგან.
In many species, the larva uses its tail muscles and notochord to swim through water in search of a suit able substrate on which it can settle, guided by cues it receives from lightand gravity-sensitive cells.
562436.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როცა გარსიანი სუბსტრატს მიემაგრება, იგი გადის რიგ რადიკალურ ცვლილებას - მეტამორფოზს. ამ დროს ქრება ქორდიანებისთვის დამახასიათებელი ბევრი თვისება.
Once a tunicate has settled on a substrate, it goes through a radical metamorphosis in which many of its chordate characters disappear.
562437.
ბიოლოგია | თავი XXXIV
წყლიდან მიღებული საკვები ნაწილაკების ფილტრაცია ხდება ლორწოვანი ბადის და წამწამების მეშვეობით. ფილტრაციის შემდეგ საკვები გადადის საყლაპავში.
Food particles are filtered from the water by a mucous net and transported by cilia to the esophagus.
562438.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ანუსი გამომყოფ სიფონში იცლება.
The anus empties into the excurrent siphon.
562439.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გარსიანების ზოგი სახეობა თავდასხმის დროს გამომყოფი სიფონიდან წყლის ჭავლს გამოტყორცნის. ამ ცხოველებს ასციდიებს ეძახიან.
Some tunicate species shoot a jet of water through their excurrent siphon when attacked, earning them the informal name of "sea squirts."
562440.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლანცეტები (ქვეტიპი Cephalochordata - თავქორდიანები). ამ ცხოველების სხეულის ფორმა ჰგავს ლანცეტას.
Lancelets (subphylum Cephalochordata) get their name from their bladelike shape.