668042 Records found
569221.
Biology | Chapter XXXV
მცენარეულ უჯრედებში, დიფერენციაცია ზოგჯერ პროტოპლასტის (უჯრედის შიგთავსი უჯრედის კედლის გარდა) ფარგლებში ვლინდება.
In plant cells, differentiation is sometimes evident within the protoplast, the cell contents exclusive of the cell wall.
569222.
Biology | Chapter XXXV
მაგალითად, ზოგი მცენარეული უჯრედის პროტოპლასტებს ქლოროფილი აქვთ, მაშინ, როდესაც სხვა ტიპის მცენარეულ უჯრედებს, ფუნქციონალური ქლოროპლასტები არ აქვს.
For example, the protoplasts of some plant cells have chloroplasts, whereas other types of plant cells lack functional chloroplasts.
569223.
Biology | Chapter XXXV
უჯრედის კედლის ცვლილებები აგრეთვე გარკვეულ როლს ასრულებს მცენარეული უჯრედების დიფერენციაციაში.
Cell wall modifications also play a role in plant cell differentiation.
569224.
Biology | Chapter XXXV
მომდევნო ორ გვერდზე, სურათი 35.9, ყურადღება გამახვილებულია მცენარეული უჯრედის ძირითად ტიპებზე: პარენქიმაზე, კოლენქიმაზე, სკლერენქიმაზე, ქსილემის წყლის გამტარ უჯრედებსა და ფლოემის შაქრის გამტარ უჯრედებზე.
Figure 35.9, on the next two pages, focuses on some major types of plant cells: parenchyma, collenchyma, sclerenchyma, the water-conducting cells of the xylem, and the sugar conducting cells of the phloem.
569225.
Biology | Chapter XXXV
აღსანიშნავია სტრუქტურული ადაპტაციები, რომლებიც სპეციფიკური ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
Notice the structural adaptations that make specific functions possible.
569226.
Biology | Chapter XXXV
შეგიძლიათ განიხილოთ სურათი 6.9 და 6.28, რომლებზეც ძირითადი მცენარეული უჯრედის სტრუქტურებია ნაჩვენები.
You may wish to review Figures 6.9 and 6.28, which show basic plant cell structure.
569227.
Biology | Chapter XXXV
მერისტემა ახდენს უჯრედების გენერირებას ახალი ორგანოებისთვის.
Meristems generate cells for new organs.
569228.
Biology | Chapter XXXV
ჯერ-ჯერობით, ჩვენ განვიხილეთ მცენარის ქსოვილთა და უჯრედთა სტრუქტურა და მათი განლაგება ჩამოყალიბებულ ორგანოებში.
So far, we have looked at the structure and arrangement of plant tissues and cells in mature organs.
569229.
Biology | Chapter XXXV
მაგრამ როგორ იქმნება ეს სტრუქტურა?
But how does this organization arise?
569230.
Biology | Chapter XXXV
ძირითადი განსხვავება მცენარეებსა და უმეტეს ცხოველებს შორის ისაა, რომ მცენარის ზრდა მხოლოდ ემბრიონული ან იუვენილური პერიოდით კი არ შემოიფარგლება, არამედ ზრდას ადგილი აქვს მცენარის მთელი სიცოცხლის მანძილზე; მოვლენა ცნობილია როგორც შეუზღუდავი ზრდა.
A major difference between plants and most animals is that plant growth is not limited to an embryonic or juvenile period. Instead, growth occurs throughout the plant's life, a condition known as indeterminate growth.
569231.
Biology | Chapter XXXV
დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ტიპური მცენარე ჩანასახოვანი, განვითარებადი და მომწიფებული ორგანოებისგან შედგება.
At any given time, a typical plant consists of embryonic, developing, and mature organs.
569232.
Biology | Chapter XXXV
მოსვენების პერიოდების გარდა, მცენარეთა უმრავლესობა გამუდმებით იზრდება.
Except for periods of dormancy, most plants grow continuously.
569233.
Biology | Chapter XXXV
მათგან განსხვავებით, ცხოველთა უმრავლესობა და მცენარის ზოგიერთი ორგანოს, მაგალითად, ფოთლების დიდი ნაწილი შეზღუდულ ზრდას განიცდის; ანუ, გარკვეული ზომის მიღწევის შემდეგ ისინი ზრდას წყვეტენ.
In contrast, most animals and some plant organs, such as most leaves, undergo determinate growth; that is, they cease growing after reaching a certain size.
569234.
Biology | Chapter XXXV
მიუხედავად იმისა, რომ მცენარეები ზრდას მთელი სიცოცხლის მანძილზე აგრძელებენ, რა თქმა უნდა, ისინი კვდებიან.
Although plants continue to grow throughout their lives, they do die, of course.
569235.
Biology | Chapter XXXV
სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობის მიხედვით, ყვავილოვანი მცენარეები შეიძლება დაიყოს ერთწლიან, ორწლიან ან მრავალწლიან მცენარეებად.
Based on the length of their life cycle, flowering plants can be categorized as annuals, biennials, or perennials.
569236.
Biology | Chapter XXXV
ერთწლიანი მცენარეები თავიანთ სასიცოცხლო ციკლს – ჩასახვა, ყვავილობა, თესლის წარმოქმნა, სიკვდილი – ერთ წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ასრულებენ.
Annuals complete their life cycle-from germination to flowering to seed production to death-in a single year or less.
569237.
Biology | Chapter XXXV
მრავალი გარეული ყვავილოვანი მცენარე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მარცვლოვნებისა და პარკოსნების ჩათვლით, ერთწლიანია.
Many wildflowers are annuals, as are the most important food crops, including the cereal grains and legumes.
569238.
Biology | Chapter XXXV
ორწლიანი მცენარეები ჩვეულებრივ, ორ წელიწადს ცოცხლობენ, რომელიც ხშირად ვეგეტატიური ზრდისა (პირველი გაზაფხული/ზაფხული) და ყვავილობის (მეორე გაზაფხული/ზაფხული) პერიოდებს შორის შუალედურ ცივ პერიოდსაც (ზამთარი) მოიცავს.
Biennials generally live two years, often including an intervening cold period (winter) between vegetative growth (first spring/summer) and flowering (second spring/summer).
569239.
Biology | Chapter XXXV
ჭარხალი და სტაფილო ორწლიანი მცენარეებია, მაგრამ მათ იშვიათად ტოვებენ მიწაში ხანგრძლივად, ყვავილობისთვის საკმარისი დროით.
Beets and carrots are bienni als but are rarely left in the ground long enough to flower.
569240.
Biology | Chapter XXXV
მრავალწლიანი მცენარეები მრავალი წლის მანძილზე ცოცხლობენ, ისინი მოიცავენ ხეებს, ბუჩქებს და ზოგიერთ ბალახოვან მცენარეს.
Perennials live many years and include trees, shrubs, and some grasses.