668042 Records found
569421.
Biology | Chapter XXXV
უჯრედის დაყოფის სიბრტყეს (მიმართულებას) და სიმეტრიას განუზომლად დიდ მნიშვნელობა აქვს მცენარის ფორმის განსაზღვრისთვის.
The plane (direction) and symmetry of cell division are immensely important in determining plant form.
569422.
Biology | Chapter XXXV
წარმოიდგინეთ ერთი უჯრედი, რომელიც მიტოზს განიცდის.
Imagine a single cell poised to undergo mitosis.
569423.
Biology | Chapter XXXV
თუ მათ შთამომავალთა დაყოფის სიბრტყეები პირველი უჯრედის დაყოფის სიბრტყის პარალელურია, უჯრედების ერთი რიგი წარმოიქმნება.
If the planes of division of its descendants are parallel to the plane of the first cell division, a single file of cells will be produced.
569424.
Biology | Chapter XXXV
მეორე უკიდურესობაა, თუ სიბრტყეები ქაოსურად იცვლება, რის შედეგადაც უჯრედების არაორგანიზებული გროვა წარმოიქმნება.
At the other extreme, if the planes vary randomly, a disorganized clump of cells results.
569425.
Biology | Chapter XXXV
ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მიტოზის დროს ქრომოსომები შვილეულ უჯრედებს შორის თანაბრად ნაწილდება, ციტოპლაზმა შესაძლოა ასიმეტრიულად გაიყოს.
Meanwhile, even though chromosomes are allocated to daughter cells equally during mitosis, the cytoplasm may divide asymmetrically.
569426.
Biology | Chapter XXXV
უჯრედების ასიმეტრიული დაყოფა, როდესაც ერთი შვილეული უჯრედი მეტ ციტოპლაზმას იღებს ვიდრე მეორე, საკმაოდ დამახასიათებელია მცენარეული უჯრედებისთვის და, როგორც წესი, საკვანძო მოვლენის განვითარების სიგნალს წარმოადგენს.
Asymmetrical cell division, in which one daughter cell receives more cytoplasm than the other during mitosis, is fairly common in plant cells and usually signals a key event in development.
569427.
Biology | Chapter XXXV
მაგალითად, ჩამკეტი უჯრედის წარმოქმნისას ჩვეულებრივ, ადგილი აქვს როგორც უჯრედების ასიმეტრიულ დაყოფას, ასევე უჯრედის დაყოფის სიბრტყის ცვლილებას.
For example, the formation of guard cells typically involves both an asymmetrical cell division and a change in the plane of cell division.
569428.
Biology | Chapter XXXV
ეპიდერმული უჯრედი ასიმეტრიულად იყოფა და წარმოქმნის დიდ უჯრედს, რომელიც არასპეციალიზებულ ეპიდერმულ უჯრედად რჩება და მცირე ზომის უჯრედს, რომელიც ჩამკეტი უჯრედის „დედა უჯრედად“ გარდაიქმნება.
An epidermal cell divides asymmetrically to form a large cell that remains an unspecialized epidermal cell and a small cell that becomes the guard cell "mother cell."
569429.
Biology | Chapter XXXV
როდესაც პატარა დედა უჯრედი პირველი უჯრედის პერპენდიკულარულ სიბრტყეში დაიყოფა, ჩამკეტი უჯრედები წარმოიქმნება.
Guard cells form when this small mother cell divides in a plane perpendicular to the first cell division.
569430.
Biology | Chapter XXXV
სიბრტყე, რომელშიც უჯრედი უნდა დაიყოს გვიანი ინტერფაზის დროს განისაზღვრება.
The plane in which a cell divides is determined during late interphase.
569431.
Biology | Chapter XXXV
ამ სივრცობრივი ორიენტაციის პირველი ნიშანია ციტოჩონჩხის რეორგანიზაცია.
The first sign of this spatial orientation is a rearrangement of the cytoskeleton.
569432.
Biology | Chapter XXXV
მიკროტუბულები ციტოპლაზმაში წრიულად კონცენტრირდება, რასაც პრეპოფაზური ჭიმი ეწოდება.
Microtubules in the cytoplasm become concentrated into a ring called the preprophase band.
569433.
Biology | Chapter XXXV
ჭიმი მეტაფაზამდე ქრება, მაგრამ მისი საშუალებით შესაძლებელია უჯრედის დაყოფის სიბრტყის პროგნოზირება.
The band disappears before metaphase, but it predicts the future plane of cell division.
569434.
Biology | Chapter XXXV
„კვალი“ აქტინის მიკროფილამენტების მწყობრი ერთობლიობისგან შედგება, რომელიც მიკროტუბულების გაქრობის შემდეგ რჩება.
The "imprint" consists of an ordered array of actin microfilaments that remain after the microtubules disperse.
569435.
Biology | Chapter XXXV
უჯრედის მოცულობაში ზრდის მიმართულება.
Orientation of Cell Expansion.
569436.
Biology | Chapter XXXV
ვიდრე გავაანალიზებდეთ, რა როლს ასრულებს უჯრედების მოცულობაში ზრდა (ექსპანსია) მცენარის ფორმირებაში, ზედმეტი არ იქნება იმის განხილვა, რით განსხვავდება უჯრედების ექსპანსია მცენარეებსა და ცხოველებში.
Before discussing how cell expansion contributes to plant form, it is useful to consider the difference in cell expansion between plants and animals.
569437.
Biology | Chapter XXXV
ცხოველური უჯრედები, ძირითადად ცილებით მდიდარი ციტოპლაზმის სინთეზის – მეტაბოლურად ძვირადღირებული პროცესის საშუალებით იზრდება.
Animal cells grow mainly by synthesizing protein-rich cytoplasm, a metabolically expensive process.
569438.
Biology | Chapter XXXV
მზარდი მცენარეული უჯრედებიც წარმოქმნიან ციტოპლაზმაში დამატებით, ცილებით მდიდარ ნივთიერებებს, თუმცა ექსპანსიის 90%, ჩვეულებრივ, წყლის შეთვისებაზე მოდის.
Growing plant cells also produce additional proteinrich material in their cytoplasm, but water uptake typically accounts for about 90% of expansion.
569439.
Biology | Chapter XXXV
წყლის უმეტესი ნაწილი, დიდ ცენტრალურ ვაკუოლში გროვდება, რომელიც უჯრედის ზრდის პროცესში, მრავალი მცირე ვაკუოლის შერწყმით ვითარდება.
Most of this water is packaged in the large central vacuole formed by the coalescence of many smaller vacuoles as a cell grows.
569440.
Biology | Chapter XXXV
მცენარეს სწრაფი და ეკონომიური ზრდის უნარი აქვს, რადგან წყლის შთანთქმა მცენარეს მცირე რაოდენობის ციტოპლაზმით შორს წასვლის შესაძლებლობას აძლევს.
A plant can grow rapidly and economically because water uptake enables a small amount of cytoplasm to go a long way.