668042 Records found
570321.
Biology | Chapter XXXVIII
ხოლო ზოგიერთ მცენარეში, რომელთა ყვავილებსაც აქვს ფუნქციონალური მტვრიანები და ნაყოფფოთლები, მოცემული ყვავილის ორგანოები მწიფდება სხვადასხვა პერიოდში ან სტრუქტურულად იმგვარად არიან აგებული, რომ შეუძლებელია მტვრის გადამტანმა ცხოველმა მტვერი სამტვრიდან იმავე ყვავილის დინგზე გადაიტანოს.
And in some plants that have flowers with functional stamens and carpels, these floral organs mature at different times or are structurally arranged in such a way that it is unlikely that an animal pollinator could transfer pollen from an anther to a stigma of the same flower.
570322.
Biology | Chapter XXXVIII
თუმცა, ყვავილოვან მცენარეებში ყველაზე უფრო გავრცელებული ანტი თვით-განაყოფიერების მექანიზმი ცნობილია თვითშეუთავსებლობის სახელით. მასში მოიაზრება მცენარის უნარი, არ მიიღოს საკუთარი მტვერი და ზოგჯერ მჭიდროდ დაკავშირებული ინდივიდების მტვერიც კი.
However, the most common anti-selfing mechanism in flowering plants is known as self-incompatibility, the ability of a plant to reject its own pollen and sometimes the pollen of closely related individuals.
570323.
Biology | Chapter XXXVIII
თუ მტვრის მარცვალი იგივე მცენარის ყვავილის დინგზე ეცემა, ბიოქიმიური ბლოკი საშუალებას არ აძლევს მტვერს, დაასრულოს თავისი განვითარება და გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი.
If a pollen grain lands on a stigma of a flower on the same plant, a biochemical block prevents the pollen from completing its development and fertilizing an egg.
570324.
Biology | Chapter XXXVIII
მეცნიერების იკვლევენ მოლეკულურ მექანიზმებს, რომლებსაც ადგილი აქვს თვითშეუთავსებლობის მოვლენაში.
Researchers are unraveling the molecular mechanisms that are involved in self-incompatibility.
570325.
Biology | Chapter XXXVIII
ამგვარი მცენარის რეაქცია ცხოველების იმუნური რეაქციის ანალოგიურია; ორივე – მცენარეც და ცხოველიც, ეყრდნობა ორგანიზმის უნარს, განასხვაოს „საკუთარი“ უჯრედები „უცხო“ უჯრედებისგან.
This plant response is analogous to the immune response of animals in that both are based on the ability of organisms to distinguish the cells of "self" from those of "nonself."
570326.
Biology | Chapter XXXVIII
განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველის იმუნური სისტემა უარყოფს „უცხო“ ობიექტებს, როცა სისტემა დაცვით მექანიზმს აამუშავებს პათოგენის წინააღმდეგ, ან ცდილობს, არ მიიღოს ტრანსპლანტირებული ორგანო.
The key difference is that the animal immune system rejects nonself, as when the system mounts a defense against a pathogen or attempts to reject a transplanted organ.
570327.
Biology | Chapter XXXVIII
ამისგან განსხვავებით, თვითშეუთავსებლობა მცენარეებში „საკუთარი“ ობიექტების უკუგდებას გულისხმობს.
Self-incompatibility in plants, in contrast, is a rejection of self.
570328.
Biology | Chapter XXXVIII
„საკუთარი“ მტვრის ამოცნობა ეფუძნება თვითშეუთავსებლობის გენებს, რომლებიც შ–გენებად არიან ცნობილი.
Recognition of "self" pollen is based on genes for selfincompatibility, called S-genes.
570329.
Biology | Chapter XXXVIII
მცენარეულობის გენების კრებულში შ–გენის ათობით ალელური გენი მოიპოვება.
In the gene pool of a plant population, there can be dozens of alleles of an S-gene.
570330.
Biology | Chapter XXXVIII
თუ მტვრის მარცვალი შეიცავს ალელს, რომელიც დინგზე მოხვედრილი ალელის მსგავსია, სამტვრე მილი ვერ შეძლებს განვითარებას.
If a pollen grain has an allele that matches an allele of the stigma on which it lands, the pollen tube fails to grow.
570331.
Biology | Chapter XXXVIII
გარკვეული მცენარეების ნაირსახეობებში, თვითამოცნობის ფენომენი ხელს უშლის სამტვრე მილის ზრდას ერთი ან ორი მოლეკულური მექანიზმის დახმარებით: გამეტოფიტური თვითშეუთავსებლობა ან სპოროფიტური თვითშეუთავსებლობა.
Depending on the species, self-recognition blocks pollen tube growth by one of two molecular mechanisms: gametophytic self-incompatibility or sporophytic self-incompatibility.
570332.
Biology | Chapter XXXVIII
გამეტოფიტური თვით-შეუთავსებლობის შემთხვევაში მტვრის გენომში მოთავსებული შ-ალელი ხელს უშლის განაყოფიერებას.
In gametophytic self-incompatibility, the S-allele in the pollen genome governs the blocking of fertilization.
570333.
Biology | Chapter XXXVIII
მოცემული სახის თვითამოცნობის ფენომენი გულისხმობს RNA-ის ფერმენტულ განადგურებას ჯერ კიდევ მოუმწიფებელ სამტვრე მილში.
Selfrecognition of this kind involves the enzymatic destruction of RNA within a rudimentary pollen tube.
570334.
Biology | Chapter XXXVIII
ნაყოფფოთლის სვეტში განთავსებულ RNA-ჰიდროლიზებად ფერმენტებს შეუძლია სამტვრე მილში შეღწევა და ამ უკანასკნელის RNA-ზე „თავდასხმა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მტვერი „საკუთარი“ ტიპისაა.
RNA-hydrolyzing enzymes in the style of the carpel can enter a pollen tube and attack its RNA only if the pollen is of a "self" type.
570335.
Biology | Chapter XXXVIII
სპოროფიტული თვითშეუთავსებლობის შემთხვევაში, განაყოფიერებას ხელს უშლის S-ალელის გენური პროდუქტები მშობელი სპოროფიტის ქსოვილებში, რომლებიც სამტვრე კედელთანაა მიერთებული.
In sporophytic self-incompatibility, fertilization is blocked by S-allele gene products in tissues of the parental sporophyte that adhere to the pollen wall.
570336.
Biology | Chapter XXXVIII
სპოროფიტული შეუთავსებლობა მოიცავს სიგნალის ტრანსდუქციის სისტემას დინგის ეპიდერმულ უჯრედებში, რაც ხელს უშლის მტვრის მარცვლის განვითარებას.
Sporophytic incompatibility involves a signal transduction pathway in epidermal cells of the stigma that prevents germination of the pollen grain.
570337.
Biology | Chapter XXXVIII
ზოგიერთი სასოფლო სამეურნეო კულტურა, როგორიცაა ბარდის, სიმინდისა თუ პომიდვრის არაჰიბრიდული კულტივირებული ნაირსახეობები, რუტინულად ახდენენ თვითდამტვერვას საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგებით.
Some crops, such as nonhybrid cultivated varieties of peas, maize, and tomatoes, routinely self-pollinate with satisfactory results.
570338.
Biology | Chapter XXXVIII
ეს უკანასკნელი ვარიანტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
The latter option is increasingly important.
570339.
Biology | Chapter XXXVIII
მომავალში, შეიძლება შესაძლებელი გახდეს თვითშეუთავსებლობის ფენომენის გავრცელება იმ სასოფლო სამეურნეო კულტურებზე, რომლებიც ჩვეულებრივ თვითშეთავსებადები არიან.
Eventually, it may also be possible to impose self-incompatibility on crop species that are normally self-compatible.
570340.
Biology | Chapter XXXVIII
ამრიგად, თვითშეუთავსებლობის მექანიზმების გამოკვლევამ შესაძლოა სასოფლო სამეურნეო დარგის პროგრესს შეუწყოს ხელი.
Basic research on mechanisms of selfincompatibility may therefore lead to agricultural applications.