668042 Records found
570301.
Biology | Chapter XXXVIII
ემბრიონის ტომრის ერთ ბოლოში სამი უჯრედია: ერთი კვერცხუჯრედი და ორი უჯრედი, რომლებიც სინერგიდის სახელითაა ცნობილი.
At one end of the embryo sac are three cells: the egg cell and two cells called synergids.
570302.
Biology | Chapter XXXVIII
სინერგიდები კვერცხუჯრედის გვერდით არიან განლაგებული. მათი მიზანია, გადაიხაროს და მიმართოს სამტვრე მილი ემბრიონის ტომრისკენ.
The synergids flank the egg cell and function in the attraction and guidance of the pollen tube to the embryo sac.
570303.
Biology | Chapter XXXVIII
ემბრიონის ტომრის მეორე ბოლოში სამი ანტიპოდური უჯრედია განლაგებული, რომელთა ფუნქციაც უცნობია.
At the opposite end of the embryo sac are three antipodal cells of unknown function.
570304.
Biology | Chapter XXXVIII
დარჩენილი ორი ბირთვი, სახელწოდებით პოლარული ბირთვი, არ იყოფა ცალკეულ უჯრედებად, სამაგიეროდ ისინი ემბრიონის ტომრის დიდი ცენტრალური უჯრედის ციტოპლაზმას ინაწილებენ.
The remaining two nuclei, called polar nuclei, are not partitioned into separate cells but instead share the cytoplasm of the large central cell of the embryo sac.
570305.
Biology | Chapter XXXVIII
თესლკვირტი, რომელიც საბოლოო ჯამში თესლად ჩამოყალიბდება, მოცემულ ეტაპზე ემბრიონის ტომარასა და ორ ინტეგუმენტს მოიცავს.
The ovule, which will eventually become a seed, now consists of the embryo sac and two surrounding integuments.
570306.
Biology | Chapter XXXVIII
დამცავი სპოროფიტის ქსოვილის ფენები, რომლებიც საბოლოო ჯამში თესლის საფრად გადაიქცევა.
Layers of protective sporophytic tissue that eventually develop into the seed coat.
570307.
Biology | Chapter XXXVIII
დამტვერვა, ანუ მტვრის გადატანა სამტვრიდან დინგზე, პირველი ნაბიჯია იმ მოვლენათა ჯაჭვში, რომლებიც განაყოფიერებას უსწრებენ წინ.
Pollination, the transfer of pollen from anther to stigma, is the first step in a chain of events that can lead to fertilization.
570308.
Biology | Chapter XXXVIII
ეს ეტაპი სხვადასხვა გზებით სრულდება.
This step is accomplished in various ways.
570309.
Biology | Chapter XXXVIII
ზოგიერთი ანგიოსპერმების შემთხვევაში (მათ შორის ბალახები და ბევრი ხე) ქარი დამტვერვის აგენტია.
In some angiosperms, including grasses and many trees, wind is a pollinating agent.
570310.
Biology | Chapter XXXVIII
ასეთ მცენარეებში დიდი რაოდენობით მტვრის გამოყოფა კომპენსირებას უკეთებს მტვრის შემთხვევითი და უნებლიე გავრცელების მექანიზმს.
In such plants, the release of enormous quantities of pollen compensates for the randomness of this dispersal mechanism.
570311.
Biology | Chapter XXXVIII
წლის გარკვეულ პერიოდებში ჰაერი დახუნძლულია მტვრის მარცვლებით, რასაც უშეცდომოდ დაადასტურებენ მცენარის მტვრის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანები.
At certain times of the year, the air is loaded with pollen grains, as anyone plagued with pollen allergies can attest.
570312.
Biology | Chapter XXXVIII
ზოგიერთი წყალმცენარე მტვრის გავრცელებას მთლიანად წყალს მიანდობს.
Some aquatic plants rely on water to disperse pollen.
570313.
Biology | Chapter XXXVIII
თუმცა ანგიოსპერმების უმრავლესობა სხვა ყვავილებზე მტვრის გავრცელებას, მწერებს, ფრინველებსა და სხვა ცხოველებს ანდობს.
Most angiosperms, however, depend on insects, birds, or other animals to transfer pollen directly to other flowers.
570314.
Biology | Chapter XXXVIII
მექანიზმები, რომლებიც თვითდამტვერვას უშლის ხელს.
Mechanisms That Prevent Self-Fertilization.
570315.
Biology | Chapter XXXVIII
ზოგადად, სქესობრივი გამრავლების ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხელს უწყობს ნაყოფის გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რის შედეგადაც იმის შესაძლებლობა, რომ სულ მცირე, ერთი ნაყოფი მაინც გადარჩება და შეეგუება გარემო ცვლილებებსა და გაუძლებს პათოგენებს - უფრო დიდია.
Generally, one of the great advantages of sexual reproduction is that it increases the genetic diversity of offspring, thereby increasing the likelihood that at least some of the offspring will survive such challenges as environmental change and pathogens.
570316.
Biology | Chapter XXXVIII
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ყვავილი, მათ შორის ბაღის ბარდა, თვითდამტვერვის გზით მრავლდება.
Nevertheless, some flowers, such as garden peas, self-fertilize.
570317.
Biology | Chapter XXXVIII
ამ პროცესს, შესაბამისად, „თვითდამტვერვა“ ეწოდება. იგი საკმაოდ ხელსაყრელია ზოგიერთი სასოფლო სამეურნეო კულტურის გასამრავლებლად, რადგან თვითდამტვერვის შემთხვევაში თესლის განვითარება გარანტირებულია.
This process, called "selfing," can be a desirable attribute in some crop plants because it ensures that a seed will develop.
570318.
Biology | Chapter XXXVIII
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ანგიოსპერმულ სახეობას ახასიათებს მექანიზმი, რომელიც ართულებს, ან სულაც შეუძლებელს ხდის ყვავილის თვითდამტვერვის გზით გამრავლებას.
Many angiosperm species, however, have mechanisms that make it difficult or impossible for a flower to fertilize itself.
570319.
Biology | Chapter XXXVIII
სხვადასხვა ბარიერი, რომელიც ხელს უშლის თვითდამტვერვას, უზრუნველყოფს მრავალფეროვან გენეტიკურ ვარიანტებს, რადგან სპერმა და კვერცხუჯრედები სხვადასხვა მშობლებს ეკუთვნიან.
The various barriers that prevent selffertilization contribute to genetic variety by ensuring that sperm and eggs come from different parents.
570320.
Biology | Chapter XXXVIII
ორსახლიანი სახეობების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მცენარეებს არ ძალუძთ თვითდამტვერვის გზით გამრავლება, რადგან მათ მტვრიანიანი ან ნაყოფფოთლიანი ყვავილები აქვთ.
In dioecious species, of course, plants cannot self-fertilize because they have either staminate or carpellate flowers.