მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570341.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
განაყოფიერების შემდეგ, თესლკვირტი თესლად, ბუტკო კი ნაყოფად იქცევა.
After fertilization, ovules develop into seeds and ovaries into fruits.
570342.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვენ გამოვიკვლიეთ გამეტოფიტის განვითარებისა და დამტვერვის პროცესები.
We have traced the processes of gametophyte development and pollination.
570343.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ახლა ვისაუბრებთ განაყოფიერებისა და მისი პროდუქტების – თესლისა და ნაყოფის შესახებ.
Now we will look at fertilization and its products: seeds and fruits.
570344.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ორმაგი განაყოფიერება.
Double Fertilization.
570345.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მიმღებ დინგზე მოხვედრის შემდეგ, მტვრის მარცვალი შეიწოვს სინოტივეს და იწყებს აღმოცენებას; ანუ იგი წარმოქმნის სამტვრე მილს, რომელიც სვეტის უჯრედებს შორის ვითარდება და ბუტკოსკენ მიიწევს.
After landing on a receptive stigma, a pollen grain absorbs moisture and germinates; that is, it produces a pollen tube that extends down between the cells of the style toward the ovary.
570346.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
გენერაციული უჯრედის ბირთვი იყოფა მიტოზით და წარმოქმნის ორ სპერმას.
The nucleus of the generative cell divides by mitosis and forms two sperm.
570347.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ქიმიური ატრაკტანტით (შესაძლოა კალციუმით) მართული სამტვრე მილის ზედა ნაწილი ჯერ ბუტკოში, შემდეგ კი მიკროპილში (თესლკვირტის საფარებს შორის დაშორება) შედის და თავის ორ სპერმას ემბრიონის ტომარაში ან მის მიდამოებში ყრის.
Directed by a chemical attractant, possibly calcium, the tip of the pollen tube enters the ovary, probes through the micropyle (a gap in the integuments of the ovule), and discharges its two sperm near or within the embryo sac.
570348.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
შემდეგი მოვლენები უკვე ანგიოსპერმის სასიცოცხლო ციკლის დამახასიათებელი ნიშნებია.
The events that follow are a distinctive feature of the angiosperm life cycle.
570349.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ერთი სპერმა ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, საიდანაც ყალიბდება ზიგოტა.
One sperm fertilizes the egg to form the zygote.
570350.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მეორე სპერმა ერწყმის ორ პოლარულ ბირთვს და აყალიბებს ტრიპლოიდურ ბირთვს ემბრიონის ტომრის მსხვილი ცენტრალური უჯრედის ცენტრში.
The other sperm combines with the two polar nuclei to form a triploid nucleus in the center of the large central cell of the embryo sac.
570351.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სწორედ ხსენებული მსხვილი უჯრედის საფუძველზე ყალიბდება ენდოსპერმი – თესლის საკვების შემნახველი ქსოვილი.
This large cell will give rise to the endosperm, a food-storing tissue of the seed.
570352.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ემბრიონის სხვადასხვა ბირთვებით ორი სპერმის უჯრედის კავშირს ორმაგი განაყოფიერება ეწოდება.
The union of two sperm cells with different nuclei of the embryo sac is called double fertilization.
570353.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ორმაგი განაყოფიერება უზრუნველყოფს ენდოსპერმის განვითარებას მხოლოდ იმ თესლკვირტებში, სადაც კვერცხუჯრედი განაყოფიერებულია. შედეგად, ანგიოსპერმები დაცულია მიმოფანტული მკვებავი ნივთიერებებისგან.
Double fertilization ensures that egg has the endosperm will develop only in ovules where the been fertilized, thereby preventing angiosperms from squandering nutrients.
570354.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ქსოვილები, რომლებიც ემბრიონის ტომარას გარედან ახვევია, ხელს უშლის მკვლევრებს, რომლებსაც ბუნებრივ პირობებში არსებულ მცენარეებში განაყოფიერების პროცესის უშუალო დაკვირვება სურთ.
The tissues surrounding the embryo sac have prevented researchers from being able to directly observe fertilization in plants grown under normal conditions.
570355.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუმცა, გარკვეული პერიოდის უკან, მეცნიერებმა შეძლეს, ერთი მხრივ, სპერმის ჩანასახოვანი სამტვრე მარცვლებიდან და, მეორე მხრივ, კვერცხუჯრედის ემბრიონის ტომრებიდან იზოლირება. შედეგად, მათ სინჯარაში, ხელოვნურად შექმნილ ვითარებაში შეძლეს მცენარის გამეტების შერწყმის პროცესზე დაკვირვების წარმოება.
Recently, however, scientists have isolated sperm from germinated pollen grains and eggs from embryo sacs and have observed the merging of plant gametes in vitro (in an artificial environment).
570356.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
პირველი უჯრედოვანი მოვლენა, რომელიც გამეტის შერწყმის შემდეგ ხდება, კვერცხის ციტოპლაზმის კალციუმის დონეების ზრდაში გამოიხატება. იგივე ხდება ცხოველების გამეტის შერწყმისას.
The first cellular event that takes place after gamete fusion is an increase in the cytoplasmic calcium (Ca2+) levels of the egg, as also occurs during animal gamete fusion.
570357.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მცენარეებსა და ცხოველებს შორის კიდევ ერთი მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ფენომენს ძალუძს პოლისპერმიის დაბლოკვა – კვერცხუჯრედის განაყოფიერება ერთზე მეტი სპერმული უჯრედით.
Another similarity to animals is the establishment of a block to polyspermy, the fertilization of an egg by more than one sperm cell.
570358.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამრიგად, სიმინდის სპერმა ვერ შეერწყმება ზიგოტას სინჯარაში.
Thus, maize (Zea mays) sperm cannot fuse with zygotes in vitro.
570359.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სიმინდში პოლისპერმიის საწინააღმდეგო ბარიერი ყალიბდება 45 წუთით ადრე, ვიდრე სპერმა კვერცხუჯრედს შეეხება.
In maize, this barrier to polyspermy is established as early as 45 seconds after the initial sperm fusion with the egg.
570360.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლკვირტიდან თესლამდე.
From Ovule to Seedle.