668042 Records found
570721.
Biology | Chapter XXXIX
ე.წ. მეორადი მესენჯერების უმრავლესობა, cGMP-ის ჩათვლით და თვით ზოგიერთი რეცეპტორი, ფიტოქრომის ზოგიერთი ფორმის ჩათვლით, პირდაპირ ააქტიურებენ პროტეინკინაზას.
Many second messengers, including cGMP, and some receptors themselves, including some forms of phytochrome, activate protein kinases directly.
570722.
Biology | Chapter XXXIX
ხშირად ერთი პროტეინკინაზა ახდენს მეორე პროტეინკინაზას ფოსფორილირებას, ეს უკანასკნელი კი ახდენს კიდევ სხვის ფოსფორილირებას და ასე შემდეგ.
Often, one protein kinase will phosphorylate another protein kinase, which then phosphorylates another, and so on.
570723.
Biology | Chapter XXXIX
კინაზას ამ კასკადურმა პროცესმა შესაძლოა თავდაპირველი სიგნალი რეაგირების სტადიასთან დააკავშიროს გენის ექსპრესიის დონეზე, ჩვეულებრივ, ეს ტრანსკრიფციული ფაქტორის ფოსფორილირების საშუალებით ხდება.
Such kinase cascades may eventually link initial stimuli to responses at the level of gene expression, usually via the phosphorylation of transcription factors.
570724.
Biology | Chapter XXXIX
ასეთი მექანიზმების საშუალებით მრავალი სასიგნალო არხი საბოლოოდ არეგულირებს ახალი ცილების სინთეზს, რაც სპეციფიკური გენების ჩართვისა თუ გამორთვის ხარჯზე მიმდინარეობს.
By such mechanisms, many signal pathways ultimately regulate the synthesis of new proteins, usually by turning specific genes on or off.
570725.
Biology | Chapter XXXIX
მაგალითად, რა მოხდება, თუ ჩვენ კარტოფილს კვლავ კარადაში დავაბრუნებთ?
For example, what if we put the potato back into the cupboard?
570726.
Biology | Chapter XXXIX
პროტეინფოსფატაზა, ფერმენტები, რომლებიც ახდენენ სპეციფიკური ცილების დეფოსფორილირებას, მონაწილეობას იღებენ ამ „გამორთვის“ პროცესში.
Protein phosphatases, enzymes that dephosphorylate specific proteins, are involved in these "switch-off" processes.
570727.
Biology | Chapter XXXIX
ნებისმიერ დროს უჯრედის მუშაობა დამოკიდებულია პროტეინკინაზასა და ფოსფატაზას სხვადასხვა ტიპის აქტივობაზე.
At any moment, activities of a cell depend on the balance of activity of many types of protein kinases and protein phosphatases.
570728.
Biology | Chapter XXXIX
დეეტიოლაციის - („გამწვანების“) ცილები.
De-Etiolation ("Greening") Proteins.
570729.
Biology | Chapter XXXIX
დეტიოლაციის პროცესის დროს, რა სახის ცილების გარდაქმნა ან გააქტიურება ხდება ფოსფორილირების შედეგად?
What sorts of proteins are either newly transcribed or activated by phosphorylation during the de-etiolation process?
570730.
Biology | Chapter XXXIX
უმრავლესობა ფერმენტებს წარმოადგენს, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ ფოტოსინთეზში.
Many are enzymes that function in photosynthesis directly.
570731.
Biology | Chapter XXXIX
დანარჩენი ფერმენტები მონაწილეობას იღებენ ქიმიური პროცესის ადრეულ ეტაპებში, რაც განაპირობებს ქლოროფილის წარმოქმნას.
Others are enzymes involved in supplying the chemical precursors necessary for chlorophyll production.
570732.
Biology | Chapter XXXIX
სხვები კი გავლენას ახდენს მცენარის ზრდის ჰორმონების რეგულაციაზე.
Still, others affect the levels of plant hormones that regulate growth.
570733.
Biology | Chapter XXXIX
ჩვენ უკვე განვიხილეთ სიგნალის ტრანსდუქციის საკითხი, როდესაც ვისაუბრეთ დეეტიოლაციის პროცესზე კარტოფილში და თქვენ გაქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, რა რთული ბიოქიმიური ცვლილებები უდევს საფუძვლად ამ პროცესს.
We have discussed the signal transduction involved in the de-etiolation response of a potato to give you a sense of the complexity of biochemical changes that underlie this one process.
570734.
Biology | Chapter XXXIX
ყველა მცენარის ჰორმონი და ყველა გარემო გამღიზიანებელი მეტ-ნაკლებად უწყობს ხელს ერთი ან მეტი სიგნალის ტრანსდუქციის არხის გააქტიურებას.
Every plant hormone and every environmental stimulus triggers one or more signal transduction pathways.
570735.
Biology | Chapter XXXIX
როგორც ეს პომიდვრის მუტანტის – aurea-ს შემთხვევაში იყო, მოლეკულური ბიოლოგიის ტექნოლოგიები, მუტანტებთან დაკავშირებით წარმოებულ კვლევების ჩათვლით, ეხმარება მეცნიერებს ამ სხვადასხვა არხების დადგენაში.
As with the tomato mutant aurea, techniques of molecular biology combined with studies of mutants are helping researchers identify these various pathways.
570736.
Biology | Chapter XXXIX
მოლეკულური ბიოლოგია მცენარის ზრდა-განვითარების დასადგენად ეყრდნობა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების ხანგრძლივ ისტორიას.
But molecular biology builds on a long history of physiological and biochemical investigations into how plants work.
570737.
Biology | Chapter XXXIX
მომდევნო პარაგრაფში თქვენ წაიკითხავთ ბიოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მიმოხილვას, სადაც ნათლად დაინახავთ, რომ ქიმიური სიგნალები – ჰორმონები წარმოადგენენ მცენარის ზრდისა და განვითარების შიდა რეგულატორებს.
As you will read in the next section, experiments provided biologists with the first clues that chemical signals-hormones are internal regulators of plant growth and development.
570738.
Biology | Chapter XXXIX
მცენარის ჰორმონები ხელს უწყობენ ზრდა-განვითარებისა და გამღიზიანებლებზე რეაგირების პროცესს.
Plant hormones help coordinate growth, development, and responses to stimuli.
570739.
Biology | Chapter XXXIX
სიტყვა – ჰორმონი წარმოშობილია ბერძნული ზმნისგან „აღგზნება“.
The word hormone is derived from a Greek verb meaning "to excite."
570740.
Biology | Chapter XXXIX
რაც შეეხება ჰორმონის არსს, ეს არის ნაერთი, რომელსაც წარმოქმნის სხეულის ერთი ნაწილი და შემდეგ მისი ტრანსპორტირება ხდება სხეულის სხვა ნაწილებში, სადაც ის უერთდება კონკრეტულ რეცეპტორს და ააქტიურებს რეაგირების პროცესს სამიზნე უჯრედებსა და ქსოვილებში.
By definition, a hormone is a compound that is produced by one part of the body and then transported to other parts of the body, where it binds to a specific receptor and triggers responses in target cells and tissues.