668042 Records found
570781.
Biology | Chapter XXXIX
ყველა ჰორმონს მრავალმხრივი ეფექტის მოხდენა შეუძლია, რაც დამოკიდებულია ჰორმონის აქტივობის ადგილზე, მის კონცენტრაციაზე და მცენარის განვითარების ეტაპზე.
Each hormone has multiple effects, depending on its site of action, its concentration, and the developmental stage of the plant.
570782.
Biology | Chapter XXXIX
მცენარის ჰორმონები ძალიან მცირე დოზით წარმოიქმნება, მაგრამ ჰორმონის მცირე რაოდენობასაც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია მცენარის ზრდასა და განვითარებაზე.
Plant hormones are produced in very low concentrations, but a minute amount of hormone can have a profound effect on the growth and development of a plant organ.
570783.
Biology | Chapter XXXIX
ეს ნიშნავს, რომ ჰორმონალური სიგნალი საჭიროებს გაძლიერებას.
This implies that the hormonal signal must be amplified in some way.
570784.
Biology | Chapter XXXIX
ჰორმონს შეუძლია გენის ექსპრესიის შეცვლა, არსებულ ფერმენტებზე გავლენის მოხდენა ან მემბრანის შიგთავსის შეცვლა.
A hormone may act by altering the expression of genes, by affecting the activity of existing enzymes, or by changing properties of membranes.
570785.
Biology | Chapter XXXIX
ნებისმიერმა ასეთმა ქმედებამ შეიძლება შეცვალოს მეტაბოლიზმი და უჯრედის ისეთი განვითარება, რომელიც რეაგირებს ჰორმონების მოლეკულების მცირე რაოდენობაზე.
Any of these actions could redirect the metabolism and development of a cell responding to a small number of hormone molecules.
570786.
Biology | Chapter XXXIX
სასიგნალო გადამცემი გზა აძლიერებს ჰორმონის სიგნალს და აკავშირებს მას უჯრედის სპეციფიკურ რეაგირების წერტილთან.
Signal transduction pathways amplify the hormonal signal and connect it to a cell's specific responses.
570787.
Biology | Chapter XXXIX
ჰორმონზე პასუხი ჩვეულებრივ, იმდენად არ არის დამოკიდებული თვით იმ ჰორმონზე, არამედ სხვა ჰორმონებთან შედარებით ამ ჰორმონის კონცენტრაციაზე.
Response to a hormone usually depends not so much on the amount of that hormone as on its relative concentration compared with other hormones.
570788.
Biology | Chapter XXXIX
ეს არის ჰორმონალური ბალანსი, და არა იზოლაციაში მყოფი ჰორმონების აქტივობა, რომელიც გავლენას ახდენს ზრდასა და განვითარებაზე.
It is hormonal balance, rather than hormones acting in isolation, that may control growth and development.
570789.
Biology | Chapter XXXIX
ამ ინტერაქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ჰორმონის ფუნქციების მიმოხილვაში.
These interactions will become apparent in the following survey of hormone function.
570790.
Biology | Chapter XXXIX
ტერმინს აუქსინი ვიყენებთ ნებისმიერი იმ ქიმიური ნივთიერების აღსანიშნავად, რომელიც ხელს უწყობს კოლეოპტილის დაგრძელებას, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი მრავალფუნქციურები არიან ყვავილოვან მცენარეებში.
The term auxin is used for any chemical substance that promotes the elongation of coleoptiles, although auxins actually have multiple functions in flowering plants.
570791.
Biology | Chapter XXXIX
მცენარეებში ბუნებრივი აუქსინი ინდოლეაცეტური მჟავის სახით გვხვდება, ან IAA-ს, მაგრამ სხვა შემადგენელი ელემენტების, ზოგიერთი სინთეზური ელემენტის ჩათვლით, აუქსინის როლს ასრულებენ.
The natural auxin occurring in plants is indoleacetic acid, or IAA, but several other compounds, including some synthetic ones, have auxin activity.
570792.
Biology | Chapter XXXIX
წინამდებარე თავში ტერმინს აუქსინი ვიყენებთ კონკრეტულად IAA საუბრისას.
Throughout this chapter, however, the term auxin is used specifically to refer to IAA.
570793.
Biology | Chapter XXXIX
მიუხედავად იმისა, რომ IAA იყო მცენარეში აღმოჩენილი პირველი ჰორმონი, სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი აუქსინის სიგნალის ტრანსდუქცია და აუქსინის ბიოსინთეზის რეგულაცია.
Although IAA was the first plant hormone to be discovered, much remains to be learned about auxin signal transduction and the regulation of auxin biosynthesis.
570794.
Biology | Chapter XXXIX
აუქსინი მცენარის ღეროზე არსებული წანაზარდის ბოლოებიდან ქვევით მოძრაობს საათში 10 მილიმეტრის სიჩქარით, ეს საკმაოდ სწრაფი ტემპია დიფუზიისთვის, თუმცა ის ფლოემაში ტრანსლოკაციასთან შედარებით უფრო ნელია.
The speed at which auxin is transported down the stem from the shoot apex is about 10 mm/hr, a rate that is much too fast for diffusion, although it is slower than translocation in phloem.
570795.
Biology | Chapter XXXIX
აუქსინი პირდაპირ პარენქიმული ქსოვილით ტრანსპორტირდება ერთი უჯრედიდან მეორეში.
Auxin seems to be transported directly through parenchyma tissue from one cell to the next.
570796.
Biology | Chapter XXXIX
ის მოძრაობს მხოლოდ ყლორტის ბოლოდან ქვევით – ფესვისაკენ.
It moves only from the shoot tip to the base, not in the reverse direction.
570797.
Biology | Chapter XXXIX
აუქსინის ასეთ ერთმხრივ ტრანსპორტირებას, პოლარული ტრანსპორტირება ეწოდება.
This unidirectional transport of auxin is called polar transport.
570798.
Biology | Chapter XXXIX
პოლარულ ტრანსპორტირებას არაფერი აქვს საერთო გრავიტაციასთან.
Polar transport has nothing to do with gravity.
570799.
Biology | Chapter XXXIX
ცდების საფუძველზე დაადგინეს, რომ აუქსინი მოძრაობს აღმავალი მიმართულებით, როდესაც მცენარის ღერო ან კოლეოპტილის სეგმენტს პირუკუ დავდებთ.
Experiments have shown that auxin travels upward when a stem or coleoptile segment is placed upside down.
570800.
Biology | Chapter XXXIX
ხოლო აუქსინის მოძრაობის პოლარულობა დამახასიათებელია აუქსინის ტრანსპორტირების ცილის უჯრედებში პოლარულ განაწილებასთან.
Rather, the polarity of auxin movement is attributable to the polar distribution of auxin transport protein in the cells.