668042 Records found
570841.
Biology | Chapter XXXIX
ციტოკინინი აქტიური ზრდის პროცესში მყოფ ქსოვილებში წარმოიქმნება, განსაკუთრებით კი ფესვებში, ემბრიონებსა და ნაყოფში.
Cytokinins are produced in actively growing tissues, particularly in roots, embryos, and fruits.
570842.
Biology | Chapter XXXIX
ფესვებში წარმოქმნილი ციტოკინინი ქსილემის სითხეში გადაადგილდება და მიისწრაფვის სამიზნე ქსოვილებისკენ მცენარის ფესვიდან ვერტიკალურად აღმავალი მიმართულებით.
Cytokinins produced in the root reach their target tissues by moving up the plant in the xylem sap.
570843.
Biology | Chapter XXXIX
აუქსინთან ერთად ციტოკინინი ახდენს უჯრედის გაყოფის სტიმულაციას და გავლენას ახდენს დიფერენციაციის გზებზე.
Acting in concert with auxin, cytokinins stimulate cell division and influence the pathway of differentiation.
570844.
Biology | Chapter XXXIX
ქსოვილის კულტურაში ზრდის პროცესში მყოფ უჯრედებზე ციტოკინინის გავლენის შესწავლისას შესაძლებელი გახდა დაედგინათ ჰორმონთა კლასების ფუნქცია მცენარის დაუზიანებელ სტრუქტურაზე.
The effects of cytokinins on cells growing in tissue culture provide clues about how this class of hormones may function in an intact plant.
570845.
Biology | Chapter XXXIX
ციტოკინინის გარეშე, მცენარის ღეროდან პარენქიმული ქსოვილის ნაწილის ხელოვნურად შექმნის შედეგად უჯრედები იზრდება და დიდ ზომას აღწევენ, მაგრამ არ ხდება მათი დაყოფა.
When a piece of parenchyma tissue from a stem is cultured in the absence of cytokinins, the cells grow very large but do not divide.
570846.
Biology | Chapter XXXIX
მაგრამ ციტოკინინთან ერთად აუქსინის დამატების შედეგად, უჯრედები იყოფიან.
But if cytokinins are added along with auxin, the cells divide.
570847.
Biology | Chapter XXXIX
მხოლოდ ციტოკინინს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
Cytokinins alone have no effect.
570848.
Biology | Chapter XXXIX
უჯრედის დიფერენციაციის მართვა ციტოკინინისა და აუქსინის პროპორციული განაწილებით ხდება.
The ratio of cytokinin to auxin controls cell differentiation.
570849.
Biology | Chapter XXXIX
როდესაც ამ ორი ჰორმონის კონცენტრაცია სათანადო დოზითაა, უჯრედების დიდი ნაწილი აგრძელებს ზრდას, თუმცა რჩება არადიფერენცირებული უჯრედების ჯგუფი, რომელსაც ეწოდებათ კოჟრები.
When the concentrations of the two hormones are at the appropriate levels, the mass of cells continues to grow, but it remains a cluster of undifferentiated cells called a callus.
570850.
Biology | Chapter XXXIX
ციტოკინინის კონცენტრაციის გაზრდის შედეგად ყლორტები ზრდას იწყებს კოჟრებიდან.
If cytokinin levels are raised, shoot buds develop from the callus.
570851.
Biology | Chapter XXXIX
თუ აუქსინის კონცენტრაცია მოიმატებს ფორმირდება ფესვები.
If auxin levels are raised, roots form.
570852.
Biology | Chapter XXXIX
კენწრული დომინირების კონტროლი.
Control of Apical Dominance.
570853.
Biology | Chapter XXXIX
ციტოკინინი, აუქსინი და სხვა ფაქტორების ინტერაქციით ხდება კენწრული დომინირების კონტროლი.
Cytokinins, auxin, and other factors interact in the control of apical dominance.
570854.
Biology | Chapter XXXIX
დღემდე, პირდაპირი ინჰიბირების ჰიპოთეზას – კენწრული დომინირებისას ჰორმონალური რეგულაციის ახსნისთვის გამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით აუქსინი და ციტოკინინი ანტაგონისტურად მოქმედებდნენ გვერდითი კვირტების ზრდაზე.
Until recently, the leading hypothesis to explain the hormonal regulation of apical dominance-the direct inhibition hypothesis-proposed that auxin and cytokinin act antagonistically in regulating axillary bud growth.
570855.
Biology | Chapter XXXIX
ამ შეხედულების მიხედვით, აუქსინი გადაადგილდება კენწეროს ყლორტიდან ქვევით მიმართულებით, რაც აფერხებს გვერდითი ყლორტების ზრდას და იწვევს ყლორტის ლატერალური განტოტვის ხარჯზე დაგრძელებას.
According to this view, auxin transported down the shoot from the terminal bud directly inhibits axillary buds from growing, causing a shoot to lengthen at the expense of lateral branching.
570856.
Biology | Chapter XXXIX
ამავდროულად, ციტოკინინი შეაღწევს რა მცენარის ამონაყრის სისტემაში, უპირისპირდება აუქსინის რეაქციას, აძლევს რა ზრდის დაწყების სიგნალს გვერდით ყლორტებს.
Meanwhile, cytokinins entering the shoot system from roots counter the action of auxin by signaling axillary buds to begin growing.
570857.
Biology | Chapter XXXIX
აქედან გამომდინარე, აუქსინისა და ციტოკინინის კონცენტრაციას მიიჩნევდნენ გვერდითი ყლორტების გაზრდის აუცილებელ ფაქტორად.
Thus, the ratio of auxin and cytokinin was viewed as the critical factor in controlling axillary bud inhibition.
570858.
Biology | Chapter XXXIX
პირდაპირი ხელისშეშლის ჰიპოთეზა სხვადასხვა კვლევის შედეგებთან თანხვედრაშია.
Many observations are consistent with the direct inhibition hypothesis.
570859.
Biology | Chapter XXXIX
თუ კენწრულ ყლორტს – აუქსინის პირველად წყაროს მოვაცილებთ, ამით გვერდითი ყლორტების ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორები სცილდება მცენარეს და ის ბუჩქის ფორმას იღებს.
If the terminal bud, the primary source of auxin, is removed, the inhibition of axillary buds is removed, and the plant becomes bushier.
570860.
Biology | Chapter XXXIX
კვეთის ნაწილზე აუქსინის მოთავსებით ხელახლა იწყება ლატერალური ყლორტების ზრდის შეფერხება.
The application of auxin to the cut surface of the decapitated shoot resuppresses the growth of the lateral buds.