668042 Records found
571281.
Biology | Chapter XXXIX
მკვლევრებმა ეს პასუხი სითბური სტრესის მქონე ცხოველებსა და მიკროორგანიზმებშიც აღმოაჩინეს.
Researchers have also discovered this response in heat-stressed animals and microorganisms.
571282.
Biology | Chapter XXXIX
მაგალითად, სითბური შოკის ცილებია შაპერონები, რომლებიც სტრესს გადარჩენილ უჯრედებში დროებითი შემფუთველის როლს ასრულებენ და სხვა ცილების მათ ფუნქციურ ფორმებში ფოლდინგს უწყობენ ხელს.
Some heat-shock proteins are chaperone proteins, which function in unstressed cells as temporary scaffolds that help other proteins fold into their functional shapes.
571283.
Biology | Chapter XXXIX
სითბური შოკის ცილების როლში მყოფი ეს მოლეკულები, სავარაუდოდ მოიცავენ ფერმენტებს და სხვა ცილებს და ხელს უწყობენ დენატურაციის პრევენციას.
In their roles as heat-shock proteins, perhaps these molecules embrace enzymes and other proteins and help prevent denaturation.
571284.
Biology | Chapter XXXIX
სიცივის სტრესი.
Cold Stress.
571285.
Biology | Chapter XXXIX
ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც გარემოს ტემპერატურის დაცემისას აწყდებიან მცენარეები, არის ცვლილება უჯრედის მემბრანების თხევად შემადგენლობაში.
One problem plants face when the temperature of the environment falls is a change in the fluidity of cell membranes.
571286.
Biology | Chapter XXXIX
გაიხსენეთ მე-7 თავიდან, რომ ბიოლოგიური მემბრანა წარმოადგენს თხევად მოზაიკას, სადაც ცილები და ცხიმები ლატერალურად გადაადგილდება მემბრანის შრეში.
Recall from Chapter 7 that a biological membrane is a fluid mosaic, with proteins and lipids moving laterally in the plane of the membrane.
571287.
Biology | Chapter XXXIX
როდესაც მემბრანა გრილდება კრიტიკულ გრადუსამდე, იგი კარგავს თხევადობას, რადგანაც ცხიმები კრისტალიზებულ სტრუქტურებში იჭედება.
When a membrane cools below a critical point, it loses its fluidity as the lipids become locked into crystalline structures.
571288.
Biology | Chapter XXXIX
ეს ცვლის ხსნარის ტრანსპორტს მემბრანის გავლით და ასევე უარყოფითად მოქმედებს მემბრანის ცილების ფუნქციონირებაზე.
This alters solute transport across the membrane and also adversely affects the functions of membrane proteins.
571289.
Biology | Chapter XXXIX
მცენარე სიცივის სტრესზე რეაგირებს თავის მემბრანებში ცხიმების შემადგენლობის შეცვლით.
Plants respond to cold stress by altering the lipid composition of their membranes.
571290.
Biology | Chapter XXXIX
მაგალითად, მემბრანის ცხიმების წილი იზრდება უჯერ ცხიმოვან მჟავებში, რომელთა ფორმაც კრისტალების ფორმირების შეფერხებით, დაბალ ტემპერატურაზე თხევადობას უნარჩუნებს მემბრანებს.
For example, membrane lipids increase in their proportion of unsaturated fatty acids, which have shapes that help keep membranes fluid at lower temperatures by impeding crystal formation.
571291.
Biology | Chapter XXXIX
მემბრანის ასეთი მოლეკულური მოდიფიკაცია მოითხოვს დროს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მკვეთრად აცივება ზოგადად, მცენარეებისთვის უფრო სტრესულია, ვიდრე ჰაერის ტემპერატურის თანდათანობით დაცემა, რაც სეზონურად ხდება.
Such molecular modification of the membrane requires from several hours to days, which is one reason rapid chilling is generally more stressful to plants than the more gradual drop in air temperature that occurs seasonally.
571292.
Biology | Chapter XXXIX
სიცივის სტრესის უფრო მძიმე ფორმაა გაყინვა.
Freezing is a more severe version of cold stress.
571293.
Biology | Chapter XXXIX
ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე მცენარეთა უმრავლესობის უჯრედის კედლებზე და უჯრედშორის ადგილებში ფორმირდება ყინული.
At subfreezing temperatures, ice forms in the cell walls and intercellular spaces of most plants.
571294.
Biology | Chapter XXXIX
როგორც წესი, ბუნებაში არსებულ აგრილების სიჩქარის პირობებში ციტოზოლი არ იყინება, რადგანაც იგი შეიცავს მეტ გახსნილ ნივთიერებას, ვიდრე უჯრედის გარსში არსებული ყველაზე გაზავებული ხსნარი, და გახსნილი ნივთიერებები დაბლა სწევენ ხსნარის გაყინვის ტემპერატურას.
The cytosol generally does not freeze at the cooling rates encountered in nature because it contains more solutes than the very dilute solution found in the cell wall, and solutes depress the freezing point of a solution.
571295.
Biology | Chapter XXXIX
უჯრედის გარსში ყინულის ფორმირებით გამოწვეული თხევადი წყლის შემცირება ასუსტებს უჯრედშორისი წყლის პოტენციალს, რაც ციტოპლაზმიდან წყლის გადინებას იწვევს.
The reduction in liquid water in the cell wall caused by ice formation lowers the extracellular water potential, causing water to leave the cytoplasm.
571296.
Biology | Chapter XXXIX
ამის გამო, ციტოპლაზმაში იონური მარილების კონცენტრაციის ზრდა მავნებელია და შეუძლია უჯრედის სიკვდილის გამოწვევა.
The resulting increase in the concentration of ionic salts in the cytoplasm is harmful and can lead to cell death.
571297.
Biology | Chapter XXXIX
უჯრედის გადარჩენა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამძლეა იგი გაუწყლოვნებისადმი (დეჰიდრატაციისადმი).
Whether the cell survives depends to a large extent on how resistant it is to dehydration.
571298.
Biology | Chapter XXXIX
იმ არეალის მცენარეებს, სადაც მკაცრი ზამთარი იცის, განსაკუთრებული ადაპტაციის უნარი აქვთ, რაც მათ ყინვის სტრესის გადატანაში ეხმარება.
Plants that are native to regions where winters are cold have special adaptations that enable them to cope with freezing stress.
571299.
Biology | Chapter XXXIX
მაგალითად, ზამთრის დაწყებამდე ბევრი ყინვის ამტანი სახეობის მცენარის უჯრედები ზრდიან გარკვეული გახსნილი ნივთიერებების, მაგალითად, შაქრის ციტოპლაზმურ დონეებს, რომლებიც უკეთ ეგუებიან მაღალ კონცენტრაციებს და უჯრედშორისი გაყინვისას წყლის დაკარგვის შემცირებას უწყობენ ხელს.
For example, before the onset of winter, the cells of many frost tolerant species increase their cytoplasmic levels of specific solutes, such as sugars, that are better tolerated at high concentrations and that help reduce the loss of water from the cell during extracellular freezing.
571300.
Biology | Chapter XXXIX
მცენარეები თავს იცავენ მცენარიჭამიებისა და პათოგენებისგან.
Plants defend themselves against herbivores and pathogens.