მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571261.
ბიოლოგია | თავი XXXIX
უჯრედების ფერმენტული განადგურება ქმნის საჰაერო მილებს, რომლებიც „შნორკელივით“ მოქმედებენ, აწვდიან რა ჟანგბადს წყალქვეშა ფესვებს.
Enzymatic destruction of cells creates air tubes that function as "snorkels," providing oxygen to the submerged roots.
571262.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მარილის სტრესი.
Salt Stress.
571263.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ნიადაგში ნატრიუმის ქლორიდის ან სხვა მარილების სიჭარბე მცენარეებს ორი მიზეზით ემუქრება.
An excess of sodium chloride or other salts in the soil threatens plants for two reasons.
571264.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ჯერ ერთი, ნიადაგის ხსნარში წყლის პოტენციალის დაწევით, მარილს შეუძლია გამოიწვიოს წყლის დეფიციტი მცენარეში მაშინაც კი, როცა ნიადაგში წყალი საკმარისია.
First, by lowering the water potential of the soil solution, salt can cause a water deficit in plants even though the soil has plenty of water.
571265.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ნიადაგის ხსნარში წყლის პოტენციალი რაც უფრო ნეგატიური ხდება, წყლის პოტენციალის გრადიენტი ნიადაგიდან ფესვისაკენ იკლებს და ამის გამო, კლებულობს წყლის შეწოვა.
As the water potential of the soil solution becomes more negative, the water potential gradient from soil to roots is lowered, thereby reducing water uptake.
571266.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მარილიანი ნიადაგის მეორე პრობლემა ისაა, რომ ნატრიუმი და კიდევ რამდენიმე იონი მცენარეებისთვის მომწამვლელია, როცა მათი კონცენტრაცია შედარებით მაღალია.
The second problem with saline soil is that sodium and certain other ions are toxic to plants when their concentrations are relatively high.
571267.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფესვის უჯრედების სელექციურად გამტარი მემბრანები აბრკოლებენ ყველაზე მავნე იონების შეწოვას, მაგრამ ეს მხოლოდ ართულებს ხსნარებით მდიდარი ნიადაგიდან წყლის მიღების პრობლემას.
The selectively permeable membranes of root cells impede the uptake of most harmful ions, but this only aggravates the problem of acquiring water from soil that is rich in solutes.
571268.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ბევრი მცენარე ნიადაგის ზომიერ მარილიანობას პასუხობს იმით, რომ გამოყოფს ხსნარებს, რომლებიც მაღალი კონცენტრაციისადმი ამტანი არიან, ძირითადად ესაა ორგანული ნაერთები, რომლებიც უჯრედების წყლის პოტენციალს ნიადაგის ხსნარზე უფრო ნეგატიურად ინარჩუნებს და ამასთან, მარილის ტოქსიკურ რაოდენობას არ ატარებს.
Many plants can respond to moderate soil salinity by producing solutes that are well tolerated at high concentrations, mostly organic compounds that keep the water potential of cells more negative than that of the soil solution without admitting toxic quantities of salt.
571269.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მიუხედავად ამისა, მცენარეთა უმრავლესობა მარილის სტრესის პირობებში დიდხანს ვერ იარსებებს.
However, most plants cannot survive salt stress for long.
571270.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გამონაკლისს წარმოადგენს ჰალოფიტები, მარილისადმი ამტანი მცენარეები, ისეთი ადაპტაციებით, როგორიცაა მარილის ჯირკვლები.
The exceptions are halophytes, salt-tolerant plants with adaptations such as salt glands.
571271.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს გლანდები მარილს ფოთლის ეპიდერმისის გავლით გარეთ გაისვრის.
These glands pump salts out across the leaf epidermis.
571272.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სითბური სტრესი.
Heat Stress.
571273.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზედმეტმა სიცხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს და ბოლოს მოკლას მცენარე მისი ფერმენტების დენატურაციით ან მისი მეტაბოლიზმის სხვაგვარად დაზიანებით.
Excessive heat can harm and eventually kill a plant by denaturing its enzymes and damaging its metabolism in other ways.
571274.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ტრანსპირაციის ერთ-ერთი ფუნქციაა ევაპორაციული გაგრილება.
One function of transpiration is evaporative cooling.
571275.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, თბილ დღეს ფოთლის ტემპერატურა შეიძლება იყოს 3-10°C-ით დაბალი ჰაერის ტემპერატურაზე.
On a warm day, for example, the temperature of a leaf may be 3-10°C below the ambient air temperature.
571276.
ბიოლოგია | თავი XXXIX
რასაკვირველია, წყლის დეფიციტს ბევრ მცენარეში ცხელი და მშრალი ამინდიც იწვევს.
Of course, hot, dry weather also tends to cause water deficiency in many plants.
571277.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ სტრესის საპასუხოდ ბაგეების ხვრელის ჩაკეტვა წყალს ზოგავს, მაგრამ ამას ევაპორაციული გაგრილება ეწირება.
The closing of stomata in response to this stress conserves water but then sacrifices evaporative cooling.
571278.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს დილემა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძალზე ცხელ, მშრალ დღეები ასე ბევრი მცენარე იღუპება.
This dilemma is one of the reasons that very hot, dry days take such a toll on most plants.
571279.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეთა უმრავლესობას აქვს დამატებითი პასუხი, რომელიც მათ სითბური სტრესის გადატანაში ეხმარება.
Most plants have a backup response that enables them to survive heat stress.
571280.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარკვეული ტემპერატურის – ზომიერი კლიმატის მცენარეთა უმრავლესობისთვის დაახლოებით 40°C-ის ზემოთ, მცენარის უჯრედები იწყებენ შედარებით დიდი რაოდენობით სპეციალური ცილების, სახელად სითბური შოკის ცილების სინთეზს.
Above a certain temperature-about 40°C for most plants that inhabit temperate regions-plant cells begin synthesizing relatively large quantities of special proteins called heat-shock proteins.