668042 Records found
571861.
Biology | Chapter XL
ჰიპოთალამუსი შეიცავს ნერვული უჯრედების ჯგუფებს, რომლებიც თერმოსტატივით მოქმედებს, რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე და მის გადახრაზე ოპტიმალური წერტილიდან, იმ მექანიზმის გააქტიურებით, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას ან გაცემას.
The hypothalamus contains a group of nerve cells that function as a thermostat, responding to changes in body temperature above or below a set point by activating mechanisms that promote heat loss or gain.
571862.
Biology | Chapter XL
ტემპერატურის ცვლილებისადმი მგრძნობიარე ნერვული უჯრედები განლაგებულია კანში, საკუთრივ ჰიპოთალამუსში და სხეულის სხვა უბნებში.
Nerve cells that sense temperature are in the skin, in the hypothalamus itself, and in several other body regions.
571863.
Biology | Chapter XL
როდესაც ტემპერატურა მატულობს, სითბოს რეცეპტორები სიგნალს აგზავნიან ჰიპოთალამუსში არსებულ „თერმოსტატში”, ხოლო ტემპერატურის კლების შესახებ ინფორმაციას სიცივის რეცეპტორები აგზავნიან.
Warm receptors signal the hypothalamic thermostat when temperatures increase, cold receptors signal temperature decrease.
571864.
Biology | Chapter XL
თუ სხეულის ტემპერატურა ნორმის ქვევით ეცემა, თერმოსტატი თრგუნავს სითბოს გაცემის მექანიზმს და ააქტიურებს სითბოს შენარჩუნების მექანიზმებს, მაგალითად, ზედაპირული სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქციას და ბეწვის ყალყზე დადგომას, ამავდროულად ხდება სითბოს გამომყოფი მექანიზმის აქტივაცია - კანკალი, კანკალის გარეშე თერმოგენეზი.
At body temperatures below the normal range, the thermostat inhibits heat loss mechanisms and activates heat-saving ones, such as vasoconstriction of superficial vessels and erection of fur, while stimulating heat-generating mechanisms, shivering and nonshivering thermogenesis.
571865.
Biology | Chapter XL
თუ სხეულის ტემპერატურა მატულობს, თერმოსტატი კეტავს სითბოს შენახვის მექანიზმებს და ხელს უწყობს სხეულის გაგრილებას ვაზოდილატაციის, ოფლის ან რხევის საშუალებით.
In response to elevated body temperature, the thermostat shuts down heat retention mechanisms and promotes body cooling by vasodilation, sweating, or panting.
571866.
Biology | Chapter XL
თერმოსტატი ასევე პასუხობს სხეულის პერიფერიაში მომხდარ ცვლილებებზე მაშინაც კი, როდესაც სხეულის ცენტრში ტემპერატურა არ იცვლება.
The thermostat can also respond to external temperature even without changes in body core temperature.
571867.
Biology | Chapter XL
ტემპერატურის ცვლილებისადმი შეგუება.
Adjustment to Changing Temperatures.
571868.
Biology | Chapter XL
მრავალ ცხოველს შეუძლია შეეგუოს ტემპერატურის ახალ დიაპაზონს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, ამ ფიზიოლოგიურ პასუხს აკლიმატიზაცია ეწოდება.
Many animals can adjust to a new range of environmental temperatures over a period of days or weeks, a physiological response called acclimatization.
571869.
Biology | Chapter XL
ექტოთერმული და ენდოთერმული ცხოველები გადიან აკლიმატიზაციას, თუმცა სხვადასხვაგვარად.
Both ectotherms and endotherms acclimatize but in different ways.
571870.
Biology | Chapter XL
ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში აკლიმატიზაციის დროს ხდება იზოლაციის ხარისხის ცვლილება - ზამთარში უფრო სქელი საფარველის, ბუმბულის ან ბეწვის წარმოქმნა და მისი შეთხელება ზაფხულში.
In birds and mammals, acclimatization often includes adjusting the amount of insulation by growing a thicker coat of fur in the winter and shedding it in the summer.
571871.
Biology | Chapter XL
ზოგ შემთხვევაში სეზონების მიხედვით იცვლება მეტაბოლური სითბოს წარმოქმნის შესაძლებლობა.
Sometimes it varies the capacity for metabolic heat production in different seasons.
571872.
Biology | Chapter XL
ეს ცვლილებები უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას ცივ და თბილ სეზონებზე ენდოთერმულ ცხოველებში.
These changes help endotherms keep a constant body temperature in both warm and cold seasons.
571873.
Biology | Chapter XL
ექტოთერმულ ცხოველებში აკლიმატიზაციის დროს ხდება ტემპერატურული ცვლილებების კომპენსირება.
Acclimatization in ectotherms involves compensating for changes in temperature.
571874.
Biology | Chapter XL
ეს ცვლილებები ძლიერ მოქმედებს ცხოველის ფიზიოლოგიასა და ტემპერატურული ტოლერანტულობაზე.
These adjustments can strongly affect physiology and temperature tolerance.
571875.
Biology | Chapter XL
მაგალითად, ზაფხულის აკლიმატიზაციის შემდეგ, ზოგმა ლოქომ შეიძლება გაუძლოს 36°C-მდე წყლის ტემპერატურას, მაგრამ ამ დროს ვერ იფუნქციონირებს ცივ წყალში.
For example, summer-acclimatized bullhead catfish can survive water temperatures up to 36°C but cannot function in cold water.
571876.
Biology | Chapter XL
აკლიმატიზაცია ექტოთერმულ ცხოველებში, როგორც წესი, უჯრედის დონეზე ხდება.
Acclimatization responses in ectotherms often include adjustments at the cellular level.
571877.
Biology | Chapter XL
უჯრედებში იზრდება გარკვეული ფერმენტების გამომუშავება, რომლებსაც ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ, მაგრამ სხვადასხვა ტემპერატურაზე მოქმედებენ.
Cells may increase the production of certain enzymes or produce variants of enzymes that have the same function but different optimal temperatures.
571878.
Biology | Chapter XL
მემბრანებს შეუძლია, შეცვალონ მათში შემავალი ნაჯერი და უჯერი ცხიმის შეფარდება, ამის შედეგად შედეგად ისინი ინარჩუნებენ თხიერ მდგომარეობას განსხვავებულ ტემპერატურაზე.
Membranes may also change the proportions of saturated and unsaturated lipids they contain, which helps keep membranes fluid at different temperatures.
571879.
Biology | Chapter XL
ზოგი ექტოთერმული ცხოველი უარყოფით ტემპერატურაზე თავს იცავს ე.წ. „ანტიფრიზი” სტრუქტურის წარმოქმნის საშუალებით, რომელიც ხელს უშლის უჯრედის შიგთავსის გაყინვას.
Some ectotherms that experience subzero body temperatures protect themselves by producing "antifreeze" compounds that prevent ice formation in the cells.
571880.
Biology | Chapter XL
არქტიკულ რაიონებში ან მთის ცივ მწვერვალებზე მობინადრე ექტოთერმული ცხოველების ორგანიზმის სითხეებში გაყინვის საწინააღმდეგო ნივთიერებები (კრიოპროტექტანტები) წარმოიქმნება, რომლებიც ცხოველებს გამოზამთრების საშუალებას აძლევს, აგალითად, ზოგ ბაყაყებში და მრავალ ფეხსახსრიანებში და მათ კვერცხში, რომლებსაც შეუძლიათ 0°С-ზე დაბალ ტემპერატურას გაუძლონ.
In arctic regions or on cold mountain peaks, cryoprotectants in the body fluids let overwintering ectotherms, such as some frogs and many arthropods and their eggs, withstand body temperatures considerably below zero.