მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571841.
ბიოლოგია | თავი XL
ფუტკრები აკონტროლებენ სკის ტემპერატურასაც, სიცხეში მათ სკაში წყალი მოაქვთ და ფრთების სწრაფი მოძრაობით, რაც ხელს უწყობს ევაპორაციას და კონვექციას, აგრილებენ სკას.
Honeybees also control the temperature of their hive by transporting water to it in hot weather and fanning with their wings, which promotes evaporation and convection.
571842.
ბიოლოგია | თავი XL
ამგვარად, ფუტკრების კოლონია თერმორეგულაციისთვის იყენებს ისეთ მექანიზმებს, რომელთა განხორციელებას ერთეული ინდივიდები ვერ შეძლებდნენ.
Thus, a honeybee colony uses many of the mechanisms of thermoregulation seen in single organisms.
571843.
ბიოლოგია | თავი XL
ჩვეულებრივ, ენდოთერმული ცხოველები ინარჩუნებენ გარემოზე მაღალ სხეულის ტემპერატურას, ამიტომ მათ უნდა შეეძლოთ სითბოს კარგვის თავიდან აცილება.
Because endotherms generally maintain body temperatures considerably warmer than the environment, they must counteract constant heat loss.
571844.
ბიოლოგია | თავი XL
ენდოთერმული ცხოველები ცვლიან წარმოქმნილი სითბოს რაოდენობას იმისათვის, რომ არ მოხდეს სითბოს კარგვა.
Endotherms can vary heat production to match changing rates of heat loss.
571845.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, სითბოს წარმოქმნა იზრდება კუნთების ისეთი მოქმედებების დროს, როგორიც არის მოძრაობა ან კანკალი.
For example, heat production is increased by such muscle activity as moving or shivering.
571846.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგ ძუძუმწოვრებში გარკვეულ ჰორმონებს შეუძლიათ გამოიწვიონ მიტოქონდრიის აქტივობის ზრდა და სითბოს გამოყოფა ატფ-ის გამოყოფის ნაცვლად.
In some mammals, certain hormones can cause mitochondria to increase their metabolic activity and produce heat instead of ATP.
571847.
ბიოლოგია | თავი XL
თერმოგენეზისს კანკალის გარეშე (NST) ადგილი აქვს მთელს სხეულში, თუმცა ზოგ ძუძუმწოვრებს აქვთ სპეციალური ქსოვილი - ყავისფერი ცხიმი კისერსა და ბეჭებში, რომელთა ფუნქცია სითბოს სწრაფი წარმოქმნაა.
This nonshivering thermogenesis (NST) takes place throughout the body, but some mammals also have a tissue called brown fat in the neck and between the shoulders that are specialized for rapid heat production.
571848.
ბიოლოგია | თავი XL
კანკალისა და კანკალის გარეშე თერმოგენეზისის (სითბოს წარმოქმნის) საშუალებით ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს შეუძლიათ სიცივეში უფრო მეტი მეტაბოლური სითბო გამოიმუშაონ, ისინი სითბოს გამომუშავებას 5-10-ჯერ ზრდიან თბილი ამინდის დროს გამომუშავებული სითბოსთან შედარებით.
Through shivering and NST, mammals and birds in cold environments can increase their metabolic heat production by as much as five to ten times the minimal levels that occur in warm conditions.
571849.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, მცირე ზომის წიწკანას მსგავს ფრინველს, რომელიც 20 გრამს იწონის, შეუძლია შეინარჩუნოს აქტივობა და 40°C სხეულის ტემპერატურა მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა 40°C-ზე დაბალია იმ შემთხვევაში, თუ მას საკმარისი საკვები ექნება.
For example, small birds called chickadees, which weigh only 20 g, can remain active and hold body temperature nearly constant at 40°C in environmental temperatures as low as -40°C-as long as they have enough food.
571850.
ბიოლოგია | თავი XL
რამდენიმე დიდი ზომის ქვეწარმავალი ენდოთერმული ხდება გარკვეულ პირობებში.
A few large reptiles become endothermic in particular circumstances.
571851.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, მდედრი პითონი კვერცხის ინკუბაციის დროს ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს კანკალის საშუალებით, ამ დროს გამომუშავდება საკმარისი სითბო, რომ მისი სხეულისა და კვერცხის ტემპერატურა 5-7°C-ს აღემატება გარემოს ტემპერატურას რამდენიმე კვირის განმავლობაში.
For example, female pythons that are incubating eggs increase their metabolic rate by shivering, generating enough heat to keep their body (and egg) temperatures 5-7°C warmer than the surrounding air for weeks at a time.
571852.
ბიოლოგია | თავი XL
ამ დროებითი ენდოთერმულობის დროს საგრძნობლად დიდი ოდენობის ენერგიის მოხმარება ხდება.
This temporary endothermy consumes considerable energy.
571853.
ბიოლოგია | თავი XL
მეცნიერები დღემდე განაგრძობენ კამათს იმის თაობაზე, იყო თუ არა დინოზავრების ზოგიერთი ჯგუფი ენდოთერმული.
Researchers continue to debate whether certain groups of dinosaurs were endothermic.
571854.
ბიოლოგია | თავი XL
როგორც ადრე აღინიშნა, მფრინავი მწერების მრავალი სახეობა, ფუტკრები, ღამის პეპლები, ბაზები - ენდოთერმულები არიან.
As mentioned earlier, many species of flying insects, such as bees and moths, are endothermic.
571855.
ბიოლოგია | თავი XL
ენდოთერმული მწერების შესაძლებლობა - აიმაღლონ სხეულის ტემპერატურა, დამოკიდებულია ძლიერ საფრენ კუნთებზე, რომლებიც მუშაობის დროს დიდი რაოდენობით სითბოს გამოიმუშავებენ.
The capacity of such endothermic insects to elevate body temperature depends on powerful flight muscles, which generate large amounts of heat when operating.
571856.
ბიოლოგია | თავი XL
აფრენამდე მრავალი ენდოთერმული მწერი იყენებს კანკალს გახურებისთვის.
Many endothermic insects use shivering to warm up before taking off.
571857.
ბიოლოგია | თავი XL
გახურებულ საფრენ „ძრავებში” ქიმიური რეაქციების, და აქედან გამომდინარე, უჯრედული სუნთქვის სისწრაფე იზრდება, რაც მწერებს საშუალებას აძლევს, იფრინონ ცივ დღეებში და ღამეებში.
Chemical reactions, and hence cellular respiration, speed up in the warmed-up flight "motors," enabling these insects to fly even on cold days or at night.
571858.
ბიოლოგია | თავი XL
უკუკავშირი თერმორეგულაციის დროს.
Feedback Mechanisms in Thermoregulation.
571859.
ბიოლოგია | თავი XL
სხეულის ტემპერატურის რეგულაცია ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკუკავშირები.
The regulation of body temperature in humans and other mammals is a complex system facilitated by feedback mechanisms.
571860.
ბიოლოგია | თავი XL
ნერვული უჯრედები, რომლებიც თერმორეგულაციის და ჰომეოსტაზის მრავალ სხვა ასპექტს აკონტროლებენ, კონცენტრირებულნი არიან ტვინის რეგიონში, ჰიპოთალამუსში (დეტალურად განხილულია 48-ე თავში).
Nerve cells that control thermoregulation, as well as those that control many other aspects of homeostasis, are concentrated in a region of the brain called the hypothalamus (discussed in detail in Chapter 48).