მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571881.
ბიოლოგია | თავი XL
კრიოპროტექტანტები ნაპოვნია აგრეთვე არქტიკის და ანტარქტიკის ზღვების თევზებში, სადაც წყლის ტემპერატურა შესაძლებელია იყოს -1,8°С, რაც სხეულის სითხეების გაყინვის ტემპერატურაზე დაბალია.
Cryoprotectants are also found in certain species of fishes from arctic and antarctic seas, where water temperatures can be as cold as -1.8°C, well below the freezing point of unprotected body fluids.
571882.
ბიოლოგია | თავი XL
ხშირ შემთხვევებში უჯრედი სწრაფად ეგუება ტემპერატურულ ცვლილებებს.
Cells can often make rapid adjustments to temperature changes.
571883.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, ლაბორატორიაში გაზრდილი ძუძუმწოვრების უჯრედული კულტურის უჯრედები პასუხობენ ტემპერატურის მნიშვნელოვან გაზრდაზე სპეციფიკური მოლეკულების დაგროვებით, რომლებსაც სტრესის გამომწვევი ცილები ეწოდება, მათ შორის ე.წ. სითბური შოკის ცილებიც.
For example, mammalian cells grown in laboratory cultures respond to a marked increase in temperature and to other forms of severe stress by accumulating molecules called stress-induced proteins, including heat-shock proteins.
571884.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც უჯრედები 37°С-დან 43°С-მდე ტემპერატურის აწევით გამოწვეული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, იწყებენ სითბური შოკის ცილების სინთეზს.
Within minutes of being "shocked" by a rapid change in temperature from 37°C to about 43°C, cultured mammalian cells begin synthesizing heat-shock proteins.
571885.
ბიოლოგია | თავი XL
ეს მოლეკულები ხელს უწყობენ უჯრედის ცილების შენარჩუნებას, რომლებიც სხვა შემთხვევაში დაიშლებოდნენ.
These molecules help maintain the integrity of other proteins that would be denatured by severe heat.
571886.
ბიოლოგია | თავი XL
სტრესის გამომწვევი ცილები ნაპოვნია ბაქტერიებში, საფუარში, მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებში.
Found in bacteria, yeasts, and plant cells, as well as in animals.
571887.
ბიოლოგია | თავი XL
შოკის ცილები იცავენ უჯრედებს განადგურებისგან მაშინ, როდესაც ორგანიზმში უჯრედის შიგთავსზე მოქმედი ძლიერი ცვლილებები ხდება.
Stress-induced proteins help prevent cell death when an organism is challenged by severe changes in the cellular environment.
571888.
ბიოლოგია | თავი XL
უძრაობა და ენერგიის შენარჩუნება.
Torpor and Energy Conservation.
571889.
ბიოლოგია | თავი XL
მიუხედავად მრავალი ადაპტაციისა, რომელიც ცხოველებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში ეხმარება, დროდადრო ისინი იმდენად ძლიერი ცვლილებების წინაშე ხვდებიან, რომ უჭირთ სითბოს, ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის ბიუჯეტების რეგულირება.
Despite their many adaptations for homeostasis, animals may occasionally encounter conditions that severely challenge their abilities to balance heat, energy, and materials budgets.
571890.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, წლის განსაზღვრულ სეზონზე (ან დღის გარკვეულ დროს) ტემპერატურა შეიძლება იყოს ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი, ან საკვები იმდენად მწირი.
For example, at certain seasons of the year (or certain times of day), temperatures may be extremely hot or cold, or food may be unavailable.
571891.
ბიოლოგია | თავი XL
ადაპტაცია, რომელიც ცხოველებს მძიმე პირობებში ენერგიის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს, არის არის ე.წ. „უმოძრაობა,” ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროს მეტაბოლიზმის სიჩქარე ძალზე კლებულობს.
An adaptation that enables animals to save energy while avoiding difficult and dangerous conditions is torpor, a physiological state in which activity is low and metabolism decreases.
571892.
ბიოლოგია | თავი XL
ჰიბერნაცია (ზამთრის ძილქუში) არის ხანგრძლივი უმოძრაობა, ადაპტაცია ზამთრის სიცივისა და საკვების სიმცირისადმი.
Hibernation is a long-term torpor that is an adaptation to winter cold and food scarcity.
571893.
ბიოლოგია | თავი XL
როდესაც ხერხემლიან ენდოთერმებს (ფრინველებს და ძუძუმწოვრებს) უმოძრაობის, ანუ ჰიბერნაციის პერიოდი ეწყებათ, მათი სხეულის ტემპერატურა ეცემა, ფაქტობრივად „გამოირთვება” მათი სხეულის თერმოსტატი.
When vertebrate endotherms (birds and mammals) enter torpor or hibernation, their body temperatures decline, in effect, their body's thermostat is turned down.
571894.
ბიოლოგია | თავი XL
ტემპერატურის დაცემა ძალზე საგრძნობი შეიძლება იყოს.
The temperature reduction may be dramatic.
571895.
ბიოლოგია | თავი XL
მეტაბოლიზმის დაბალი სიჩქარის და ნაკლების სითბოს წარმოქმნის შედეგად შენარჩუნებული ენერგია ძალზე მნიშვნელოვანია, ჰიბერნაციის დროს ცხოველი ხარჯავს რამდენიმე ასეულით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე მაშინ, როდესაც ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას 36-38°С.
The resulting energy savings due to lower metabolic rate and less heat produc tion are huge; metabolic rates during hibernation can be several hundred times lower than if the animal attempted to maintain normal body temperatures of 36-38°C.
571896.
ბიოლოგია | თავი XL
ამის გამო, იმ ცხოველებს, რომლებსაც ჰიბერნაცია ახასიათებთ, შეუძლიათ გადარჩნენ არახელსაყრელ პირობებშიც და მოიხმარონ მცირეოდენი ენერგია, რომელიც დამარაგებულია სხეულის ქსოვილებში ან სოროში შენახულ საკვებში.
This allows hibernators to survive for very long periods on limited supplies of energy stored in the body tissues or as food cached in a burrow.
571897.
ბიოლოგია | თავი XL
ზოგიერთი სახეობის თრია საყვარელი საკვლევი მოდელია ბიოლოგებისთვის, რომლებიც ჰიბერნაციას სწავლობენ.
Certain ground squirrels are favourite research models for biologists studying the physiology of hibernation.
571898.
ბიოლოგია | თავი XL
მაგალითად, ბელდინგის თრია (Spermophilus beldingi) ბინადრობს კალიფორნიის მაღალმთიანეთში, იგი აქტიურია მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას 37°С, ხოლო მეტაბოლიზმის სიჩქარეს 85კკალ/დღეში.
For example, a Belding's ground squirrel (Spermophilus beldingi) living in the high mountains of California is active only during spring and summer, when it maintains a body temperature of about 37°C and a metabolic rate of about 85 kcal per day.
571899.
ბიოლოგია | თავი XL
სექტემბერში ეს ცხოველი თავს აფარებს უსაფრთხო სოროს, სადაც იგი 8 თვეს ატარებს ჰიბერნაციაში.
In September, the squirrel retreats to a safe burrow where it spends the next eight months hibernating.
571900.
ბიოლოგია | თავი XL
თრიას სხეულის ტემპერატურა ოდნავ აღემატება სოროში არსებულ ტემპერატურას, რომელიც შეიძლება ნული გრადუსიც კი იყოს, მისი მეტაბოლიზმის სიჩქარე ექსტრემალურად დაბალია.
The squirrel's body temperature is only slightly above burrow temperature which may be close to freezing, and its metabolic rate is extremely low.