668042 Records found
573241.
Biology | Chapter XLIII
უმეტეს შემთხვევაში, ლიმფოციტებს, რომლებსაც სხეულში უკვე არსებული მოლეკულების მიმართ აქვთ რეცეპტორები ან აპოპტოზის გზით იღუპებიან, ან უფუნქციოებად გარდაიქმნებიან, და ამგვარად, მხოლოდ ის ლიმფოციტები რჩება, რომლებიც საკუთარი მოლეკულების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
For the most part, lymphocytes bearing receptors specific for molecules already present in the body are either destroyed by apoptosis or rendered nonfunctional, leaving only lymphocytes that react to nonself molecules.
573242.
Biology | Chapter XLIII
ეს უნარი, განასხვაონ საკუთარი სხვისგან, განვითარებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც უჯრედები ლიმფოიდური ორგანოსკენ მიგრირებენ.
This capacity to distinguish self from nonself continues to develop even as the cells migrate to lymphoid organs.
573243.
Biology | Chapter XLIII
ასე რომ, სხეულს, ჩვეულებრივ არ აქვს მომწიფებული ლიმფოციტები, რომლებიც საკუთარ კომპონენტებზე რეაგირებენ.
Thus, the body normally has no mature lymphocytes that react against self-components.
573244.
Biology | Chapter XLIII
იმუნურ სისტემას უმნიშვნელოვანესი თვისება ახასიათებს - საკუთრის მიმართ ტოლერანტობა.
The immune system exhibits the critical feature of self-tolerance.
573245.
Biology | Chapter XLIII
საკუთარის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევს, მაგალითად, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი.
Failure of self-tolerance can lead to autoimmune diseases such as multiple sclerosis.
573246.
Biology | Chapter XLIII
ლიმფოციტების კლონური შერჩევა.
Clonal Selection of Lymphocytes.
573247.
Biology | Chapter XLIII
ხსნადი ან სხეულის მაინფიცირებელი მიკრობის ზედაპირზე, ან სიმსივნურ უჯრედზე მყოფი ანტიგენი შემთხვევით ეჩეხება სხეულში არსებული B და T უჯრედების დიდ რეპერტუარს.
A soluble antigen or an antigen present on the surface of a microbe, infected body cell, or cancer cell encounters a large repertoire of B cells and T cells in the body.
573248.
Biology | Chapter XLIII
მოცემული ანტიგენი უკავშირდება ლიმფოციტების შედარებით მხოლოდ მცირე რიცხვს, რომელსაც ეპიტოპის სპეციფიკური რეცეპტორი აქვს.
However, a given antigen interacts only with the relatively few lymphocytes bearing receptors specific for epitopes on that antigen.
573249.
Biology | Chapter XLIII
B ან T უჯრედების შერჩევა ანტიგენით, ააქტიურებს ლიმფოციტს და ასტიმულირებს მის მრავალჯერად გაყოფასა და დიფერენცირებას, რის შედეგადაც შვილეული უჯრედების ორი კლონი ყალიბდება.
The selection of a B cell or T cell by an antigen activates the lymphocyte, stimulating it to divide many times and to differentiate, forming two clones of daughter cells.
573250.
Biology | Chapter XLIII
ერთი კლონი შედგება ხანმოკლე სიცოცხლის ეფექტორული უჯრედებისგან, რომელიც ანტიგენს ებრძვიან.
One clone consists of a large number of short-lived effector cells that combat the same antigen.
573251.
Biology | Chapter XLIII
ეფექტორული უჯრედების ბუნება და ფუნქცია დამოკიდებულია იმაზე, შერჩეული ლიმფოციტი T ჰელპერია, ციტოტოქსიკური T უჯრედია თუ B უჯრედია.
The nature and function of the effector cells depend on whether the lymphocyte selected is a helper T cell, a cytotoxic T cell, or a B cell.
573252.
Biology | Chapter XLIII
მეორე კლონი შედგება ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის მქონე მეხსიერების უჯრედებისგან, რომლებსაც იმავე გამომწვევი ანტიგენის მიმართ სპეციფიკური რეცეპტორი აქვთ.
The other clone consists of memory cells, long-lived cells bearing receptors specific for the same inducing antigen.
573253.
Biology | Chapter XLIII
ეს ანტიგენმაპრეზენტირებელი ლიმფოციტების კლონირება კლონური გადარჩევის სახელით არის ცნობილი.
This antigen-driven cloning of lymphocytes is called clonal selection.
573254.
Biology | Chapter XLIII
კლონური გადარჩევისას კონცეფცია ფუნდამენტურია შეძენილი იმუნიტეტის გასაგებად.
The concept of clonal selection is fundamental to understanding acquired immunity.
573255.
Biology | Chapter XLIII
ყოველი ანტიგენი, სპეციფიკურ რეცეპტორთან დაკავშირების გზით, შერჩევითად ააქტიურებს სხეულის მრავალფეროვანი ლიმფოციტური ავზის უჯრედების უმცირეს ფრაქციას.
Each antigen, by binding to specific receptors, selectively activates a tiny fraction of cells from the body's diverse pool of lymphocytes.
573256.
Biology | Chapter XLIII
ეს შედარებით მცირე რაოდენობის შერჩეული უჯრედები დასაბამს აძლევს ათასობით უჯრედს, რომელიც მოცემული ანტიგენის განადგურებისკენ არის მიმართული და მის მიმართ მაღალი სპეციფიკურობით გამოირჩევა.
This relatively small number of selected cells gives rise to clones of thousands of cells, all specific for and dedicated to eliminating that antigen.
573257.
Biology | Chapter XLIII
ლიმფოციტების შერჩევითი პროლიფერაცია და დიფერენცირება, რომელსაც პირველად ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სხეული განსაზღვრული ტიპის ანტიგენს შეეჯახება, წარმოადგენს პირველად იმუნურ პასუხს.
The selective proliferation and differentiation of lymphocytes that occurs the first time the body is exposed to a particular antigen represents the primary immune response.
573258.
Biology | Chapter XLIII
პირველად პასუხში, მაქსიმალური ეფექტორული პასუხი არ ვლინდება, სანამ ანტიგენთან პირველადი შეხებიდან 10-17 დღე არ გავა.
In the primary response, the maximum effector response does not occur until about 10 to 17 days after the initial exposure to the antigen.
573259.
Biology | Chapter XLIII
ამ დროის განმავლობაში, შერჩეული B უჯრედები წარმოქმნიან ანტისხეულების გამომყოფ B უჯრედებს, რომლებსაც პლაზმური უჯრედები ეწოდებათ და შერჩეული T უჯრედები აქტივდებიან მათ ეფექტორულ ფორმამდე, რომლებსაც განსხვავებული ფუნქციები აკისრიათ.
During this time, selected B cells generate antibody-secreting effector B cells, called plasma cells, and selected T cells are activated to their effector forms, which have distinct functions.
573260.
Biology | Chapter XLIII
სანამ ეს ეფექტორული უჯრედები განვითარების პროცესში არიან, ინდივიდი, რომელზეც ანტიგენმა იმოქმედა, შეიძლება დაავადდეს.
While these effector cells are developing, a stricken individual may become ill.