668042 Records found
573221.
Biology | Chapter XLIII
შეფასებებმა აჩვენა, რომ ყოველ ადამიანს 1 მილიონზე მეტი განსხვავებული B და 10 მილიონზე მეტი განსხვავებული T უჯრედი აქვს, თითოეული ხასიათდება განსაზღვრული ანტიგენდამაკავშირებელი სპეციფიკურობით.
It is estimated that each person has as many as 1 million different B cells and 10 million different T cells, each with a particular antigen-binding specificity.
573222.
Biology | Chapter XLIII
ასე რომ, ჩვენი ლიმფოციტების რეპერტუარს შეუძლია უპასუხოს ანტიგენების უსაზღვრო რაოდენობას.
Thus, our repertoire of lymphocytes can respond to an enormous number of different antigens.
573223.
Biology | Chapter XLIII
ლიმფოციტების მრავალფეროვნების ცენტრში არის უნიკალური გენები, რომლებიც ანტიგენის რეცეპტორების ჯაჭვს აკოდირებენ.
At the core of lymphocyte diversity are the unique genes that encode the antigen receptor chains.
573224.
Biology | Chapter XLIII
ეს გენები შედგება უამრავი მაკოდირებელი გენის სეგმენტისგან, რომლებიც მუდმივად განიცდიან შემთხვევით გადაწყობას და ქმნიან ისეთ ფუნქციურ გენებს, რომლებიც შესაძლოა ისე ექსპრესირდნენ, როგორც რეცეპტორული ჯაჭვები.
These genes consist of numerous coding gene segments that undergo random, permanent rearrangement, forming functional genes that can be expressed as receptor chains.
573225.
Biology | Chapter XLIII
აქ ჩვენ ფოკუსს გავაკეთებთ გენებზე, რომლებიც B უჯრედების რეცეპტორების მსუბუქ ჯაჭვს აკოდირებს (მემბრანული იმუნოგლობულინი), მაგრამ უნდა დაიმახსოვროთ, რომ მძიმე ჯაჭვის გენები და T უჯრედების α და β ჯაჭვის გენები მსგავს გადაწყობას განიცდიან.
We will focus on the gene coding for the light chain of the B cell receptor (membrane immunoglobulin), but keep in mind that the genes for the heavy chain and for the a and B chains of the T cell receptor undergo similar rearrangements.
573226.
Biology | Chapter XLIII
B უჯრედების მძიმე და მსუბუქი ჯაჭვები და გამოყოფილი ანტისხეულები ერთი და იმავე გენით კოდირდება, მათ იმუნოგლობულინურ (Ig) გენებს უწოდებენ.
The light and heavy chains of the B cell receptor and of secreted antibodies are encoded by the same genes, called immunoglobulin (Ig) genes.
573227.
Biology | Chapter XLIII
იმუნოგლობულინის მსუბუქი ჯაჭვის გენი შეიცავს ცვალებად 40 (V) გენის სეგმენტს, რომლებიც 5 შემაერთებელი (J) სეგმენტის შემცველი გრძელი დნმ-ის უბნით არის გამოცალკევებული.
The immunoglobulin light-chain gene contains a series of 40 variable (V) gene segments separated by a long stretch of DNA from 5 joining (J) gene segments.
573228.
Biology | Chapter XLIII
გენების სეგმენტები ინტრონებია, რომლებსაც მოჰყვება ცალკეული მოუნიშნავი ეგზონები, რამდენადაც ისინი მსუბუქი ჯაჭვის მუდმივ უბანს აკოდირებენ.
Beyond the gene segments is an intron, followed by a single exon because it codes for the constant region of the light chain.
573229.
Biology | Chapter XLIII
ამ მდგომარეობაში, მსუბუქი ჯაჭვის გენი არაფუნქციონირებადია.
In this state, the light-chain gene is not functional.
573230.
Biology | Chapter XLIII
თუმცა, B უჯრედის განვითარების ადრეულ სტადიაზე, ფერმენტთა ჯგუფი, რომლებსაც ერთად რეკომბინაზებს უწოდებენ, ერთ V გენის სეგმენტს აკავშირებს ერთ J გენის სეგმენტთან, ჭრის მათ შორის დნმ-ის გრძელ მონაკვეთს და ქმნის ერთ ეგზონს რომელიც V და J-ს ნაწილია.
However, early in B cell development, a set of enzymes collectively called recombinase links one V gene segment to one J gene segment, eliminating the long stretch of DNA between them and forming a single exon that is part V and part J.
573231.
Biology | Chapter XLIII
რეკომბინაზა შემთხვევითად მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია დააკავშიროს 40 V გენის ნებისმიერი სეგმენტი J გენის 5 ნებისმიერ სეგმენტთან.
Recombinase acts randomly, that is, it can link any one of the 40 V gene segments to any one of the 5 J gene segments.
573232.
Biology | Chapter XLIII
ასე რომ, მსუბუქი ჯაჭვის გენისთვის არსებობს გენის 200 შესაძლო პროდუქტი.
So, for the light-chain gene, there are 200 possible gene products.
573233.
Biology | Chapter XLIII
ყოველ ცალკეულ უჯრედში, ამ შესაძლო 200-დან მხოლოდ ერთი მსუბუქი ჯაჭვი წარმოიქმნება.
In any one cell, however, only one of the 200 possible light chains is made.
573234.
Biology | Chapter XLIII
როდესაც V –J გადაწყობა ხდება, შეიძლება გენის ტრანსკრიფცია წარიმართოს.
Once V-J rearrangement has occurred, the gene can be transcribed.
573235.
Biology | Chapter XLIII
რის შედეგადაც წარმოიქმნება პრემატრიცული რნმ-ი, რომელიც შემდგომ მუშავდება და გარდაიქმნება მრნმ-ად, რომლისგანაც ტრანსლაციის შედეგად მსუბუქი ჯაჭვის ცვალებადი და კონსტანტური უბნების სინთეზი ხდება.
The resulting pre-mRNA is processed, forming mRNA that is translated into a light chain containing a variable region and a constant region.
573236.
Biology | Chapter XLIII
ამ გზით წარმოქმნილი მსუბუქი ჯაჭვები შეიძლება შემთხვევითად დაუკავშირდეს მძიმე ჯაჭვებს, რომლებიც მსგავსი მექანიზმით წარმოიქმნება, და ასე იქმნება B უჯრედის ანტიგენის რეცეპტორი.
The light chains produced in this way combine randomly with the heavy chains that are similarly produced, forming the B cell's antigen receptors.
573237.
Biology | Chapter XLIII
თვით რეაქციული ლიმფოციტების ტესტირება და მოცილება.
Testing and Removal of Self-Reactive Lymphocytes.
573238.
Biology | Chapter XLIII
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიგენების რეცეპტორების გენების გადაწყობა შემთხვევით ხასიათს ატარებს, განვითარებადი ლიმფოციტი შეიძლება საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ისეთი ანტიგენის რეცეპტორით, რომელიც სხეულის საკუთარი მოლეკულების მიმართ არის სპეციფიკური.
Because the rearrangements of antigen receptor genes are random, a developing lymphocyte may end up with antigen receptors that are specific for some of the body's own molecules.
573239.
Biology | Chapter XLIII
როდესაც B და T უჯრედები ძვლის ტვინსა და თიმუსში მწიფდება, მიმდინარეობს მათი ანტიგენის რეცეპტორის ტესტირება საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ მოქმედების კუთხით.
As B cells and T cells are maturing in the bone marrow and thymus, respectively, their antigen receptors are tested for potential self-reactivity.
573240.
Biology | Chapter XLIII
მაგალითად, მომწიფებადი T უჯრედები მოწმდება I და II კლასის ჰმკ მოლეკულების მიმართ, რომლებიც მაღალი დონით ექსპრესირდება თიმუსში.
For example, the receptors of maturing T cells are tested against class I and class II MHC molecules, which are both expressed at high levels in the thymus.