668043 Records found
573541.
Biology | Chapter XLIV
იმავდროულად, მეტაბოლიზმი მოითხოვს მავნე პროდუქტების პრობლემისგან ორგანიზმის გათავისუფლებას.
At the same time, metabolism presents organisms with the problem of waste disposal.
573542.
Biology | Chapter XLIV
ცილებისა და ნუკლეინის მჟავების დაშლა განსაკუთრებულად პრობლემურია, რამდენადაც ამ დროს წარმოქმნილი პირველადი მეტაბოლური ნარჩენები ძლიერ ტოქსიკურია.
The breakdown of proteins and nucleic acids is particularly problematic since the primary metabolic waste product produced is very toxic.
573543.
Biology | Chapter XLIV
კვლევები, რომელიც ეძღვნება იმას, როგორ უმკლავდებიან ცხოველები აღნიშნულ ფიზიოლოგიურ გამოწვევებს, ჰომეოსტაზის ყველაზე ცნობილ მაგალითებს უზრუნველყოფენ.
Studies of how animals meet these physiological challenges provide some of the most prominent examples of homeostasis.
573544.
Biology | Chapter XLIV
აღნიშნულ თავში ფოკუსი კეთდება ორ მთავარ ჰომეოსტაზურ პროცესზე: ოსმორეგულაციაზე, თუ როგორ ახერხებენ ცხოველები ხსნარის კონცენტრაციის შენარჩუნებას, წყლის შეთვისებისა და კარგვის ბალანსის დაცვას, და გამოყოფაზე, თუ როგორ ახერხებენ ცხოველები აზოტის შემცველი მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებისგან გათავისუფლებას.
This chapter focuses on two key homeostatic processes: osmoregulation, how animals regulate solute concentrations and balance the gain and loss of water, and excretion, how animals get rid of the nitrogen-containing waste products of metabolism.
573545.
Biology | Chapter XLIV
ოსმორეგულაციით წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების შეთვისებისა და გამოყოფის დაბალანსება ხორციელდება.
Osmoregulation balances the uptake and loss of water and solutes.
573546.
Biology | Chapter XLIV
თერმორეგულაციის მსგავსად, რომელიც სითბოს წარმოქმნისა და დაკარგვის დაბალანსებას გულისხმობს, ცხოველს აქვს უნარი არეგულიროს მისი სხეულის ქიმიური შემადგენლობა და მოაწესრიგოს წყლისა და გახსნილი ნივთიერებების შეთვისება და გაცემა.
Just as thermoregulation depends on balancing heat loss and gain, an animal's ability to regulate the chemical composition of its body fluids depends on balancing the uptake and loss of water and solutes.
573547.
Biology | Chapter XLIV
ოსმორეგულაცია ეფუძნება ხსნარების კონტროლირებულ მოძრაობას შინაგან სითხეებსა და გარეგან გარემოს შორის.
This osmoregulation is based largely on the controlled movement of solutes between internal fluids and the external environment.
573548.
Biology | Chapter XLIV
ეს პროცესი წყლის მოძრაობასაც არეგულირებს, რომელიც ხსნარებში ოსმოსით გადაადგილდება.
The process also regulates the movement of water, which follows solutes by osmosis.
573549.
Biology | Chapter XLIV
ცხოველს ასევე სჭირდება მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებიდან გათავისუფლება, მანამ, სანამ ისინი დამაზიანებელ დონეს მიაღწევენ.
An animal must also remove various metabolic waste products before they accumulate to harmful levels.
573550.
Biology | Chapter XLIV
ყველა ცხოველი, მათი ფილოგენეზის, საბინადრო გარემოს ან მავნე პროდუქტების ტიპის მიუხედავად, ოსმორეგულაციის პრობლემას აწყდება.
All animals, regardless of phylogeny, habitat, or type of waste produced, face the same central problem of osmoregulation.
573551.
Biology | Chapter XLIV
დროთა განმავლობაში, წყლის შეთვისებისა და კარგვის ბალანსი უნდა მოწესრიგდეს.
Over time, the rates of water uptake and loss must balance.
573552.
Biology | Chapter XLIV
თუ ადგილი აქვს წყლის გახანგრძლივებულ შეთვისებას, უჯრედის კედლის არარსებობის გამო, ცხოველური უჯრედები იბერება და სკდება, ხოლო წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგვის შემთხვევაში კი იჭმუხნება და კვდება.
Lacking cell walls, animal cells swell and burst if there is a continuous net uptake of water or shrivel and die if there is a substantial net loss of water.
573553.
Biology | Chapter XLIV
წყალი უჯრედებში ოსმოსის საშუალებით შედის და გამოდის.
Water enters and leaves cells by osmosis.
573554.
Biology | Chapter XLIV
გაიხსენეთ მე-7 თავი, რომ ოსმოსი არის დიფუზიის განსაკუთრებული სახე, რომელიც წყალს ნახევრადგანვლად მემბრანაში ატარებს.
Recall from Chapter 7 that osmosis, a special case of diffusion, is the movement of water across a selectively permeable membrane.
573555.
Biology | Chapter XLIV
ის ვლინდება, როდესაც ოსმოსური წნევით ან ოსმოლარობით (ხსნარის მთლიანი კონცენტრაციით, რომელიც მოლარობით ან ხსნარის ერთ ლიტრზე გახსნილი ნივთიერების მოლებით არის გამოხატული) ორი განსხვავებული ხსნარი შერჩევით განვლადი მემბრანითაა გამოყოფილი.
It occurs whenever two solutions separated by the membrane differ in osmotic pressure or osmolarity (total solute concentration expressed as molarity, or moles of solute per litre of solution).
573556.
Biology | Chapter XLIV
ამ თავში ოსმოლარობის გასაზომად გამოყენებულია ერთეული მილიოსმოლი ერთ ლიტრზე მოსმ/ლ 1მოსმ/ლ უდრის ხსნარის 10−3M კონცენტრაციას.
The unit of measurement for osmolarity used in this chapter is milliosmoles per liter, 1 mosm/L is equivalent to a total solute concentration of 103 M.
573557.
Biology | Chapter XLIV
ადამიანის სისხლის ოსმოლარულობა დაახლოებით 300 მოსმ/ლ მაშინ როდესაც ზღვის წყლის ოსმოლარობა დაახლოებით 1000 მოსმ/ლ.
The osmolarity of human blood is about 300 mosm/L, while seawater has an osmolarity of about 1,000 mosm/L.
573558.
Biology | Chapter XLIV
ორ ხსნარს, რომლებიც შერჩევითად განვლადი მემბრანითაა გამოყოფილი და ერთნაირი ოსმოლარობა აქვს, იზოოსმოსურ ხსნარებს უწოდებენ.
If two solutions separated by a selectively permeable membrane have the same osmolarity, they are said to be isoosmotic.
573559.
Biology | Chapter XLIV
იზოოსმოსურ ხსნარებს შორის არ ხდება წყლის ჯაჭვური მოძრაობა.
There is no net movement of water by osmosis between isoosmotic solutions.
573560.
Biology | Chapter XLIV
თუმცა, წყლის მოლეკულები მუდმივად კვეთენ მემბრანას, ეს გადაკვეთა ორივე მიმართულებით ერთნაირი სიჩქარით ხდება.
Although water molecules are continually crossing the membrane, they do so at equal rates in both directions.