668043 Records found
573841.
Biology | Chapter XLIV
მისი გამტარობის ხარისხი ჰუმორალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
Though its degree of permeability is under hormonal control.
573842.
Biology | Chapter XLIV
ის წყლის გამტარია, მაგრამ არ ატარებს მარილებს ან შარდოვანას.
However, it is not permeable to salt or to urea.
573843.
Biology | Chapter XLIV
ასე რომ, როდესაც ფილტრატი თირკმლის ოსმოლარობის გრადიენტს გადაკვეთს, ის მზარდად კონცენტრირებული ხდება, რადგანაც ჰიპეროსმოსურ ქსოვილურ სითხეში გადასვლით წყალს კარგავს.
Thus, as the collecting duct traverses the gradient of osmolarity in the kidney, the filtrate becomes increasingly concentrated as it loses more and more water by osmosis to the hyperosmotic interstitial fluid.
573844.
Biology | Chapter XLIV
შიგნითა ტვინოვან შრეში მილაკი შარდოვანას მიმართ განვლადი ხდება.
In the inner medulla, the duct becomes permeable to urea.
573845.
Biology | Chapter XLIV
შარდოვანას მაღალი კონცენტრაციის გამო, ფილტრატში შარდოვანას ნაწილი მილაკიდან გარეთ, ქსოვილურ სითხეში გადადის.
Because of the high urea concentration in the filtrate at this point, some urea diffuses out of the duct and into the interstitial fluid.
573846.
Biology | Chapter XLIV
ნატრიუმის ქლორიდთან ერთად, აღნიშნული შარდოვანა მონაწილეობას იღებს ტვინოვანი შრის ქსოვილური სითხის ოსმოლარობის შექმნაში.
Along with NaCl, this urea contributes to the high osmolarity of the interstitial fluid in the medulla.
573847.
Biology | Chapter XLIV
ეს მაღალი ოსმოლარობა კი ძუძუმწოვართა თირკმელს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს წყალი ორგანიზმის სითხეებთან შედარებით ჰიპეროსმოსური შარდის გამოყოფისას.
This high osmolarity enables the mammalian kidney to conserve water by excreting urine that is hyperosmotic to the general body fluids.
573848.
Biology | Chapter XLIV
ძუძუმწოვართა თირკმლის უნარი, ორგანიზმში წყალი დააკავოს, ხმელეთზე მობინადრე ცხოველების მთავარი ადაპტაციაა.
The mammalian kidney's ability to conserve water is a key terrestrial adaptation.
573849.
Biology | Chapter XLIV
ადამიანის სისხლის ოსმოლარობა დაახლოებით 300 მოსმ/ლ, მაგრამ თირკმელს შეუძლია თითქმის ოთხჯერ მეტად კონცენტრირებული (1200მოსმ/ლ) შარდის წარმოქმნა.
The osmolarity of human blood is about 300 mosm/L, but the kidney can excrete urine up to four times as concentrated as about 1,200 mosm/L.
573850.
Biology | Chapter XLIV
მაგალითად, ავსტრალიის მხტუნავი თაგვები, რომლებიც მშრალ უდაბნოებში ბინადრობენ, წარმოქმნიან 9300მოსმ/ლ შარდს, რომელიც ზღვის წყალთან შედარებით 9-ჯერ, და ცხოველის ქსოვილურ სითხესთან შედარებით 25-ჯერ უფრო კონცენტრირებულია.
For example, Australian hopping mice, which live in dry desert regions, can produce urine concentrated to 9,300 mosm/L9 times as concentrated as seawater and 25 times as concentrated as the animal's body fluid.
573851.
Biology | Chapter XLIV
ხსნარის გრადიენტი და წყლის კონცენტრაცია.
Solute Gradients and Water Conservation.
573852.
Biology | Chapter XLIV
ძუძუმწოვრების თირკმლებში კოოპერაციული მოქმედება და ჰენლეს მარყუჟებისა და შემკრები მილაკების განლაგება პასუხისმგებელია ოსმოსური გრადიენტის შექმნაზე, რომელიც შარდის კონცენტრირებას განაპირობებს.
In a mammalian kidney, the cooperative action and precise arrangement of the loops of Henle and the collecting ducts are largely responsible for the osmotic gradient that concentrates the urine.
573853.
Biology | Chapter XLIV
მაგრამ მიუხედავად ასეთი მაღალი ორგანიზაციისა, ოსმოსური განსხვავების შენარჩუნება და ჰიპეროსმოსური შარდის წარმოქმნა შესაძლებელია, მხოლოდ იმით, რომ კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ გახსნილი ნივთიერებების გადასატანად მნიშვნელოვანი ენერგია იხარჯება.
But even with this highly organized structure, the maintenance of osmotic differences and the production of hyperosmotic urine are possible only because considerable energy is expended for the active transport of solutes against concentration gradients.
573854.
Biology | Chapter XLIV
ნეფრონები – განსაკუთრებით ჰენლეს მარყუჟი – შეიძლება ენერგიის მომხმარებელ პატარა მანქანად განვიხილოთ, რომლის ფუნქციაც არის თირკმელში მაღალი ოსმოლარული უბნის შექმნა, რომელიც შემდეგ შემკრები მილაკის ფილტრატიდან წყლის გამოსატანად იქნება გამოყენებული.
In essence, the nephrons, especially the loops of Henle, can be thought of as tiny energy-consuming machines whose function is to produce a region of high osmolarity in the kidney, which can then be used to extract water from the filtrate in the collecting duct.
573855.
Biology | Chapter XLIV
ოსმოსურ გრადიენტში ორი მთავარ გახსნილ ნივთიერებას წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც თირკმლის ტვინოვან შრეში, ჰენლეს მარყუჟებით არის დამარაგებული და შარდოვანა, რომელიც შიგნითა ტვინოვანი შრის შემკრები მილაკის ეპითელიუმში ჟონავს.
The two primary solutes in this osmolarity gradient are NaCl, which is deposited in the renal medulla by the loop of Henle, and urea, which leaks across the epithelium of the collecting duct in the inner medulla.
573856.
Biology | Chapter XLIV
ძუძუმწოვართა თირკმლის, როგორც წყლის შემაკავებელი ორგანოს ფიზიოლოგიის უკეთ გასაგებად, გავყვეთ ფილტრატის დინებას გამომყოფ მილაკებში, ამჯერად ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, როგორ ინარჩუნებენ იუქსტამედულარული ნეფრონები ოსმოსურ გრადიენტს, და იყენებენ ამ გრადიენტს ჰიპეროსმოსური შარდის წარმოქმნისთვის.
To better understand the physiology CORTEX of the mammalian kidney as a water-conserving organ, let's retrace the flow of filtrate through the excretory tubule, this time focusing on how the juxtamedullary nephrons maintain an osmolarity gradient in the kidney and use that gradient to excrete hyperosmotic urine.
573857.
Biology | Chapter XLIV
როდესაც ფილტრატი ბოუმენის კაფსულიდან პროქსიმალური მილაკისკენ მიდის მისი ოსმოლარობა, სისხლის მსგავსად 300 მოსმ/ლ-ია.
A Filtrate passing from Bowman's capsule to the proximal tubule has an osmolarity of about 300 mosm/L, the same as blood.
573858.
Biology | Chapter XLIV
როდესაც ფილტრატი თირკმლის ქერქის პროქსიმალურ მილაკში გადის, წყლისა და მარილების დიდი რაოდენობა რეაბსორბირდება.
As the filtrate flows through the proximal tubule in the renal cortex, a large amount of water and salt is reabsorbed.
573859.
Biology | Chapter XLIV
ასე რომ, ფილტრატის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება, მაგრამ მარილების დაკარგვის გამო, მისი ოსმოლარულობა თითქმის იგივე რჩება.
Thus, the volume of filtrate decreases substantially, but because of the salt loss, its osmolarity remains about the same.
573860.
Biology | Chapter XLIV
ყველაზე მაღალი ოსმოლარობა (დაახლოებით 1200მოსმ/ლ) ჰენლეს მარყუჟის იდაყვში ფიქსირდება.
The highest osmolarity (about 1,200 mosm/L) occurs at the elbow of the loop of Henle.