668043 Records found
573901.
Biology | Chapter XLIV
მაგრამ საჭმელში დამატებითი წყლის მიწოდებამ ან წყლის დალევამ შეიძლება ოსმოლარულობა უკან 300მოსმ/ლ მდგომარეობას დაუბრუნოს.
But only the gain of additional water in food and drink can bring osmolarity all the way back down to 300 mosm/L.
573902.
Biology | Chapter XLIV
ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც ადგილი აქვს წყლის დიდი რაოდენობით მიღებას, მცირდება სისხლის ოსმოლარულობა და ძალიან ცოტა რაოდენობით ადჰ-ს გამოიყოფა.
Conversely, if a large intake of water has reduced blood osmolarity below the set point, very little ADH is released.
573903.
Biology | Chapter XLIV
ეს ამცირებს დისტალური და შემკრები მილაკების განვლადობას, შესაბამისად წყლის რეაბსორბცია მცირდება, რაც, თავის მხრივ, განზავებული შარდის წარმოქმნას განაპირობებს
This decreases the permeability of the distal tubules and collecting ducts, so water reabsorption is reduced, resulting in increased discharge of dilute urine.
573904.
Biology | Chapter XLIV
ალკოჰოლმა, ამცირებს რა ადჰ-ს გამოყოფას, შეიძლება წყლის ბალანსი დაარღვიოს, რაც, თავის მხრივ, მოჭარბებულ შარდვას, წყლის დიდი რაოდენობით კარგვასა და დეჰიდრატაციას განაპირობებს, რაც შეიძლება ნაბახუსევის სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის მიზეზი იყოს.
Alcohol can disturb water balance by inhibiting the release of ADH, causing excessive urinary water loss and dehydration (which may cause some of the symptoms of a hangover).
573905.
Biology | Chapter XLIV
როგორც წესი, სისხლის ოსმოლარულობა, ადჰ-ს გამოყოფა და თირკმელში წყლის რეაბსორბცია ურთიერთდაკავშირებულია უკუკავშირებითი მარყუჟით, რაც ჰომ.
Normally, blood osmolarity, ADH release, and water reabsorption in the kidney are all linked in a feedback loop that contributes to homeostasis.
573906.
Biology | Chapter XLIV
მეორე მარეგულირებელი მექანიზმი მოიცავს განსაკუთრებულ ქსოვილს, რომელსაც იუქსტაგლომერულარული აპარატი (JGA) ეწოდება და, რომელიც, გლომერულუსის მომმარაგებელ აფერენტულ არტერიასთან არის მოთავსებული.
A second regulatory mechanism involves a specialized tissue called the juxtaglomerular apparatus (JGA), located near the afferent arteriole that supplies blood to the glomerulus.
573907.
Biology | Chapter XLIV
როდესაც სისხლის წნევა ან მოცულობა აფერენტულ არტერიოლაში ეცემა (მაგალითად მარილების შემცირებული რაოდენობით მიღებისას, ან სისხლის დაკარგვისას), ფერმენტი რენინი იწყებს ქიმიურ რეაქციას რომელიც პლაზმის ცილას, სახელად ანგიოტენსინოგენს გარდაქმნის პეპტიდად, სახელად ანგიოტენზინ II-ად.
When blood pressure or blood volume in the afferent arteriole drops (for instance, as a result of reduced salt intake or loss of blood), the enzyme renin initiates chemical reactions that convert a plasma protein called angiotensinogen to a peptide called angiotensin II.
573908.
Biology | Chapter XLIV
ეს უკანასკნელი მოქმედებს როგორც ჰორმონი და არტერიოლების შევიწროებით სისხლის წნევას ზრდის, რაც, თავის მხრივ, კაპილარებისკენ, მათ შორის თირკმლის კაპილარებისკენაც, სისხლის გადასვლას ამცირებს.
Functioning as a hormone, angiotensin II raises blood pressure by constricting arterioles, decreasing blood flow to many capillaries, including those of the kidney.
573909.
Biology | Chapter XLIV
ანგიოტენზინი II ასევე ასტიმულირებს ნეფრონების პროქსიმალურ მილაკებს, რაც ნატრიუმის ქლორიდისა და წყლის რეაბსორბციას ზრდის.
Angiotensin II also stimulates the proximal tubules of the nephrons to reabsorb more NaCl and water.
573910.
Biology | Chapter XLIV
ეს კი ამცირებს შარდში გამოყოფილი მარილებისა და წყლის რაოდენობას და შედეგად ზრდის სისხლის მოცულობასა და წნევას.
This reduces the amount of salt and water excreted in the urine and consequently raises blood volume and pressure.
573911.
Biology | Chapter XLIV
ანგიოტენზინი II-ს სხვა ეფექტი თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულირებაა, რათა მან ჰორმონი ალდოსტერონი გამოყოს.
Another effect of angiotensin II is the stimulation of the adrenal glands to release a hormone called aldosterone.
573912.
Biology | Chapter XLIV
ეს ჰორმონი ნეფრონის დისტალურ მილაკზე მოქმედებს და ნატრიუმის იონებისა და წყლის რეაბსორბციას აძლიერებს, რაც შედეგად სისხლის მოცულობასა და წნევას ზრდის.
This hormone acts on the nephrons' distal tubules, making them reabsorb more sodium (Na+) and water and increasing blood volume and pressure.
573913.
Biology | Chapter XLIV
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ რენინ-ანგიოტენზინალდოსტერონის სისტემა (RAAS) არის ჰომეოსტაზში მოქმედი რთული უკუკავშირის წრის ნაწილი.
In summary, the renin-angiotensin-aldosterone system (RAAS) is part of a complex feedback circuit that functions in homeostasis.
573914.
Biology | Chapter XLIV
სისხლის წნევისა და მოცულობის შემცირება რთავს JGA-დან რენინის გამოყოფას.
A drop in blood pressure and blood volume triggers renin release from the JGA.
573915.
Biology | Chapter XLIV
ანგიოტენზინ II და ალდოსტერონის მოქმედების შედეგად სისხლის წნევისა და მოცულობის გაზრდა ამცირებს რენინის გამოყოფას.
In turn, the rise in blood pressure and volume resulting from the various actions of angiotensin II and aldosterone reduces the release of renin.
573916.
Biology | Chapter XLIV
ADH და RAAS ფუნქცია შესაძლოა გადაჭარბებული მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს არასწორი შეხედულება იქნება.
The functions of ADH and the RAAS may seem to be redundant, but this is not the case.
573917.
Biology | Chapter XLIV
ორივე ზრდის წყლის რეაბსორბციას, მაგრამ ისინი განსხვავებულ ოსმორეგულატორულ პრობლემებს აგვარებენ.
Both increase water reabsorption, but they counter different osmoregulatory problems.
573918.
Biology | Chapter XLIV
ადჰ გამოყოფა არის სისხლის გაზრდილ ოსმოლარულობაზე პასუხი, რომელიც შეიძლება წყლის ჭარბი დაკარგვის ან არაადეკვატური რაოდენობით მიღების შედეგი იყოს.
The release of ADH is a response to an increase in the osmolarity of the blood, as when the body is dehydrated from excessive water loss or inadequate intake of water.
573919.
Biology | Chapter XLIV
ვითარება, რომელიც მარილებისა და ორგანიზმის სითხეების დაკარგვას იწვევს – მაგალითად, სხეულის დაზიანება, ან მწვავე დიარეა – სისხლის წნევას ოსმოლარულობის გაზრდის გარეშე შეამცირებს.
However, in a situation that causes an excessive loss of both salt and body fluids, an injury, for example, or severe diarrhea will reduce blood volume without increasing osmolarity.
573920.
Biology | Chapter XLIV
ეს კი არ გამოიწვევს ადჰ-ის გამოყოფის ცვლილებას, მაგრამ RAAS უპასუხებს სისხლის მოცულობისა და წნევის დაცემას ნატრიუმის იონების და წყლის რეაბსორბციის გაზრდით.
This will not induce a change in ADH release, but the RAAS will respond to the fall in blood volume and pressure by increasing water and Na* reabsorption.