668043 Records found
574001.
Biology | Chapter XLV
ჰორმონები, ორგანიზმის შორ მანძილზე მოქმედი ქიმიური რეგულატორებია და მთელ ორგანიზმში სამიზნე უჯრედებს ინფორმაციას სისხლის ნაკადით გადასცემს.
Hormones, the body's long-distance chemical regulators, convey information via the bloodstream to target cells throughout the body.
574002.
Biology | Chapter XLV
სხვა ქიმიური სიგნალები, რომლებსაც ლოკალურ რეგულატორებს უწოდებენ, ინფორმაციას სეკრეტორული უჯრედის ახლოს მდებარე სამიზნე უჯრედებისაკენ ატარებენ.
Other chemical signals, called local regulators, transmit information to target cells near the secreting cells.
574003.
Biology | Chapter XLV
გარდა ამისა, არის სხვა ქიმიური სიგნალები, ე.წ. ფერომონები, რომლებიც სახეობის სხვადასხვა ინდივიდს შორის მეწყვილის მისაზიდად გადასცემენ მესიჯებს.
Still, other chemical signals, called pheromones, carry messages between different individuals of a species, as in mate attraction.
574004.
Biology | Chapter XLV
ამ თავში, როგორც უკვე ვახსენეთ, შევეხებით ჰორმონებს (და ნეიროჰორმონებს), რომლებიც რეპროდუქციაში პირდაპირ არ არიან ჩართული.
In this chapter, as mentioned earlier, we will concentrate on hormones (and neurohormones) that are not directly involved in reproduction.
574005.
Biology | Chapter XLV
ხერხემლიანებში, როგორც ჰორმონი, მოლეკულების სამი მთავარი კლასი ფუნქციონირებს: ცილები და პეპტიდები (მცირე ზომის პოლიპეპტიდები, რომლებიც შეიცავს 30-მდე ამინომჟავას), ამინომჟავებიდან წარმოებული ამინები და სტეროიდები.
Three major classes of molecules function as hormones in vertebrates: proteins and peptides (small polypeptides containing up to 30 amino acids); amines derived from amino acids, and steroids.
574006.
Biology | Chapter XLV
მრავალი ცილა/პეპტიდი და ამინური ჰორმონი წყალში ხსნადია, ხოლო სტეროიდული ჰორმონი - წყალში უხსნადი.
Most protein/peptide and amine hormones are water-soluble, whereas steroid hormones are not.
574007.
Biology | Chapter XLV
მიუხედავად მათი ქიმიური ბუნებისა, ნებისმიერი მოლეკულის სიგნალის გადაცემა სამ მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს: რეცეფცია, სიგნალის ტრანსდუქცია და პასუხი.
Regardless of their chemical nature, however, signaling by these molecules involves three key events: reception, signal transduction, and response.
574008.
Biology | Chapter XLV
სიგნალის რეცეფცია გულისხმობს სასიგნალო მოლეკულის სამიზნე უჯრედში ან უჯრედზე მოთავსებულ სპეციფიკურ რეცეპტორულ ცილასთან დაკავშირებას.
Reception of the signal occurs when the signal molecule binds to a specific receptor protein in or on the target cell.
574009.
Biology | Chapter XLV
ყოველ სასიგნალო მოლეკულას აქვს განსაზღვრული ფორმა, რომლის ამოცნობა ამ სიგნალის რეცეპტორებს უნდა შეეძლოს.
Each signal molecule has a specific shape that can be recognized by that signal's receptors.
574010.
Biology | Chapter XLV
რეცეპტორები მოთავსებული უნდა იყოს სამიზნე უჯრედის პლაზმურ მემბრანაში ან უჯრედის შიგნით.
Receptors may be located in the plasma membrane of a target cell or inside the cell.
574011.
Biology | Chapter XLV
სასიგნალო მოლეკულის დაკავშირება რეცეპტორულ ცილასთან წარმოქმნის სამიზნე უჯრედში სიგნალის ტრანსდუქციას, რომელიც იწვევს პასუხს - ცვლილებას უჯრედის ქცევაში.
The binding of a signal molecule to a receptor protein triggers events within the target cell signal transduction that result in a response, a change in the cell's behavior.
574012.
Biology | Chapter XLV
უჯრედი, რომელსაც არ აქვს რეცეპტორები განსაკუთრებული ქიმიური სიგნალისთვის, ამ სიგნალს არ პასუხობს.
Cells that lack receptors for a particular chemical signal are unresponsive to that signal.
574013.
Biology | Chapter XLV
მოდით, ახლა უფრო დეტალურად დავაკვირდეთ ქიმიური სიგნალების სხვადასხვა ტიპით გამოწვეულ სიგნალის ტრანსდუქციასა და უჯრედულ პასუხებს.
Let's take a closer look at signal transduction and the kinds of cell responses induced by different types of chemical signals.
574014.
Biology | Chapter XLV
წყალში ხსნადი ჰორმონების უჯრედის ზედაპირული რეცეპტორები.
Cell-Surface Receptors for Water-Soluble Hormones.
574015.
Biology | Chapter XLV
წყალში ხსნადი ჰორმონების რეცეპტორების უმეტესობა მემბრანის პლაზმაში მდებარეობს და უჯრედის ზედაპირზე პროეცირდება.
The receptors for most water-soluble hormones are embedded in the plasma membrane, projecting outward from the cell surface.
574016.
Biology | Chapter XLV
ჰორმონების დაკავშირება თავის რეცეპტორებთან სიგნალის ტრანსდუქციულ გზას - უჯრედული ცილების ცვლილებების სერიას აძლევს საწყისს, რაც უჯრედგარე ქიმიურ სიგნალს სპეციფიკურ უჯრედშიდა პასუხად გარდაქმნის.
The binding of a hormone to its receptor initiates a signal transduction pathway, a series of changes in cellular proteins that converts an extracellular chemical signal to a specific intracellular response.
574017.
Biology | Chapter XLV
ჰორმონზე და სამიზნე უჯრედზე დამოკიდებულებით პასუხი შეიძლება იყოს ფერმენტის აქტივაცია, ცვლილება შთანთქმასა ან სპეციფიკური მოლეკულების სეკრეციაში, ან ციტოჩონჩხის გადაწყობა.
Depending on the hormone and target cell, the response may be the activation of an enzyme, a change in the uptake or secretion of specific molecules, or a rearrangement of the cytoskeleton.
574018.
Biology | Chapter XLV
ზოგიერთი უჯრედის ზედაპირული რეცეპტორებიდან სიგნალის ტრანსდუქცია ააქტიურებს ცილებს ციტოპლაზმაში, რომლებიც შემდეგ გადაადგილდება ბირთვში და პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით არეგულირებს სპეციფიკური გენების ტრანსკრიფციას.
Signal transduction from some cell-surface receptors activates proteins in the cytoplasm that then move into the nucleus and directly or indirectly regulate the transcription of specific genes.
574019.
Biology | Chapter XLV
ადრეული მონაცემები უჯრედის ზედაპირული რეცეპტორების როლის შესახებ სიგნალის ტრანსდუქციის გზების ჩართვაში, მიღებულია გამოკვლევებით იმის თაობაზე, როგორ ასტიმულირებს ჰორმონი ეპინეფრინი გლიკოგენის დაშლას გლუკოზად.
Early evidence for the role of cell surface receptors in triggering signal transduction pathways came from studies on how the hormone epinephrine stimulates the breakdown of glycogen into glucose.
574020.
Biology | Chapter XLV
სხვა მტკიცებულება, უჯრედის ზედაპირული რეცეპტორების როლის შესახებ, ეხება ბაყაყის კანის ფერის ცვლილებებს, ადაპტაციას, რომელიც ბაყაყს ცვალებადი განათების დროს მასკირებაში ეხმარება.
Another demonstration of the role of cell-surface receptors involves changes in a frog's skin color, an adaptation that helps camouflage the frog in changing light.