668043 Records found
575581.
Biology | Chapter XLVIII
მათი სიდიდე რიგი ფაქტორებით იცვლება, მათ შორის პრესინაფსური ნეირონის მიერ გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერის რაოდენობით.
Their magnitude varies with a number of factors, including the amount of neurotransmitter released by the presynaptic neuron.
575582.
Biology | Chapter XLVIII
მეორე განსხვავება არის ის, რომ პოსტსინაფსურ პოტენციალებს ჩვეულებრივ არ აქვს თვითრეგენერაციის უნარი უჯრედის მემბრანის გასწვრივ გავრცელებისას; ისინი სინაფსიდან მცირე მანძილზე ვრცელდებიან.
Another difference is that postsynaptic potentials usually do not regenerate themselves as they spread along the membrane of a cell; they become smaller with distance from the synapse.
575583.
Biology | Chapter XLVIII
გავიხსენოთ, რომ ნეირონზე სინაფსების უმრავლესობა მდებარეობს მის დენდრიტებზე და უჯრედის სხეულზე, მაშინ როდესაც მოქმედების პოტენციალები ჩვეულებრივ აღმოცენდება აქსონის ბორცვში.
Recall that most synapses on a neuron are located on its dendrites or cell body, whereas action potentials are generally initiated at the axon hillock.
575584.
Biology | Chapter XLVIII
ამიტომ, ცალკეული აპსპ პოსტსინაფსურ ნეირონში მოქმედების პოტენციალის გამოსაწვევად ჩვეულებრივ ძალიან მცირეა.
Therefore, a single EPSP is usually too small to trigger an action potential in a postsynaptic neuron.
575585.
Biology | Chapter XLVIII
თუმცა, თუ ორი აპსპ წარმოიქმნება ერთ სინაფსში სწრაფი თანმიმდევრობით, მეორე აპსპ შეიძლება დაიწყოს მანამ, სანამ პოსტსინაფსური ნეირონის მემბრანული პოტენციალი პირველი აპსპ-ის შემდეგ დაუბრუნდება მოსვენების პოტენციალს.
However, if two EPSPs occur in rapid succession at a single synapse, the second EPSP may begin before the postsynaptic neuron's membrane potential has returned to the resting potential after the first EPSP.
575586.
Biology | Chapter XLVIII
ასეთ შემთხვევაში, აპსპ ემატება ერთმანეთს და ამას ეწოდება სუმაცია დროში.
When that happens, the EPSPs add together, an effect called temporal summation.
575587.
Biology | Chapter XLVIII
უფრო მეტიც, ერთ პოსტსინაფსურ ნეირონში სხვადასხვა სინაფსით თითქმის ერთდროულად გამოწვეული აპსპები შეიძლება ასევე დაემატოს ერთმანეთს და ამას ეწოდება სივრცითი სუმაცია.
Moreover, EPSPs produced nearly simultaneously by different synapses on the same postsynaptic neuron can also add together, an effect called spatial summation.
575588.
Biology | Chapter XLVIII
სივრცეში და დროში სუმაციის საშუალებით, რამდენიმე აპსპ-ს შეუძლია აქსონური ბორცვის მემბრანის ზღურბლოვანი დეპოლარიზაცია, რაც იწვევს პოსტსინაფსურ ნეირონში მოქმედების პოტენციალის წარმოქმნას.
Through spatial and temporal summation, several EPSPs can depolarize the membrane at the axon hillock to the threshold, causing the postsynaptic neuron to produce an action potential.
575589.
Biology | Chapter XLVIII
სუმაცია ასევე ეხება შპსპ-ს: ორ ან მეტ შპსპ-ს, რომლებიც აღმოცენდება თითქმის ერთდროულად ან სწრაფი თანმიმდევრობით, აქვს უფრო დიდი ჰიპერპოლარიზაციული ეფექტი, მხოლოდ ერთ შპსპ-სთან შედარებით.
Summation also applies to IPSPs: Two or more IPSPs occurring nearly simultaneously or in rapid succession have a larger hyperpolarizing effect than a single IPSP.
575590.
Biology | Chapter XLVIII
სუმაციის გზით შპსპ-მა შეიძლება ასევე გამორიცხოს აპსპ-ის ეფექტი.
Through summation, an IPSP can also counter the effect of an EPSP.
575591.
Biology | Chapter XLVIII
ასეთი ურთიერთქმედება მრავალ აღმაგზნებელ და შემაკავებელ შესავლებს შორის, არსებითია ნერვულ სისტემაში ინტეგრაციული მოქმედებისთვის.
This interplay between multiple excitatory and inhibitory inputs is the essence of integration in the nervous system.
575592.
Biology | Chapter XLVIII
აქსონური ბორცვი არის ნეირონის ინტეგრაციული ცენტრი - უბანი, სადაც მემბრანული პოტენციალი ნებისმიერ მომენტში წარმოდგენილია აპსპ-ისა და შპსპ-ის ჯამის სახით.
The axon hillock is the neuron's integrating center, the region where the membrane potential at any instant represents the summed effect of all EPSPs and IPSPS.
575593.
Biology | Chapter XLVIII
როდესაც მემბრანული პოტენციალი აქსონურ ბორცვში მიაღწევს ზღურბლს, მოხდება მოქმედების პოტენციალის გენერირება, რომელიც გაივლის აქსონის გასწვრივ მის სინაფსურ ტერმინალამდე.
Whenever the membrane potential at the axon hillock reaches the threshold, an action potential is generated and travels along the axon to its synaptic terminals.
575594.
Biology | Chapter XLVIII
რეფრაქტორული პერიოდის შემდეგ, ნეირონს შეუძლია მეორე მოქმედების პოტენციალის გენერაცია, თუ აქსონურ ბორცვში კვლავ იქნა მიღწეული ზღურბლი.
After the refractory period, the neuron may produce another action potential if the threshold is reached again at the axon hillock.
575595.
Biology | Chapter XLVIII
მეორე მხრივ, აპსპ-ისა და შპსპ-ის სუმაციის ეფექტს შეუძლია მემბრანული პოტენციალის შენარჩუნება ქვეზღურბლოვან დონეზე, რითაც ეწინააღმდეგება მოქმედების პოტენციალის გენერაციას.
On the other hand, the summed effect of EPSPs and IPSPs may hold the membrane potential below the threshold, preventing production of action potentials.
575596.
Biology | Chapter XLVIII
არაპირდაპირი სინაფსური გადაცემა.
Indirect Synaptic Transmission.
575597.
Biology | Chapter XLVIII
აქამდე ჩვენ განვიხილავდით პირდაპირ სინაფსურ გადაცემას, სადაც ნეიროტრანსმიტერი პირდაპირ უკავშირდება იონურ არხს, რაც იწვევს არხის გახსნას.
So far, we have focused on direct synaptic transmission, in which a neurotransmitter binds directly to an ion channel, causing the channel to open.
575598.
Biology | Chapter XLVIII
არაპირდაპირი სინაფსური ტრანსმისიის შემთხვევაში ნეიროტრანსმიტერი უკავშირდება რეცეპტორს, რომელიც არ არის იონური არხის ნაწილი.
In indirect synaptic transmission, a neurotransmitter binds to a receptor that is not part of an ion channel.
575599.
Biology | Chapter XLVIII
ეს ააქტიურებს სიგნალის ტრანსდუქციის გზას, რომელიც მოითხოვს პოსტსინაფსურ უჯრედში მეორად მესენჯერს.
This activates a signal transduction pathway involving a second messenger in the postsynaptic cell.
575600.
Biology | Chapter XLVIII
პირდაპირი სინაფსური გადაცემით გამოწვეულ პოსტსინაფსურ პოტენციალებთან შედარებით, არაპირდაპირი სინაფსური გადაცემით გამოწვეულ ეფექტებს უფრო ნელი და ხანგრძლივი ეფექტი (რამდენიმე წთ-მდე) ახასიათებთ.
Compared to the postsynaptic potentials produced by direct synaptic transmission, the effects of indirect synaptic transmission have a slower onset but last longer (up to several minutes).