მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575601.
ბიოლოგია | თავი XLVIII
არაპირდაპირ სინაფსურ გადაცემაში სიგნალის ტრანსდუქციის მთელი რიგი გზა მონაწილეობს.
A variety of signal transduction pathways play a role in indirect synaptic transmission.
575602.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ გზაში, როგორც მეორადი მესენჯერი, ჩართულია ციკლური ამფ (C-AMF).
One of the best-studied pathways involves cyclic AMP (CAMP) as a second messenger.
575603.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, როდესაც ნეიროტრანსმიტერი ნორეპინეფრინი, უკავშირდება თავის რეცეპტორს, ნეიროტრანსმიტერ-რეცეპტორის კომპლექსი ააქტიურებს ცილას. ის თავის მხრივ, ააქტიურებს ადენილციკლაზას, ფერმენტს, რომელიც გარდაქმნის ატფ-ს ციკლურ ამფ-ად.
For example, when the neurotransmitter norepinephrine binds to its receptor, the neurotransmitter-receptor complex activates a G protein, which in turn activates adenylyl cyclase, the enzyme that converts ATP to cAMP.
575604.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ციკლური ამფ ააქტიურებს პროტეინკინაზა A-ს, რომელიც იწვევს პოსტსინაფსური მემბრანის სპეციფიკური არხის ცილების ფოსფორილირებას, რაც განაპირობებს მათ გახსნას ან ზოგ შემთხვევაში, დახურვას.
Cyclic AMP activates protein kinase A, which phosphorylates specific channel proteins in the postsynaptic membrane, causing them to open or, in some cases, to close.
575605.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სიგნალის ტრანსდუქციური გზის გამაძლიერებელი ეფექტის გამო, ნეიროტრანსმიტერის მოლეკულის ერთ რეცეპტორთან დაკავშირებამ შეიძლება გახსნას ან დახუროს მრავალი არხი.
Because of the amplifying effect of the signal transduction pathway, the binding of a neurotransmitter molecule to a single receptor can open or close many channels.
575606.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეიროტრანსმიტერები. ცხრილში 48.1 ჩამოთვლილია ზოგიერთი ძირითადი ნეიროტრანსმიტერი.
Neurotransmitters. Table 48.1 lists some of the major known neurotransmitters.
575607.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თითოეული ნეიროტრანსმიტერი უკავშირდება საკუთარი რეცეპტორების ჯგუფს; ზოგიერთ ნეიროტრანსმიტერს აქვს ათეულობით ან მეტი სხვადასხვა რეცეპტორი, რომლებსაც შეუძლია განაპირობონ ძალიან განსხვავებული ეფექტები პოსტსინაფსურ უჯრედებში.
Each neurotransmitter binds to its own group of receptors; some neurotransmitters have a dozen or more different receptors, which can produce very different effects in postsynaptic cells.
575608.
ბიოლოგია | თავი XLVIII
წამლები, რომელთა სამიზნეები არის სპეციფიკური რეცეპტორები, მძლავრი იარაღია ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
Drugs that target specific receptors are powerful tools in the treatment of nervous system diseases.
575609.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აცეტილქოლინი. აცეტილქოლინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროტრანსმიტერია, როგორც უხერხემლო, ასევე ხერხემლიან ცხოველებში.
Acetylcholine. Acetylcholine is one of the most common neurotransmitters in both invertebrates and vertebrates.
575610.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანების ცნს-ში ის შეიძლება იყოს შემაკავებელი ან აღმაგზნებელი, რაც დამოკიდებულია რეცეპტორის ტიპზე.
In the vertebrate CNS, it can be either inhibitory or excitatory, depending on the type of receptor.
575611.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანების ნერვ-კუნთოვან შეერთებაში (სინაფსი მოტორულ ნეირონსა და ჩონჩხის კუნთოვან უჯრედს შორის), აცეტილქოლინი გამოთავისუფლდება მოტორული ნეირონით, რომელიც დაკავშირებულია ლიგანდდაჭიშკრული არხის რეცეპტორთან კუნთოვან უჯრედზე. იგი პირდაპირი სინაფსური ტრანსმისიით აპსპ-ს განაპირობებს.
At the vertebrate neuromuscular junction, the synapse between a motor neuron and a skeletal muscle cell, acetylcholine released by the motor neuron binds to receptors on ligand-gated channels in the muscle cell, producing an EPSP via direct synaptic transmission.
575612.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნიკოტინი უკავშირდება იგივე რეცეპტორებს, რომლებიც ასევე ნანახია პნს-ში და ცნს-ის სხვადასხვა უბანში.
The drug nicotine binds to the same receptors, which are also found elsewhere in the PNS and at various sites in the CNS.
575613.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნიკოტინის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტები ამ ტიპის აცეტილქოლინის რეცეპტორის მიმართ მისი აფინურობის შედეგია.
Nicotine's physiological and psychological effects result from its affinity for this type of acetylcholine receptor.
575614.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ხერხემლიანების გულის კუნთში, პარასიმპათიკური ნეირონებით (მოგვიანებით იქნება განხილული) გამოყოფილი აცეტილქოლინი ააქტიურებს სასიგნალო ტრანსდუქციულ გზას, რომლის G-ცილას აქვს ორი ეფექტი: ადენილილ ციკლაზას ინჰიბირება და კუნთოვანი უჯრედის მემბრანაში K+-ის არხების გახსნა.
In vertebrate cardiac (heart) muscle, acetylcholine released by parasympathetic neurons (discussed later) activates a signal transduction pathway whose G proteins have two effects: inhibition of adenylyl cyclase and opening of K+ channels in the muscle cell membrane.
575615.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ორივე ეფექტი ამცირებს გულის კუნთის უჯრედების შეკუმშვის ძალასა და სიხშირეს.
Both effects reduce the strength and rate of contraction of cardiac muscle cells.
575616.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბიოგენური ამინები.
Biogenic Amines.
575617.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბიოგენური ამინები ამინომჟავებიდან მიღებული ნეიროტრანსმიტერებია.
Biogenic amines are neurotransmitters derived from amino acids.
575618.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთი ჯგუფი, ცნობილი როგორც კატექოლამინები - შეიცავს ამინომჟავა თიროზინიდან მიღებულ ნეიროტრანსმიტერებს.
One group, known as catecholamines, consists of neurotransmitters produced from the amino acid tyrosine.
575619.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ ჯგუფში შედის ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც ჰორმონები, ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ნივთიერებას, რომელსაც დოფამინს უწოდებენ.
This group includes epinephrine and norepinephrine, which also function as hormones, and a closely related compound called dopamine.
575620.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სხვა ბიოგენური ამინი, სეროტონინი, სინთეზდება ამინომჟავა ტრიფტოფანიდან.
Another biogenic amine, serotonin, is synthesized from the amino acid tryptophan.