668043 Records found
576261.
Biology | Chapter XLIX
ადამიანებს შეუძლიათ ათასობით განსხვავებული სუნის შეგრძნება. თითოეული, სტრუქტურულად განსხვავებული სუნიანი ნივთიერებითაა განპირობებული.
Humans can distinguish thousands of different odors, each caused by a structurally distinct odorant.
576262.
Biology | Chapter XLIX
არსებობს 1,000-ზე მეტი ყნოსვის რეცეპტორის გენი - ადამიანთა გენების დაახლოებით 3%.
There are more than 1,000 OR genes-about 3% of all human genes.
576263.
Biology | Chapter XLIX
ყნოსვის რეცეპტორული ყველა უჯრედში ყნოსვის ერთი ან რამდენიმე რეცეპტორის გენი ექსპრესირდება.
Each olfactory receptor cell expresses only one or at most a few OR genes.
576264.
Biology | Chapter XLIX
ის უჯრედები, რომლებიც ყნოსვის ერთი და იგივე რეცეპტორის გენს აექსპრესირებენ მოქმედების პოტენციალებს ყნოსვის ბოლქვის ერთსა და იგივე მცირე უბანში აგზავნის.
Cells that express the same OR gene transmit action potentials to the same small region of the olfactory bulb.
576265.
Biology | Chapter XLIX
2004 წელს რიჩარდ აქსელმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და ლინდა ბუკმა სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის სახელობის კიბოს ცენტრიდან, გაიყვეს ნობელის პრემია გენებისა და რეცეპტორების იმ ჯგუფის კვლევებისთვის, რომლებიც ყნოსვის შეგრძნებაში მოქმედებენ.
In 2004, Richard Axel, of Columbia University, and Linda Buck, of the Fred Hutchinson Cancer Research Center in Seattle, shared a Nobel Prize for their studies of the gene family and receptors that function in olfaction.
576266.
Biology | Chapter XLIX
თუმცა, გემოვნებისა და ყნოსვის რეცეპტორები და შესაბამისად ტვინის გზებიც დამოუკიდებელია, ეს ორი შეგრძნება ურთიერთქმედებს.
Although the receptors and brain pathways for taste and smell are independent, the two senses do interact.
576267.
Biology | Chapter XLIX
მართლაც, ბევრჯერ, ის, რასაც ჩვენ გემოს ვუწოდებთ სინამდვილეში სუნია.
Indeed, much of what we call taste is really smell.
576268.
Biology | Chapter XLIX
თუკი ყნოსვის სისტემა ბლოკირებულია, მაგალითად, გაციებისას, გემოს აღქმა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
If the olfactory system is blocked, as by a head cold, the perception of taste is sharply reduced.
576269.
Biology | Chapter XLIX
ცხოველთა სამეფოში მხედველობა მსგავსი მექანიზმებით ხორციელდება.
Similar mechanisms underlie vision throughout the animal kingdom.
576270.
Biology | Chapter XLIX
აქ სინათლის დეტექტორების ბევრი ტიპი განვითარდა - დაწყებული უჯრედთა მარტივი კლასტერებით, რომლებიც მხოლოდ სინათლის მიმართულებასა და ინტენსივობას არჩევს, დამთავრებული რთული ორგანოებით, რომლებიც გამოსახულებებს აყალიბებს.
Many types of light detectors have evolved in the animal kingdom, from simple clusters of cells that detect only the direction and intensity of light to complex organs that form images.
576271.
Biology | Chapter XLIX
მიუხედავად მათი სხვადასხვაობისა, ყველა ფოტორეცეპტორი შეიცავს მსგავს პიგმენტურ მოლეკულებს, რომლებიც სინათლეს აბსორცირებს. უმეტეს, თუ არა ყველა შემთხვევაში, ფოტორეცეპტორები ჰომოლოგიურია.
Despite their diversity, all photoreceptors contain similar pigment molecules that absorb light, and most, if not all, photoreceptors in the animal kingdom may be homologous.
576272.
Biology | Chapter XLIX
ისეთ განსხვავებულ ცხოველებში, როგორიცაა ბრტყელი ჭიები, ანელიდები, ფეხსახსრიანები და ხერხემლიანები ფოტორეცეპტორების ემბრიონულ განვითარებასთან დაკავშირებული მსგავსი გენები გვხვდება.
Animals as diverse as flatworms, annelids, arthropods, and vertebrates share genes associated with the embryonic development of photoreceptors.
576273.
Biology | Chapter XLIX
ასე რომ, ყველა ფოტორეცეპტორის გენეტიკური საყრდენები შესაძლოა უძველეს ბილატერალურ ცხოველებში წარმოქმნილიყო.
Thus, the genetic underpinnings of all photoreceptors may have evolved in the earliest bilateral animals.
576274.
Biology | Chapter XLIX
თვალების განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ცხოველებში ფორმირდება განვითარების ფორმაზეა დამოკიდებული, ის, თავის მხრივ, იმ გენეტიკური მექანიზმებით რეგულირდება, რომლებიც მოგვიანებით განვითარდა. ხოლო, ამ მექანიზმების ეფექტები, როგორც ჩანს, საერთო წინაპარი მექანიზმებიდან მომდინარეობს.
The specific types of eyes that form in an animal depend on developmental patterns regulated by genetic mechanisms that evolved later, and effects of those mechanisms appear to be superimposed on the common ancestral mechanism.
576275.
Biology | Chapter XLIX
მხედველობა ხერხემლიანებში.
Vision in Invertebrates.
576276.
Biology | Chapter XLIX
უხერხემლოთა უმეტესობას სინათლის შემგრძნები ორგანო აქვს.
Most invertebrates have some kind of light-detecting organ.
576277.
Biology | Chapter XLIX
ერთ-ერთი ყველაზე უმარტივესი არის planarias ocelusi, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციას სინათლის ინტენსივობისა და მიმართულების შესახებ, მაგრამ ვერ ახდენს გამოსახულების ფორმირებას.
One of the simplest is the ocellus (plural, ocelli) of planarians, which provides information about light intensity and direction but does not form images.
576278.
Biology | Chapter XLIX
ზოგჯერ თვალის ლაქას უწოდებენ. ოცელუსი შემოფარგლავს ფოტორეცეპტორებს და წარმოიქმნება უჯრედების შრით, რომელიც სინათლის მაბლოკირებელ პიგმენტს შეიცავს.
Sometimes called an eyespot or eye cup, an ocellus surrounds the photoreceptors and is formed by a layer of cells containing a screening pigment that blocks light.
576279.
Biology | Chapter XLIX
სინათლე შეიძლება შევიდეს ოცელუსში მხოლოდ ერთ მხარეს გახსნისას, სადაც პიგმენტი არ არის და ასტიმულიროს ფოტორეცეპტორები.
Light can enter an ocellus and stimulate the photoreceptors only through an opening on one side where there is no screening pigment.
576280.
Biology | Chapter XLIX
ერთი ოცელუსის ჭრილი მიმართულია მარცხნივ და ოდნავ წინ, ხოლო მეორისა - მარჯვნივ და წინ.
The opening of one ocellus faces left and slightly forward, and the opening of the other ocellus faces right-forward.