668043 Records found
577141.
Biology | Chapter LI
ხოლო ტყვეობაში მყოფი გადამფრენი შავთავა კი ჩვეულებრივი მიგრაციის სეზონის დაწყებისთანავე ღამით მოუსვენრად დახტიან გალიებში ანდა ქანდარაზე ჯდომისას ძალუმად იქნევენ ფრთებს.
During the normal season for migration, captive migratory blackcaps spend their nights hopping restlessly about their cages or rapidly flapping their wings while sitting on a perch.
577142.
Biology | Chapter LI
გერმანიაში, რადოლფზელის მაქს ფლანკის ორნითოლოგიის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, პიტერ ბერტჰოლდმა და მისმა კოლეგებმა, შეისწავლეს ამ ქცევის, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „მიგრაციის შფოთი“, გენეტიკური საფუძვლები შავთავების რამდენიმე პოპულაციაში.
Peter Berthold and his colleagues at the Max Planck Research Center for Ornithology in Radolfzell, Germany, studied the genetic basis of this behavior, known as "migratory restlessness," in several populations of blackcaps.
577143.
Biology | Chapter LI
ერთ-ერთი ასეთი კვლევისას მეცნიერთა გუნდმა შეაჯვარა ამ სახეობის სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები გადამფრენი შავთავა არაგადამფრენებთან, რომლებიც ბინადრობდნენ მწვანე კონცხის კუნძულებზე და მათი ნაშიერები გაზარდა ერთ ან მეორე გარემოში.
In one study, the research team crossed (mated) migratory blackcaps from southern Germany with nonmigratory blackcaps from Cape Verde and subjected their offspring to environments simulating one location or the other.
577144.
Biology | Chapter LI
ნაშიერთა დაახლოებით 40%-ს ორივე პირობებში გაზრდის შემთხვევაში აღენიშნათ მიგრაციის შფოთი, რამაც ბერტჰოლდი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მიგრაციის შფოთი მკაცრადაა განპირობებული გენეტიკით და მისდევს პოლიგენურ თანდაყოლილ მოდელს.
Approximately 40% of the offspring raised in both conditions showed migratory restlessness, leading Berthold to conclude that migratory restlessness is under genetic control and follows a polygenic inheritance pattern.
577145.
Biology | Chapter LI
სხვა ექსპერიმენტებმა ბერტჰოლდის ლაბორატორიაში გამოავლინეს გენეტიკური ზეგავლენა ამ სახეობის შავთავას მიგრაციის მრავალ კომპონენტზე.
Other breeding experiments in Berthold's laboratory have demonstrated genetic influences on many components of blackcap migration.
577146.
Biology | Chapter LI
ცხოველური სიგნალები და კომუნიკაცია.
Animal Signals and Communication.
577147.
Biology | Chapter LI
ცხოველებს შორის სოციალური ურთიერთობა მოიცავს უმეტესწილად ინფორმაციის გადაცემას ამა თუ იმ ქცევის მეშვეობით, რომელსაც სიგნალი ჰქვია, (იგი ასევე ცნობილია, როგორც გამოვლინება).
Much of the social interaction between animals involves transmitting information through specialized behaviors called signals (also known as displays).
577148.
Biology | Chapter LI
სიგნალის გადაცემა, მისი მიღება და მასზე პასუხი, შეადგენს ცხოველთა კომუნიკაციას, რაც წარმოადგენს ინდივიდებს შორის ურთიერთობის არსებით ელემენტს.
The transmission of, reception of, and response to signals constitute animal communication, an essential element of interactions between individuals.
577149.
Biology | Chapter LI
მიუხედავად იმისა, რომ გარემოს კომუნიკაციის ყველა სისტემაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, კომუნიკაციის ზოგიერთი მახასიათებელი მაინც ძლიერ გენეტიკურ კონტროლს ექვემდებარება.
Though the environment makes significant contributions to all communication systems, some of their features are under strong genetic control.
577150.
Biology | Chapter LI
ზოგიერთი სიგნალი ენერგიული ღირებულების თვალსაზრისით მეტად ქმედითია.
Many signals are very efficient in energy costs.
577151.
Biology | Chapter LI
მაგალითად, ტერიტორიის მაკონტროლებელ თევზებს შორის ჩვეული სიგნალია ფარფლის აშლა, რაც მათ მოცულობით უფრო დიდსა ხდის და ეს, როგორც წესი, საკმარისია ხოლმე, იმისათვის, რომ გააძევონ ტერიტორიაზე შემოჭრილი ინდივიდი.
For instance, a common signal between territorial fish is to erect their fins, which gives them a larger profile and is generally enough to drive off an intruding individual.
577152.
Biology | Chapter LI
ფარფლის აშლა უფრო ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე შემოჭრილი მამრის ტერიტორიიდან ბიძგებით გაძევება.
It takes less energy to erect fins than it does to push an intruding male from a territory.
577153.
Biology | Chapter LI
ცხოველები კომუნიკაციას ამყარებენ ვიზუალური, ბგერითი, ქიმიური (ყნოსვითი), შეხების და ელექტრული სიგნალების გამოყენებით.
Animals communicate using visual, auditory, chemical (olfactory), tactile, and electrical signals.
577154.
Biology | Chapter LI
სიგნალის ტიპი, რომელიც ინფორმაციის გადაცემისათვის გამოიყენება, მჭიდროდ უკავშირდება ცხოველის ცხოვრების წესსა და გარემოს.
The type of signal used to transmit information is closely related to an animal's lifestyle and environment.
577155.
Biology | Chapter LI
მაგალითად, ხმელეთის ძუძუმწოვრების უმეტესობა ღამეულია, რაც ვიზუალური სიგნალების გადაცემას მათთვის შედარებით არაეფექტურს ხდის.
For example, most terrestrial mammals are nocturnal, which makes visual displays relatively ineffective.
577156.
Biology | Chapter LI
მაგრამ ყნოსვითი და ბგერითი სიგნალები ეფექტურია, როგორც სიბნელეში ასევე სინათლეშიც და ძუძუმწოვრების მრავალი სახეობა იყენებს სიგნალის სწორედ ამ საშუალებებს.
But olfactory and auditory signals work as well in the dark as in the light, and most mammalian species signal by these means.
577157.
Biology | Chapter LI
ჩიტები კი, პირიქით, სადღეღამისოები არიან და ყნოსვითი შეგრძნება ცუდადა აქვთ განვითარებული.
Birds, by contrast, are mostly diurnal and have a relatively poor olfactory sense.
577158.
Biology | Chapter LI
ისინი ურთიერთობენ, ძირითადად, ვიზუალური და ბგერითი სიგნალებით.
They communicate primarily by visual and auditory signals.
577159.
Biology | Chapter LI
ძუძუმწოვრების უმრავლესობისგან განსხვავებით ადამიანებიც სადღეღამისოები არიან და ისინიც, ჩიტების მსგავსად, ძირითადად იყენებენ ვიზუალური და ბგერითი კომუნიკაციის საშუალებებს.
Unlike most mammals, humans are diurnal and, like birds, use mainly visual and auditory communication.
577160.
Biology | Chapter LI
ამიტომაც ჩვენ გვხვდება სიმღერები და კაშკაშა ფერები, რომლებსაც ჩიტები იყენებენ კომუნიკაციისთვის.
Therefore, we can detect the songs and bright colors that birds use to communicate with each other.