668043 Records found
577921.
Biology | Chapter LII
ექსპონენციური ზრდის დაახლოებით 60 წლის შემდეგ სპილოთა დიდმა რაოდენობამ ისეთი დიდი ზიანი მიაყენა პარკის ვეგეტაციას, რომ პარკი სპილოთა საკვები მარაგის ამოწურვის საშიშროების წინაშე დადგა, რაც პოპულაციის ზრდისათვის ბოლოს მოღებას მოასწავებდა მათი შიმშილით სიკვდილის გამო.
After approximately 60 years of exponential growth, the large number of elephants had caused enough damage to the park vegetation that a collapse in the elephant food supply was likely, leading to an end to population growth through starvation.
577922.
Biology | Chapter LII
ვიდრე ეს მოხდებოდა პარკის ხელმძღვანელობამ, პარკის სხვა სახეობათა და ეკოსისტემის დასაცავად, დაიწყო სპილოთა პოპულაციის ლიმიტაცია შობადობის გაკონტროლებისა და სპილოთა სხვა ქვეყნებში ექსპორტირების მეშვეობით.
To protect other species and the park ecosystem before that happened, park managers began limiting the elephant population by using birth control and exporting elephants to other countries.
577923.
Biology | Chapter LII
ლოჯისტიკური ზრდის მოდელი მოიცავს საარსებო შესაძლებლობათა კონცეფციას.
The logistic growth model includes the concept of carrying capacity.
577924.
Biology | Chapter LII
ექსპონენციური ზრდის მოდელს, როცა რესურსები შეუზღუდავადაა, რეალურ სამყაროში არ ვხვდებით.
The exponential growth model assumes resources are unlimited, which is never the case in the real world.
577925.
Biology | Chapter LII
პოპულაციის სიხშირის ზრდასთან ერთად თითოეულ ინდივიდს სულ უფრო მცირე რესურსებზე მიუწვდება ხელი.
As population density increases, each individual has access to fewer resources.
577926.
Biology | Chapter LII
ეკოლოგები საარსებო შესაძლებლობას, რომელიც გამოიხატება, როგორც K, განმარტავენ, როგორც პოპულაციის ზომის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება, რომ გარკვეულმა გარემომ დაიტიოს.
Ecologists define carrying capacity, symbolized as K, as the maximum population size that a particular environment can support.
577927.
Biology | Chapter LII
საარსებო შესაძლებლობათა მოცულობა ფიქსირებული არ არის, იგი ვარირებს დროსა და სივრცეში ლიმიტირებული რესურსების რაოდენობის მიხედვით.
Carrying capacity is not fixed, but varies over space and time with the abundance of limiting resources.
577928.
Biology | Chapter LII
ენერგია, თავშესაფარი, ნიადაგის საკვები ნივთიერებები, წყალი და ბუნაგებისათვის შესაფერისი ადგილები, ყველაფერი ეს შეიძლება მივიჩნიოთ ლიმიტირებულ ფაქტორებად.
Energy, shelters, refuges from predators, soil nutrients, water, and suitable nesting sites can all be limiting factors.
577929.
Biology | Chapter LII
მაგალითად, საარსებო შესაძლებლობანი ღამურებისათვის შეიძლება იყოს მაღალი ისეთ გარემოში, სადაც შესაბამისი თავშესაფარია და უხვადაა მფრინავი მწერები, და შეიძლება დაბალი იყოს იქ, სადაც საკვები უხვადაა, მაგრამ შესაფერისი თავშესაფარი უფრო ნაკლებად.
For example, the carrying capacity for bats may be high in a habitat with abundant flying insects and roosting sites but lower where there is abundant food but fewer suitable shelters.
577930.
Biology | Chapter LII
პოპულაციის ზრდის დონეზე ასევე შეიძლება ჰქონდეს ძალიან დიდი გავლენა ინდივიდების დიდი რაოდენობით თავმოყრასაც და რესურსების ლიმიტაციასაც.
Crowding and resource limitations can have a profound effect on the population growth rate.
577931.
Biology | Chapter LII
თუ ინდივიდებს არ ექნებათ საჭირო რაოდენობის რესურსებით მომარაგებისა და რეპროდუქციის საშუალება, მაშინ ერთ სულზე შობადობის მაჩვენებელი (b) შემცირდება.
If individuals cannot obtain sufficient resources to reproduce, the per capita birth rate (b) will decline.
577932.
Biology | Chapter LII
თუ ისინი ვერ მოიძიებენ და ვერ მიიღებენ საკუთარი თავის უზრუნველსაყოფებად საჭირო ენერგიას, მაშინ ერთ სულზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი (m) გაიზრდება.
If they cannot find and consume enough energy to maintain themselves, the per capita death rate (m) may increase.
577933.
Biology | Chapter LII
როცა b მცირდება ანდა m იზრდება, ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელი, r, დაბლა იწევს.
A decrease in b or an increase in m results in a lower per capita rate of increase, r.
577934.
Biology | Chapter LII
ლოჯისტიკური ზრდის მოდელი.
The Logistic Growth Model.
577935.
Biology | Chapter LII
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მათემატიკური მოდელი, იმდაგვარად, რომ შიგ შევიტანოთ ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს ზრდის მაჩვენებელში, როცა პოპულაციის ზომა უახლოვდება საარსებო შესაძლებლობების ზღვარს.
We can modify our mathematical model to incorporate changes in growth rate as the population size nears the carrying capacity.
577936.
Biology | Chapter LII
პოპულაციის ზრდის ლოჯისტიკურ მოდელში ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელი დაბლა ეცემა, საარსებო შესაძლებლობების ზღვართან მიახლოებისას.
In the logistic population growth model, the capita rate of increase declines as carrying capacity is reached.
577937.
Biology | Chapter LII
ლოჯისტიკური მოდელის აგებას ჩვენ ვიწყებთ ზრდის ექსპონენციური მოდელით და ვამატებთ მაჩვენებლებს, რაც დაბლა სწევს ერთ სულზე ზრდის მანიშნებელს, იმ პირობებში, როცა N იზრდება.
To construct the logistic model, we start with the exponential population growth model and add an expression that reduces the per capita rate of increase as N increases.
577938.
Biology | Chapter LII
თუ პოპულაციის მაქსიმალური ზომა, რაც გარემომ შეიძლება, რომ დაიტიოს (ანუ საარსებო შესაძლებლობები), არის K, მაშინ K – N არის იმ დამატებითი ინდივიდების რაოდენობა, რომლებიც გარემომ შეიძლება, რომ დაიტიოს, ხოლო (K – N)/K წარმოადგენს K-ს ნაწილს, რაც ჯერ კიდევ დასაშვებია პოპულაციის ზრდაში.
If the maximum sustainable population size (carrying capacity) is K, then K N is the number of additional individuals the environment can accommodate, and (K-N)/K is the fraction of K that is still available for population growth.
577939.
Biology | Chapter LII
ექსპონენციური ზრდის მაჩვენებლის, გამრავლებით (K – N)/K –ზე, ჩვენ გამოვთვლით პოპულაციის მაჩვენებელს იმ პირობებში, როცა N იზრდება.
By multiplying the exponential rate of increase maxN by (K N)/K, we modify the growth rate of the population as N increases.
577940.
Biology | Chapter LII
სურათი 52.3 წარმოადგენს პოპულაციის ზრდის მაჩვენებლის გამოთვლას პოპულაციის სხვადასხვა ზომის შემთხვევებში, იმ ჰიპოთეზური პოპულაციისათვის, რომელიც ლოჯისტიკური მოდელის მიხედვით იზრდება.
Table 52.3 shows calculations of population growth rate at various population sizes for a hypothetical population growing according to the logistic model.