მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577901.
ბიოლოგია | თავი LII
ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ პოპულაციის ზომის ცვლილება ფიქსირებული დროის ინტერვალში ქვემოთ მოყვანილი ვერბალური ტოლობის მეშვეობით.
We can thus define a change in population size during a fixed time interval with the following verbal equation.
577902.
ბიოლოგია | თავი LII
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათემატიკური გამოთვლის სისტემა ამ ურთიერთობის უფრო მოკლედ გამოსახატავად.
We can use mathematical notation to express this relationship more concisely.
577903.
ბიოლოგია | თავი LII
თუ N წარმოადგენს პოპულაციის ზომას და t წარმოადგენს დროს, მაშინ ΔN – არის ცვლილება პოპულაციის ზომაში, ხოლო Δt – დროის ინტერვალი (რომელიც შეესაბამება სიცოცხლის პერიოდს ანდა სახეობის თაობის დროს), რომლის განმავლობაშიც ჩვენ გამოვითვლით პოპულაციის ზრდას.
If N represents population size and t represents time, then AN is the change in population size, and at is the time interval (appropriate to the life span or generation time of the species) over which we are evaluating population growth.
577904.
ბიოლოგია | თავი LII
ბერძნული ასო Δ – დელტა, აღნიშნავს ცვლილებებს, როგორიცაა, დროის ცვლილება.
The Greek letter delta, A, indicates change, such as change in time.
577905.
ბიოლოგია | თავი LII
ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივი მოდელი ისეთ მოდელად გარდავქმნათ, სადაც დაბადება და სიკვდილი გამოხატულია, როგორც ერთ ინდივიდზე შობადობისა და სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი გარკვეული დროის ინტერვალში.
Next, we can convert this simple model into one in which births and deaths are expressed as the average number of births and deaths per individual during the specified time interval.
577906.
ბიოლოგია | თავი LII
ერთ სულზე შობადობის დონე არის იმ ნაშიერთა რაოდენობა, რომლებიც წარმოიშვნენ დროის ერთ წილში პოპულაციის საშუალო წევრის მიერ.
The per capita birth rate is the number of offspring produced per unit of time by an average member of the population.
577907.
ბიოლოგია | თავი LII
თუ მაგალითად, 1.000 ინდივიდისაგან შემდგარ პოპულაციაში წელიწადში 34 დაბადების შემთხვევაა, მაშინ ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი ერთ სულზე იქნება 34/1000.
If, for example, there are 34 births per year in a population of 1,000 individuals, the annual per capita birth rate is 34/1000, or 0.034.
577908.
ბიოლოგია | თავი LII
თუ m =0.016 ერთ წელიწადში, ჩვენ უნდა მოველოდეთ ყოველწლიურად სიკვდილს 16 შემთხვევას იმ პოპულაციაში, რომელიც 1.000 ინდივიდისაგან შედგება.
If m = 0.016 per year, we would expect 16 deaths per year in a population of 1,000 individuals.
577909.
ბიოლოგია | თავი LII
ბუნებრივი პოპულაციისათვის ერთ სულზე შობადობის ან სიკვდილიანობის დონე შეიძლება გამოვითვალოთ პოპულაციის ზომის და ამ პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და რეპროდუქციულობის მაჩვენებელი დიაგრამული მონაცემების მიხედვით.
For natural populations or those in the laboratory, the per capita birth and death rates can be calculated from estimates of population size and data in life tables and reproductive tables.
577910.
ბიოლოგია | თავი LII
ექსპონენციური ზრდა.
Exponential Growth.
577911.
ბიოლოგია | თავი LII
წინ ჩვენ განვიხილეთ პოპულაცია, რომლის თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომია უხვი საკვები და რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად გამრავლება მათი ფიზიოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.
Earlier, we described a population whose members all have access to abundant food and are free to reproduce at their physiological capacity.
577912.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ასეთ იდეალურ პირობებში ზრდას ეწოდება პოპულაციის ექსპონენციური ზრდა, იგი ასევე ცნობილია, როგორც პოპულაციის გეომეტრიული ზრდა.
Population increase under these ideal conditions is called exponential population growth, also known as geometric population growth.
577913.
ბიოლოგია | თავი LII
ამ პირობებში ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელმა სახეობებში შეიძლება მიაღწიოს მაქსიმალურ ნიშნულს, ამას ეწოდება ზრდის ნამდვილი (ბუნებრივი) მაჩვენებელი და იგი აღინიშნება, როგორც Rmax.
Under these conditions, the per capita rate of increase may assume the maximum rate for the species, called the intrinsic rate of increase and denoted as "Rmax".
577914.
ბიოლოგია | თავი LII
ამრიგად, პოპულაციის ექსპონენციური ზრდის ტოლობა იქნება: ექსპონენციურად მზარდი პოპულაციის ზომა გარკვეულ დონემდე იზრდება და საბოლოოდ იღებს J ფორმის მრუდის სახეს.
The size of a population that is growing exponentially increases at a constant rate, resulting eventually in a J-shaped growth curve.
577915.
ბიოლოგია | თავი LII
როცა ზრდის ბუნებრივი მაჩვენებელი მუდმივია, პოპულაცია უფრო მეტ ახალ ინდივიდს იძენს დროის ერთ წილში, იმ პირობებში, როცა ის დიდია, ვიდრე მაშინ, როცა ის პატარაა.
Although the intrinsic rate of increase is constant, the population accumulates more new individuals per unit of time when it is large than when it is small.
577916.
ბიოლოგია | თავი LII
ასე, რომ მრუდი, რომელიც გამოსახულია დიაგრამაზე 52.9, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ციცაბო ხდება.
Thus, the curves in Figure 52.9 get progressively steeper over time.
577917.
ბიოლოგია | თავი LII
ეს იმიტომ, რომ პოპულაციის ზრდა დამოკიდებულია N-ზე და ასევე Rmax-ზე, ხოლო როცა მათ ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელი ერთნაირი აქვთ, დიდ პოპულაციაში უფრო მეტია შობადობის შემთხვევები (და სიკვდილიანობისაც), ვიდრე პატარა პოპულაციაში.
This occurs because population growth depends on N as well as Rmax, and larger populations experience more births (and deaths) than small ones growing at the same per capita rate.
577918.
ბიოლოგია | თავი LII
დიაგრამიდან 52.9. ასევე ნათელი ხდება, რომ ის პოპულაცია, რომელსაც ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელი მაღალი აქვს, უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ის პოპულაცია, რომელსაც ზრდის დაბალი მაჩვენებელი აქვს.
It is also clear from Figure 52.9 that a population with a higher intrinsic rate of increase will grow faster than one with a lower rate of increase.
577919.
ბიოლოგია | თავი LII
ექსპონენციური ზრდის J ფორმის მრუდი ახასიათებს ასევე ზოგიერთ ისეთ პოპულაციებს, რომლებიც ახალ, უცხო გარემოში არიან შეყვანილნი ანდა რომელთა წევრებიც რაიმე კატასტროფული მოვლენის შედეგად სასტიკად შემცირდნენ და უკუქმედების ეფექტით, ახლა ინაზღაურებენ რაოდენობრივ ზრდას.
The J-shaped curve of exponential growth is characteristic of some populations that are introduced into a new or unfilled environment or whose numbers have been drastically reduced by a catastrophic event and are rebounding.
577920.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, სურათი 52.10. წარმოადგენს პოპულაციის ექსპონენციური ზრდის სურათს, რომელსაც ადგილი ჰქონდა კრეგერის ნაციონალური პარკის სპილოების პოპულაციაში, სამხრეთ აფრიკაში, მას შემდეგ რაც მათზე ნადირობა აიკრძალა.
For example, Figure 52.10 illustrates the exponential population growth that occurred in the population of elephants in Kruger National Park, South Africa, after they were protected from hunting.