მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577941.
ბიოლოგია | თავი LII
როცა N უფრო მცირეა ვიდრე K, პირობა: (K – N)/K უფრო დიდია, ხოლო ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელი R max (K – N)/K, უახლოვდება ზრდის მაქსიმალურ მაჩვენებელს.
When N is small compared to K, the term (K N)/K is large, and the per capita rate of increase max(K N)/K, is close to the intrinsic (maximum) rate of increase.
577942.
ბიოლოგია | თავი LII
მაგრამ, როცა N უფრო დიდია, ხოლო რესურსები ლიმიტირებული, მაშინ (K – N)/K უფრო მცირეა და ასევე მცირეა ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელიც.
But when N is large, and resources are limiting, then (K-N)/K is small, and so is the per capita rate of increase.
577943.
ბიოლოგია | თავი LII
როცა N და K ტოლია, პოპულაცია წყვეტს ზრდას.
When N equals K, the population stops growing.
577944.
ბიოლოგია | თავი LII
ყურადღება მიაქციეთ ცხრილში 52.3, რომ პოპულაციის მთლიანი ზრდის მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულს აღწევს და ხდება +13 ერთი წლის განმავლობაში, მაშინ, როცა პოპულაციის ზომა შეადგენს ხუთასს ანუ საარსებო შესაძლებლობის ნახევარს.
Notice in Table 52.3 that the overall population growth rate is highest, +13, over a year when the population size is 500, or half the carrying capacity.
577945.
ბიოლოგია | თავი LII
ეს გამოწვეულია იმით, რომ არსებობს ბალანსი ერთ სულზე ზრდის მაჩვენებლისა და პოპულაციის ზომას შორის.
This is due to the balance between per capita rate of increase and population size.
577946.
ბიოლოგია | თავი LII
როცა პოპულაციის ზომაა 500, ერთ სულზე ზრდის მაჩვენებელი შედარებით მაღალი რჩება (ანუ მაქსიმალური დონის ნახევარი) და პოპულაციაში არის უფრო მეტი გამრავლებისუნარიანი ინდივიდი, ვიდრე იმ პოპულაციაში, რომლის ზომა უფრო ნაკლებია.
At a population size of 500, the per capita rate of increase remains relatively high (one-half the maximum rate), and there are many more reproducing individuals in the population than at lower population sizes.
577947.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ზრდის ლოჯისტიკური მოდელი ქმნის სიგმოიდალური, S ფორმის მრუდს, როგორც ზრდის მაჩვენებელს, როცა N შედგენილია დროის გათვალისწინებით.
The logistic model of population growth produces a sigmoid (S-shaped) growth curve when N is plotted over time.
577948.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციას ძალიან სწრაფად ემატება ახალი ინდივიდები და ეს ზრდის პოპულაციის საშუალო ზომას, მაშინ როცა პოპულაციაში არა მარტო საკმაო რაოდენობის შობადობისუნარიანი ინდივიდებია, არამედ საკმარისი ადგილი და გარემოს სხვა რესურსებიც უხვადაა.
New individuals are added to the population most rapidly at intermediate population sizes, when there is not only a breeding population of substantial size but also lots of available space and other resources in the environment.
577949.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის ზრდის დონე შესამჩნევად ნელდება როცა N უახლოვდება K-ს.
The population growth rate slows dramatically as N approaches K.
577950.
ბიოლოგია | თავი LII
ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, თუ რატომ ეცემა პოპულაციის ზრდის დონე, მაშინ, როცა N უახლოვდება K-ს.
Notice that we haven't said anything about why the population growth rate slows as N approaches K.
577951.
ბიოლოგია | თავი LII
პოპულაციის დონის შესამცირებლად უნდა შემცირდეს შობადობის მაჩვენებელი, b, ან უნდა გაიზარდოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, m, ანდა ორივე ერთად.
For a population's growth rate to decrease, either the birth rate b must decrease, the death rate m must increase, or both.
577952.
ბიოლოგია | თავი LII
ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთ ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ მაჩვენებლებზე.
We will consider some of the factors affecting these rates.
577953.
ბიოლოგია | თავი LII
ლოჯისტიკური მოდელი და რეალური პოპულაციები.
The Logistic Model and Real Populations.
577954.
ბიოლოგია | თავი LII
ზოგიერთი პატარა ცხოველის ლაბორატორიული პოპულაციების ზრდას, ისეთის როგორიცაა ხოჭოები და კიბოსებრები ანდა სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები, როგორიცაა parameciumი და საფუარი ბაქტერიები, აბსოლუტურად შეესაბამება S ფორმის მრუდი.
The growth of laboratory populations of some small animals, such as beetles and crustaceans, and of some microorganisms, such as paramecia, yeasts, and bacteria, fits an S-shaped curve fairly well.
577955.
ბიოლოგია | თავი LII
ამ პოპულაციებს ზრდიან ისეთ სტაბილურ გარემოში, სადაც არ არიან მტაცებლები და სხვა სახეობანი, რომლებიც რესურსების მოპოვებაში შეეჯიბრებიან მათ, ეს ის პირობებია, როგორიც ბუნებაში იშვიათობას წარმოადგენს.
These populations are grown in a constant environment lacking predators and other species that may compete for resources, conditions that rarely occur in nature.
577956.
ბიოლოგია | თავი LII
ზოგიერთი ძირეული მოსაზრებები, რასაც ლოჯისტიკური მოდელი ეყრდნობა, აშკარად არ ვრცელდება ყველა პოპულაციაზე.
Some of the basic assumptions built into the logistic model clearly do not apply to all populations.
577957.
ბიოლოგია | თავი LII
მაგალითად, ლოჯისტიკური მოდელი გვთავაზობს, რომ პოპულაციები მყისვე ადაპტირდებიან პოპულაციის ზრდასთან და საარსებო შესაძლებლობას შეუფერხებლად აღწევენ.
For example, the logistic model assumes that populations adjust instantaneously to growth and approach carrying capacity smoothly.
577958.
ბიოლოგია | თავი LII
თუმცა უმეტესობა ბუნებრივ პოპულაციებში ადგილი აქვს შეფერხებებს, იქამდე ვიდრე მზარდი პოპულაციის ნეგატიური შედეგი დადგებოდეს.
In most natural populations, however, there is a lag time before the negative effects of an increasing population are realized.
577959.
ბიოლოგია | თავი LII
თუ პოპულაციისთვის საკვები არასაკმარისი შეიქმნა, რეპროდუქცია შემცირდება.
If food becomes limiting for a population, for instance, reproduction will be reduced.
577960.
ბიოლოგია | თავი LII
თუმცა შობადობის დონემ შეიძლება მყისვე არ იკლოს, რადგანაც მდედრებმა შეიძლება გამოიყენონ თავიანთი ენერგია და განაგრძონ გამრავლება კიდევ ცოტა ხანს.
However, the birth rate may not decline immediately since females may use their energy reserves to continue reproducing for a short time.