668043 Records found
578161.
Biology | Chapter LII
1970 წელს ჩინეთში შობადობის დონე უჩვენებდა, რომ ერთ ქალზე მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში მოდიოდა 5.9 ბავშვი საშუალოდ (მთლიანი ნაყოფიერების მაჩვენებელი).
In 1970, the Chinese birth rate predicted an average of 5.9 children per woman per lifetime (total fertility rate).
578162.
Biology | Chapter LII
2004 წლისათვის, მეტწილად მთავრობის მკაცრი ერთშვილიანი პოლიტიკის გატარების წყალობით მოსალოდნელი ნაყოფიერების მაჩვენებელმა შეადგინა 1.7 ბავშვი.
By 2004, largely because of the government's strict one-child policy, the expected total fertility rate was 1.7 children.
578163.
Biology | Chapter LII
ინდოეთში შობადობის დონემ უფრო ნელა იკლო.
In India, birth rates have fallen more slowly.
578164.
Biology | Chapter LII
აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში შობადობის დაბალ დონეზე გადასვლას დრამატული ხასიათი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ შობადობის დონე ისევ მაღალი დარჩა ქვე-საჰარულ აფრიკაში.
In some countries of Africa, the transition to lower birth rates has been dramatic, though birth rates remain high in most of sub-Saharan Africa.
578165.
Biology | Chapter LII
როგორ გავლენას ახდენს ასეთი განსხვავებული შობადობის დონე მსოფლიოს პოპულაციის ზრდაზე?
How do such variable birth rates affect the growth of the world's population?
578166.
Biology | Chapter LII
განვითარებულ ერებში პოპულაციებს გაწონასწორებული სახე აქვთ, (ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 0.1% ყოველწლიურად) და რეპროდუქციულობის მაჩვენებელ ჩანაცვლების, შევსების დონესთან ახლოსაა.
In the developed nations, populations are near equilibrium (growth rate about 0.1% per year), with reproductive rates near the replacement level.
578167.
Biology | Chapter LII
მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, კანადის, გერმანიის, იაპონიის, იტალიის და გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, მთლიანი რეპროდუქციული მაჩვენებელი, ფაქტობრივად, შევსების დონის ქვემოთაა.
In many developed countries, including Canada, Germany, Japan, Italy, and the United Kingdom, total reproductive rates are, in fact below replacement.
578168.
Biology | Chapter LII
ეს პოპულაციები საბოლოოდ შემცირდება თუ იმიგრაციას არ ექნება ადგილი და თუ შობადობის დონე არ შეიცვლება.
These populations will eventually decline if there is no immigration and if the birth rate does not change.
578169.
Biology | Chapter LII
ფაქტობრივად პოპულაცია უკვე მცირდება დასავლეთისა და ცენტრალური ევროპის მრავალ ქვეყანაში.
In fact, the population is already declining in many eastern and central European countries.
578170.
Biology | Chapter LII
პოპულაციის არსებული გლობალური ზრდა (1.4% წლიურად) მოდის განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე, სადაც ამჟამად დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის 80% ცხოვრობს.
Most of the current global population growth (1.4% per year) is concentrated in developing countries, where about 80% of the world's people now live.
578171.
Biology | Chapter LII
ადამიანის პოპულაციის ზრდის უნიკალურ თვისებას წარმოადგენს მისი გაკონტროლების საშუალება ოჯახის დაგეგმარებისა და ნებაყოფლობითი კონტრაცეფციის გზით.
A unique feature of human population growth is the ability to control it with family planning and voluntary contraception.
578172.
Biology | Chapter LII
ოჯახის შემცირებული ზომა წარმოადგენს დემოგრაფიული გადაადგილების ძირითად საყრდენს.
Reduced family size is the key to the demographic transition.
578173.
Biology | Chapter LII
სოციალური ცვლილებები და მზარდი მისწრაფება განათლებისა და კარიერისაკენ მრავალი სხვადასხვა კულტურის ქალებში სტიმულს აძლევს მათ არ იჩქარონ ქორწინება და გადადონ გამრავლება.
Social change and the rising educational and career aspirations of women in many cultures encourage women to delay marriage and postpone reproduction.
578174.
Biology | Chapter LII
რეპროდუქციის შეგვიანება ხელს უწყობს პოპულაციის ზრდის მაჩვენებლის შემცირებას და საზოგადოება მიჰყავს პოპულაციის ზრდის ნულოვანი მაჩვენებლისაკენ, რაც როგორც შობადობის, ასევე სიკვდილიანობის დაბალი დონით ხასიათდება.
Delayed reproduction helps to decrease population growth rates and to move society toward zero population growth under conditions of low birth rates and low death rates.
578175.
Biology | Chapter LII
თუმცა იმის შესახებ, თუ რა სახის ხელშეწყობაა საჭირო ოჯახის დაგეგმარების გლობალური ღონისძიების გასატარებლად, არსებობს დიდი აზრთა სხვადასხვაობა მსოფლიოს ლიდერებს შორის.
However, there is a great deal of disagreement among world leaders as to how much support should be provided for global family planning efforts.
578176.
Biology | Chapter LII
ასაკობრივი სტრუქტურა.
Age Structure.
578177.
Biology | Chapter LII
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ცვლილებას აწმყოსა და მომავლის ზრდის ტენდენციებში წარმოადგენს ქვეყნის ასაკობრივი სტრუქტურა, ყველა ასაკის ინდივიდთა შეფარდებითი რაოდენობა.
One important demographic variable in present and future growth trends is a country's age structure, the relative number of individuals of each age.
578178.
Biology | Chapter LII
ასაკობრივი სტრუქტურა ჩვეულებრივ წარმოდგენილია ხოლმე პირამიდის ფორმით, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე 52.25.
Age structure is commonly represented in "pyramids," such as those shown in Figure 52.25.
578179.
Biology | Chapter LII
იტალიისათვის პირამიდას აქვს ვიწრო საძირკველი, რაც იმაზე მიუნიშნებს, რომ ამ პოპულაციაში შედარებით მცირედაა წარმოდგენილი ინდივიდები, რომლებიც რეპროდუქციულ ასაკზე ახალგაზრდები არიან.
For Italy, the pyramid has a small base, indicating that individuals younger than reproductive age are relatively underrepresented in the population.
578180.
Biology | Chapter LII
ეს სიტუაცია საფუძველს აძლევს ვარაუდს იმის შესახებ, რომ იტალიაში პოპულაციის შემცირებას ექნება ადგილი.
This situation contributes to the projection of a continuing population decrease in Italy.