668043 Records found
578181.
Biology | Chapter LII
ამის საპირისპიროდ, ავღანეთის ასაკობრივი სტრუქტურა წარმოდგენილია უფრო ფართო საძირკვლის მქონე პირამიდით.
In contrast, Afghanistan has an age structure that is bottom-heavy.
578182.
Biology | Chapter LII
ამერიკის შეერთებული შტატების ასაკობრივი სტრუქტურა შედარებით თანაბარია (რეპროდუქციულობის ასაკის შემდგომ დონემდე) შვერილის გარდა, რაც შეესაბამება „ბავშვობის ასაკის“ ბუმს, და რაც დაახლოებით ორი ათეული წელი გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.
The age structure for the United States is relatively even (until the older, postreproductive ages) except for a bulge that corresponds to the "baby boom" that lasted for about two decades after the end of World War II.
578183.
Biology | Chapter LII
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებში დაბადებულ წყვილებს საშუალოდ ორ შვილზე ნაკლები ეყოლათ, ერის შობადობის მაჩვენებელი მთლიანობაში აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რადგანაც ჯერ კიდევ მრავლად არიან „ბუმერები“ და მათი რეპროდუქციულობის ასაკის შვილები.
Even though couples born during those years have had an average of fewer than two children, the nation's overall birth rate still exceeds the death rate because there are still so many "boomers" and their offspring of reproductive age.
578184.
Biology | Chapter LII
ამას გარდა, თუმცა მიმდინარე რეპროდუქციულობის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგენს 2.1 შვილს ერთ ქალზე (დაახლოებით ეს უდრის შევსების მაჩვენებელს), მაინც მოელიან პოპულაციის ნელ ზრდას 2050 წლამდე იმიგრაციის ხარჯზე.
Moreover, although the current total reproductive rate in the United States is 2.1 children per woman, approximately the replacement rate, the population is projected to grow slowly through 2050 as a result of immigration.
578185.
Biology | Chapter LII
ასაკობრივი სტრუქტურის დიაგრამები მხოლოდ წინასწარ კი არ განჭვრეტს პოპულაციის ზრდის ტენდენციებს, არამედ მათ შეუძლიათ ასევე შუქი მოჰფინონ სოციალურ პირობებსაც.
Age-structure diagrams not only predict a population's growth trends, but they can also illuminate social conditions.
578186.
Biology | Chapter LII
სურათზე 52.25. მოცემულ დიაგრამებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ, მაგალითად, რომ დასაქმებისა და განათლების პირობები შემდგომშიც იქნება პრობლემა ავღანეთისათვის.
Based on the diagrams in Figure 52.25, we can predict, for instance, that employment and education opportunities will continue to be a significant problem for Afghanistan in the foreseeable future.
578187.
Biology | Chapter LII
ახალგაზრდათა დიდი რაოდენობის შემოერთება ავღანეთის პოპულაციასთან, შეიძლება ასევე შემდგომშიც დარჩეს სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემად, განსაკუთრებით თუ მათი მოთხოვნებისა და მისწრაფებების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.
The large number of young entering the Afghan population could also be a source of continuing social and political unrest, particularly if their needs and aspirations are not met.
578188.
Biology | Chapter LII
იტალიასა და შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა შრომისუნარიანობის ასაკის ადამიანების შემცირებული პროპორცია მალე ხელს შეუწყობს საპენსიო ასაკის „ბუმერების“ მზარდ პოპულაციას.
In Italy and the United States, a decreasing proportion of younger working-age people will soon be supporting an increasing population of retired "boomers."
578189.
Biology | Chapter LII
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დემოგრაფიულმა მახასიათებელმა სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სამომავლო მდგომარეობა პოლიტიკურ თემად აქცია.
In the United States, this demographic feature has made the future of Social Security and Medicare a major political issue.
578190.
Biology | Chapter LII
ასაკობრივი სტრუქტურის ცოდნა დაგვეხმარება მომავლის დაგეგმვაში.
Understanding age structures can help us plan for the future.
578191.
Biology | Chapter LII
ბავშვთა სიკვდილიანობა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა.
Infant Mortality and Life Expectancy.
578192.
Biology | Chapter LII
ბავშვთა სიკვდილიანობა, ანუ ბავშვთა სიკვდილის შემთხვევათა რაოდენობა 1.000 ახალშობილზე და სიცოცხლის ხანგრძლივობა ანუ მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაბადებისას განსხვავებული მაჩვენებლითაა წარმოდგენილი ადამიანის სხვადასხვა პოპულაციებში.
Infant mortality, the number of infant deaths per 1,000 live births, and life expectancy at birth, the predicted average length of life at birth vary widely among different human populations.
578193.
Biology | Chapter LII
ეს განსხვავებები დამოკიდებულია ცხოვრების პირობებზე, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან დაბადებისას.
These differences reflect the quality of life faced by children at birth.
578194.
Biology | Chapter LII
სურათი 52.26. იძლევა მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელს 2000 წლისათვის.
Figure 52.26 contrasts average infant mortality and average life expectancy in the developed and developing countries of the world in 2000.
578195.
Biology | Chapter LII
თუმცა მოცემული საშუალო მაჩვენებლები თვალსაჩინოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ისინი ყოველმხრივ არ ასახავენ არსებული ადამიანური პირობების სრულ სურათს.
While these averages are markedly different, they do not capture the broad range of the human condition.
578196.
Biology | Chapter LII
2003 წელს, მაგალითად, ავღანეთში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო ისევ 143.
In 2003, for example, Afghanistan had an infant mortality rate of 143.
578197.
Biology | Chapter LII
ამის საპირისპიროდ, იაპონიაში 1.000 დაბადებულიდან მხოლოდ სამი ბავშვი იღუპებოდა.
By contrast, in Japan only 3 children out of every 1,000 born died in infancy.
578198.
Biology | Chapter LII
უფრო მეტიც, სიცოცხლის ხანგრძლივობა ავღანეთში შეადგენდა 47 წელს, ხოლო იაპონიაში 81 წელს.
Moreover, life expectancy at birth in Afghanistan was 47 years, compared to 81 years in Japan.
578199.
Biology | Chapter LII
თუმცა გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა 1950 წლის შემდეგ გაიზარდა, სულ ბოლო პერიოდში იგი დაეცა მთელ რიგ რეგიონებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა და აფრიკის ქვე-საჰარას ჩათვლით.
While global life expectancy has been increasing since about 1950, more recently it has dropped in a number of regions, including countries of the former Soviet Union and in sub-Saharan Africa.
578200.
Biology | Chapter LII
ამ რეგიონებში ღრმა სოციალურმა ცვლილებებმა, რამაც ინფრასტრუქტურა გაანადგურა, და ინფექციურმა დაავადებებმა, როგორიცაა შიდსი და ტუბერკულოზი, გამოიწვიეს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
In these regions, the combination of social upheaval, decaying infrastructure, and infectious diseases such as AIDS and tuberculosis is reducing life expectancy.