668043 Records found
578401.
Biology | Chapter LIII
ამის საპირისპიროდ მრავალი ხის ბაყაყის აპოსემატული შეფერილობა და მრავალი სხვადასხვა მტაცებლის საპასუხო თავის არიდების რეაქცია არ კვალიფიცირდება კოევოლუციად, რადგანაც ეს წარმოადგენს თანასაზოგადოებაში უამრავი სახეობის ადაპტაციებს და არა წყვილურ გენეტიკურ ცვლილებებს მხოლოდ ორ სახეობას შორის.
In contrast, the aposematic colouration of various tree frogs and the corresponding aversion reactions of various predators do not qualify as coevolution because these are adaptations to multiple species in the community rather than coupled genetic changes in just two interacting species.
578402.
Biology | Chapter LIII
ფაქტობრივად ტერმინი, კოევოლუცია, შეიძლება ხშირად ფართო მნიშვნელობით იქნეს გამოყენებული გარკვეული ორგანიზმების ადაპტაციების აღწერისას თანასაზოგადოებაში სხვა ორგანიზმებთან ერთად ცხოვრებისას.
In fact, the term coevolution may often be used too loosely in describing the adaptations of certain organisms to the presence of other organisms in a community.
578403.
Biology | Chapter LIII
ინტერსპეციფიკური ურთიერთობის უმეტესობა შემთხვევაში ჭეშმარიტი თანაევოლუციის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ძალიან ცოტაა.
There is little evidence for true coevolution in most cases of interspecific interactions.
578404.
Biology | Chapter LIII
მიუხედავად ამისა, გარემოში ერთი ორგანიზმის მეორე ორგანიზმთან ყველაზე უფრო განზოგადებული ადაპტაცია ცხოვრების ძირეულ მახასიათებელს წარმოადგენს.
Nevertheless, the more generalized adaptation of organisms to other organisms in their environment is a fundamental characteristic of life.
578405.
Biology | Chapter LIII
დღეისათვის მრავალი მტკიცებულება არსებობს იმის დასტურად, რომ თანასაზოგადოების დინამიკისკენ მამოძრავებელ ამოსავალ პროცესებს წარმოადგენს მტაცებლობა და შეჯიბრი.
At present, much evidence seems to indicate that competition and predation are the key processes driving community dynamics.
578406.
Biology | Chapter LIII
მაგრამ ეს დასკვნა ეფუძნება, ძირითადად, ზომიერ სარტყელში ჩატარებული კვლევების შედეგებს.
However, this conclusion is based mainly on research in temperate communities.
578407.
Biology | Chapter LIII
გაცილებით ნაკლები მონაცემები არსებობს ინტერსპეციფიკური ურთიერთობის შესახებ ტროპიკულ სარტყელში ბინადარ თანასაზოგადოებებში.
Far fewer data exist for interspecific interactions in tropical communities.
578408.
Biology | Chapter LIII
გარდა ამისა, ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ თანასაზოგადოების სტრუქტურას განაპირობებს მტაცებლობა და შეჯიბრი, დაუპირისპირდნენ ის ეკოლოგები, რომლებიც იკვლევენ პარაზიტიზმის, დაავადებების, მუტუალიზმისა და კომენსალიზმის გავლენას თანასაზოგადოებაზე.
In addition, the hypothesis that competition and predation control community structure is being challenged by ecologists exploring the influences of parasitism, disease, mutualism, and commensalism on communities.
578409.
Biology | Chapter LIII
დომინანტური და ძირითადი სახეობები თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ძლიერ გავლენას ახდენენ.
Dominant and keystone species exert strong controls on community structure.
578410.
Biology | Chapter LIII
ზოგადად, თანასაზოგადოებაში სახეობათა მცირე რაოდენობას ძლიერი გავლენა აქვს თანასაზოგადოების სტრუქტურაზე, განსაკუთრებით შემადგენლობაზე, სიჭარბეზე და სახეობათა მრავალფეროვნებაზე.
In general, a small number of the species in a community exert strong control over that community's structure, particularly on the composition, relative abundance, and diversity of its species.
578411.
Biology | Chapter LIII
ვიდრე განვიხილავდეთ ამ განსაკუთრებული ზეგავლენის მოხდენის უნარის მქონე სახეობათა გავლენაზე, ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება თანასაზოგადოების სტრუქტურის ორი ფუნდამენტური მახასიათებლის განხილვა: სახეობათა მრავალფეროვნება და კვებითი ურთიერთობები.
Before examining the effects of these particularly influential species, we first need to consider two fundamental features of community structure: species diversity and feeding relationships.
578412.
Biology | Chapter LIII
სახეობათა მრავალფეროვნება.
Species Diversity.
578413.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოების სახეობათა მრავალფეროვნება, ანუ თანასაზოგადოების შემადგენელი სახეობების სხვადასხვა სახის ორგანიზმთა მრავალფეროვნება, შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან.
The species diversity of a community and the variety of different kinds of organisms that make up the community have two components.
578414.
Biology | Chapter LIII
პირველია სახეობათა სიმრავლე ანუ თანასაზოგადოების სხვადასხვა სახეობათა მთლიანი რაოდენობა.
One is species richness, the total number of different species in the community.
578415.
Biology | Chapter LIII
მეორეა სხვადასხვა სახეობების შეფარდებითი სიჭარბე, ანუ თითოეული სახეობის პროპორცია (წილი) თანასაზოგადოებაში ინდივიდების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში.
The other is the relative abundance of the different species, the proportion each species represents of the total individuals in the community.
578416.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, წარმოიდგინეთ ტყის ორი პატარა თანასაზოგადოება, რომელთაგან თითოეული 1000 ინდივიდისაგან შედგება, რომლებიც განლაგებულნი არიან ოთხი სხვადასხვა სახეობის ხეების ფარგლებში: სახეობათა სიმრავლე ორივე თანასაზოგადოებისათვის იგივეა, რადგან ორივე თანასაზოგადოება ოთხ-ოთხ სახეობას მოიცავს, მაგრამ შეფარდებითი სიჭარბე სხვადასხვაა.
For example, imagine two small forest communities, each with 100 individuals distributed among four different tree species as follows: The species richness is the same for both communities because they both contain four species, but the relative abundance is very different.
578417.
Biology | Chapter LIII
თქვენ ადვილად შენიშნავთ ოთხი სხვადასხვა სახეობის ხეებს თანასაზოგადოებაში 1, მაგრამ ყურადღებით დათვალიერების გარეშე თქვენ მხოლოდ A სახეობის სიჭარბეს შენიშნავთ მეორე ტყეში.
You would easily notice the four different types of trees in community 1, but without looking carefully, you might see only the abundant species A in the second forest.
578418.
Biology | Chapter LIII
უმეტეს შემთხვევაში ინტუიციურად აღწერთ თანასაზოგადოებას 1, როგორც ამ ორი თანასაზოგადოებიდან უფრო მრავალფეროვანი სახეობების შემცველს.
Most observers would intuitively describe Community 1 as the more diverse of the two communities.
578419.
Biology | Chapter LIII
მართლაც, მრავალი ეკოლოგისათვის თანასაზოგადოების სახეობათა მრავალფეროვნება დამოკიდებულია როგორც სახეობათა სიმრავლეზე, ასევე შეფარდებით სიჭარბეზე.
Indeed, for an ecologist, the species diversity of the community is dependent on both species richness and relative abundance.
578420.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოებაში სახეობათა რაოდენობის განსაზღვრა სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი ძნელი.
Determining the number of species in a community is easier said than done.