668043 Records found
578961.
Biology | Chapter LIV
ხოლო გლობალური სახმელეთო პირველადი პროდუქცია წარმოადგენს 5×10 (10) მეტრულ ტონა მცენარეულ ბიომასას ყოველწლიურად.
And the global rate of terrestrial primary production is about 5 x 1010 metric tons of plant biomass per year.
578962.
Biology | Chapter LIV
გლობალური მასშტაბით ბალახისმჭამელები მოიხმარენ მცენარეების წმინდა პირველადი პროდუქციის 17%-ზე ნაკლებს (დანარჩენის ათვისება ხდება დეტრიტისმჭამელების მიერ).
On a global scale, herbivores annually consume less than 17% of the total net primary production by plants; (most of the rest is eventually consumed by detritivores).
578963.
Biology | Chapter LIV
ასე, რომ მთლიანობაში, ბალახისმჭამელები მცენარეების მხოლოდ უმცირეს გამანადგურებლებს წარმოადგენენ.
Thus, overall, herbivores represent only a minor nuisance to plants.
578964.
Biology | Chapter LIV
რა თქმა უნდა, ზოგ ბალახისმჭამელს აქვს მოკლე დროში ადგილობრივი ვეგეტაციის სრული განადგურების პოტენცია.
Of course, some herbivores have the potential to completely strip local vegetation over the short term.
578965.
Biology | Chapter LIV
ამის მაგალითს აბრეშუმის ჭიის პოპულაციის აფეთქების უნარი, რის გამოც ისინი ზოგჯერ ტყიანი ტერიტორიებს მთლიანად ძარცვავენ ფოთლებისგან ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში.
An example is the ability of exploding gypsy moth populations to occasionally defoliate areas of forest in the northeastern United States.
578966.
Biology | Chapter LIV
ამგვარ გამონაკლისებს გაოცებაში მოვყავართ, როგორ ახერხებს დედამიწა იმას, რომ ასეთი მწვანე იყოს.
Such exceptions only heighten our curiosity about why Earth is so green.
578967.
Biology | Chapter LIV
მწვანე სამყაროს ჰიპოთეზა ბალახისმჭამელთა კონტროლის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: მცენარეებს აქვთ ბალახისმჭამელებისგან თავდაცვის მექანიზმები.
The green world hypothesis proposes several factors that keep herbivores in check: Plants have defenses against herbivores.
578968.
Biology | Chapter LIV
ეს მექანიზმები მოიცავს ეკლებს, მავნე ქიმიკატებს, ისეთებს, რომლებიც 39-ე თავშია აღწერილი.
These defenses include spines and noxious chemicals, such as those described in Chapter 39.
578969.
Biology | Chapter LIV
ჩვეულებრივ ბალახისმჭამელების ლიმიტაციის ფაქტორს წარმოადგენს არა ენერგიით უზრუნველყოფა, არამედ საკვები ნივთიერებები.
Nutrients, not energy supply, usually limit herbivores.
578970.
Biology | Chapter LIV
ცხოველებს სჭირდებათ გარკვეული საკვები ნივთიერებები, როგორიცაა მაგალითად, ორგანული აზოტი (ცილები).
Animals need certain nutrients, such as organic nitrogen (protein).
578971.
Biology | Chapter LIV
მწვანე ენერგიით უხვ სამყაროშიც კი ბალახისმჭამელის ზრდა და რეპროდუქცია რაოდენობრივად ლიმიტირებულია სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნივთიერებების არსებობით.
Even in a world of plentiful green energy, the growth and reproduction of many herbivores are limited by availability of essential nutrients.
578972.
Biology | Chapter LIV
აბიოტური ფაქტორები ლიმიტირებას უკეთებენ ბალახისმჭამელებს.
Abiotic factors limit herbivores.
578973.
Biology | Chapter LIV
ტემპერატურისა და ნალექის არახელსაყრელი სეზონური ცვლილებები წარმოადგენენ იმ აბიოტური ფაქტორების მაგალითებს, რომლებსაც შეუძლიათ საარსებო საშუალებათა შემცირებით ბალახისმჭამელთა რაოდენობა გარკვეულ გარემოში ისე შეამცირონ, რომ ვეგეტაციას სრული განადგურების საფრთხე არ შეექმნას.
Unfavorable seasonal changes in temperature and moisture are examples of abiotic factors that can set a carrying capacity for herbivores in a particular environment far below the number that would strip vegetation there.
578974.
Biology | Chapter LIV
ინტრასპეციფიკურ შეჯიბრს შეუძლია ბალახისმჭამელთა რაოდენობის ლიმიტაცია.
Intraspecific competition can limit herbivore numbers.
578975.
Biology | Chapter LIV
ტერიტორიულ ქცევასა და სხვა შედეგებს, რასაც შეჯიბრი იწვევს, შეუძლია ბალახისმჭამელთა პოპულაციის სიმკვრივის იმ დონეზე ქვემოთ შენარჩუნება რისი გამოკვებაც ვეგეტაციას შეუძლია.
Territorial behavior and other consequences of competition may maintain herbivores' population densities below what the vegetation could feed.
578976.
Biology | Chapter LIV
ინტრასპეციფიკური ურთიერთქმედებები აკონტროლებენ ბალახისმჭამელთა სიმჭიდროვეს.
Interspecific interactions keep herbivore densities in check.
578977.
Biology | Chapter LIV
მწვანე სამყაროს ჰიპოთეზის მიხედვით მტაცებლები, პარაზიტები და დაავადებები წარმოადგენენ ბალისმჭამელთა პოპულაციის ლიმიტირების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს.
The green world hypothesis postulates that predaalators, parasites, and disease are the most important factors limiting the growth of herbivore populations.
578978.
Biology | Chapter LIV
ეს ეხება თანასაზოგადოების სტრუქტურის ზემოდან ქვემო მიმართულების მოდელს.
This applies the top-down model of community structure.
578979.
Biology | Chapter LIV
მომდევნო პარაგრაფში ჩვენ განვიხილავთ ქიმიური ელემენტებისა და ენერგიის გადაცემას, როგორც ეკოსისტემაში საკვები ნივთიერებების წრებრუნვის პროცესის დიდი სურათის ნაწილს.
In the next section, we will look at how the transfer of chemical nutrients along with energy through food webs is part of a larger picture of nutrient recycling in ecosystems.
578980.
Biology | Chapter LIV
ბიოლოგიური და გეოქიმიური პროცესებისას ხდება საკვები ნივთიერებების გადაცემა ეკოსისტემის ორგანულ და არაორგანულ ნაწილებს შორის.
Biological and geochemical processes move nutrients between organic and inorganic parts of the ecosystem.