668043 Records found
578981.
Biology | Chapter LIV
თუმცა ეკოსისტემების უმეტესობა იღებს არსებითად ამოუწურავ მზის ენერგიას, ხელმისაწვდომი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ქიმიური ელემენტებია.
Although most ecosystems receive an essentially inexhaustible influx of solar energy, chemical elements are available only in limited amounts.
578982.
Biology | Chapter LIV
მეტეორიტები, რომლებიც დროდადრო უტევენ დედამიწას, წარმოადგენენ ერთადერთ ექსტრასახმელეთო წყაროს ახალი ნივთიერებების წარმოსაქმნელად.
The meteorites that occasionally strike Earth are the only extraterrestrial source of new matter.
578983.
Biology | Chapter LIV
ამიტომ სიცოცხლე დედამიწაზე დამოკიდებულია სასიცოცხლო მნიშვნელობის ქიმიური ელემენტების წრებრუნვაზე.
Life on Earth therefore depends on the recycling of essential chemical elements.
578984.
Biology | Chapter LIV
სანამ ორგანიზმი ცოცხალია, მისი ქიმიური მარაგის დიდი ნაწილი მუდმივ როტაციაშია, რადგანაც ხდება საკვები ნივთიერებების ასიმილაცია და ნარჩენი პროდუქტების გამოყოფა.
While an individual organism is alive, much of its chemical stock is rotated continuously as nutrients are assimilated and waste products released.
578985.
Biology | Chapter LIV
ატომები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ორგანიზმის კომპლექსურ მოლეკულებში როცა ორგანიზმი კვდება ბრუნდებიან ატმოსფეროში, წყალში ან ნიადაგში დესტრუქტორების საქმიანობის შედეგად, როგორც მარტივი კომპონენტები.
Atoms present in the complex molecules of an organism when it dies are returned as simpler compounds to the atmosphere, water, or soil by the action of decomposers.
578986.
Biology | Chapter LIV
დესტრუქციის ეს პროცესი ხელახლა ავსებს არაორგანული საკვები ნივთიერებების მარაგს, რომელთაც მცენარეები და სხვა ავტოტროფები იყენებენ ახალი ორგანული ნივთიერებების წარმოსაქმნელად.
This decomposition replenishes the pools of inorganic nutrients that plants and other autotrophs use to build new organic matter.
578987.
Biology | Chapter LIV
იმის გამო, რომ საკვები ნივთიერებების ციკლი მოიცავს როგორც ბიოტურ, ასევე აბიოტურ კომპონენტებს, მას ასევე უწოდებენ ბიოგეოქიმიურ ციკლს.
Because nutrient circuits involve both biotic and abiotic components, they are also called biogeochemical cycles.
578988.
Biology | Chapter LIV
ქიმიური წრებრუნვის ზოგადი მოდელი.
A General Model of Chemical Cycling.
578989.
Biology | Chapter LIV
სპეციფიკური ქიმიური მოძრაობა ბიოქიმიური წრებრუნვისას განსხვავებული ხასიათისაა, სხვადასხვა ელემენტებისა და ეკოსისტემის ტროფიკული სტრუქტურის მიხედვით.
A chemical's specific route through a biogeochemical cycle varies with the particular element and the trophic structure of the ecosystem.
578990.
Biology | Chapter LIV
და მაინც, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ბიოგეოქიმიური წრებრუნვის ორი ზოგადი კატეგორია: გლობალური და ლოკალური.
We can, however, recognize two general categories of biogeochemical cycles: global and local.
578991.
Biology | Chapter LIV
გაზისებრი ფორმა, რომელიც შედგება ნახშირბადის, ჟანგბადის, გოგირდის და აზოტისაგან, ატმოსფეროში გვხვდება და ამ ელემენტთა ციკლური მოძრაობა წარმოადგენს არსებითად გლობალურ სახეს.
Gaseous forms of carbon, oxygen, sulfur, and nitrogen occur in the atmosphere, and cycles of these elements are essentially global.
578992.
Biology | Chapter LIV
მაგალითად, ზოგი ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომი, რომელთაც მცენარე იღებს ჰაერიდან CO2-ის ფორმით; შეიძლება ჰაერში დაბრუნდეს ორგანიზმის სუნთქვის მეშვეობით.
For example, some of the carbon and oxygen atoms a plant acquires from the air as CO2 may have been released into the atmosphere by the respiration of an organism in a distant locale.
578993.
Biology | Chapter LIV
სხვა, ნაკლებად მობილური (მოძრავი) ელემენტები, როგორიცაა ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი, უფრო ლოკალურ მასშტაბში გადიან წრებრუნვას.
Other, less mobile elements, including phosphorus, potassium, and calcium, generally cycle on a more localized scale, at least over the short term.
578994.
Biology | Chapter LIV
ნიადაგი ამ ელემენტების ძირითად აბიოტურ რეზერვუარს წარმოადგენს, რომლებიც ნიადაგიდან მცენარის ფესვების მიერ შთაინთქმება და საბოლოოდ ისევ ნიადაგში ბრუნდება დესტრუქტორების მეშვეობით, ძირითადად, იგივე ადგილზე.
Soil is the main abiotic reservoir of these elements, which are absorbed by plant roots and eventually returned to the soil by decomposers, usually in the same vicinity.
578995.
Biology | Chapter LIV
ვიდრე ინდივიდუალური წრებრუნვის მაგალითებს უფრო დეტალურად განვიხილავდეთ, მოდით, ვნახოთ საკვები ნივთიერებების წრებრუნვის ზოგადი მოდელი, რომელიც მოიცავს ელემენტების ძირითად რეზერვუარებსაც და იმ პროცესებსაც, რომელთა მეშვეობითაც რეზერვუარებს შორის ელემენტების გადაცემა ხდება.
Before examining the details of individual cycles, let's look at a general model of nutrient cycling that includes the main reservoirs of elements and the processes that transfer elements between reservoirs.
578996.
Biology | Chapter LIV
თითოეულ რეზერვუარს ასხვავებენ ორი მახასიათებლის მიხედვით: ორგანულ მასალას შეიცავს იგი თუ არაორგანულს და ეს მასალა უშუალოდაა თუ არა ხელმისაწვდომი ორგანიზმებისათვის გამოსაყენებლად.
Each reservoir is defined by two characteristics: whether it contains organic or inorganic materials and whether or not the materials are directly available for use by organisms.
578997.
Biology | Chapter LIV
საკვები ნივთიერებები თვითონ ცოცხალ ორგანიზმებში და დეტრიტებში ხელმისაწვდომია სხვა ორგანიზმებისათვის, როცა მომხმარებელი იკვებება და როცა დეტრიტისმჭამელი მოიხმარს არაცოცხალ ორგანულ ნივთიერებებს.
The nutrients in living organisms themselves and in detritus are available to other organisms when consumers feed and when detritivores consume nonliving organic matter.
578998.
Biology | Chapter LIV
ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც გადაადგილდა ცოცხალი ორგანული რეზერვუარიდან მკვდარ ორგანულ რეზერვუარში (b რეზერვუარში) დიდი ხნის წინ, როცა მკვდარი ორგანიზმები დაიმარხა დალექვის შემდეგ მილიონობით წლების განმავლობაში, იქცა ნახშირად ან ტორფად (საწვავ ნარჩენებად).
Some material moved from the living organic reservoir to the fossilized organic reservoir (reservoir b) long ago, when dead organisms were buried by sedimentation over millions of years, becoming coal, oil, or peat (fossil fuels).
578999.
Biology | Chapter LIV
საკვები ნივთიერებების ამგვარი ნალექებიდან პირდაპირ ათვისება შეუძლებელია.
Nutrients in these deposits cannot be assimilated directly.
579000.
Biology | Chapter LIV
იმ არაორგანული მასალის (ელემენტებისა და კომპონენტების) ათვისება, რომლებიც წყალშია გახსნილი ანდა, რომლებიც წარმოდგენილია ჰაერში ან ნიადაგში (C რეზერვუარი) შესაძლებელია.
Inorganic materials (elements and compounds) that are dissolved in water or present in soil or air (reservoir c) are available for use.