668043 Records found
579381.
Biology | Chapter LV
უმეტესწილად სპილოს ძვლით ვაჭრობის გამო სპილოთა პოპულაციები ბოლო 50 წლის განმავლობაში აფრიკის უმეტეს ტერიტორიაზე ძალიან შემცირდა.
Largely because of the trade in ivory, elephant populations have been declining in most of Africa during the last 50 years.
579382.
Biology | Chapter LV
სამწუხაროდ, საერთაშორისო აკრძალვამ ახალი ეშვების გაყიდვებზე შედეგად მოიტანა უკანონო ნადირობის ზრდა. ასე, რომ აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო.
Unfortunately, an international ban on the sale of new ivory resulted in increased poaching, so the ban had little effect in central and east Africa.
579383.
Biology | Chapter LV
ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც ერთ დროს მასობრივი მოსპობის ობიექტი, სპილოს ჯოგები ბოლო ერთი საუკუნეა ეფექტურად დაცულნი არიან, მათი პოპულაციები უფრო სტაბილურ სახეს უჩვენებს, ანდა იზრდებიან.
Only in South Africa, where once-decimated herds have been well protected for nearly a century, have elephant populations been stable or increasing.
579384.
Biology | Chapter LV
სახეობები, რომელთაც უფრო შეზღუდული საცხოვრებელი გარემო აქვთ, მაგალითად, მცირე ზომის კუნძულები, ასევე ძალიან ზარალდებიან გადაჭარბებული ექსპლუატაციისაგან.
Species with restricted habitats, such as small islands, are also very vulnerable to overexploitation.
579385.
Biology | Chapter LV
მაგალითად, 1840-იანი წლებისათვის, ადამიანებმა ატლანტიკის ოკეანეში ნადირობით ზღვის ჩიტი გაწყვეტამდე მიიყვანეს.
For example, by the 1840s, humans had hunted the great auk to extinction on islands in the Atlantic Ocean.
579386.
Biology | Chapter LV
ამ დიდი ზომის უფრთო ზღვის ჩიტის ბუმბულზე, კვერცხსა და ხორცზე დიდი მოთხოვნა იყო.
This large, flightless seabird had been in great demand for its feathers, eggs, and meat.
579387.
Biology | Chapter LV
კომერციული მნიშვნელობის მრავალი ზღვის თევზის პოპულაცია, რომელიც ერთ დროს მიჩნეული იყო ამოუწურავი მარაგის მქონედ, დღეს დრამატულად მცირდება გადაჭარბებული თევზჭერის გამო.
And many populations of commercially important marine fishes, once thought to be inexhaustible, have been dramatically reduced by overfishing.
579388.
Biology | Chapter LV
სწრაფად მზარდი ადამიანის პოპულაციის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ცილებზე, მოსავლის აღების ისეთი ახალი ტექნოლოგიების შემოღებასთან ერთად, როგორიცაა თევზჭერის გრძელი ხაზი და ტრალერი, გამოიწვია თევზების პოპულაციების იმ დონეზე შემცირება, როცა ისინი ვეღარ უძლებენ შემდგომ ექსპლუატაციას.
The exploding human population's increasing demand for protein, coupled with new harvesting technologies, such as long-line fishing and modern trawlers, have reduced these fish populations to levels that cannot sustain further exploitation.
579389.
Biology | Chapter LV
ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ჩრდილო ატლანტიკის ცისფერფარფლიანი თინუსის ბედი.
The fate of the North Atlantic bluefin tuna is just one example.
579390.
Biology | Chapter LV
ბოლო რამდენიმე ათწლეულამდე თინუსი მიჩნეული იყო ძალიან მცირე კომერციული ღირებულების თევზად, ერთი გირვანქა თევზი მხოლოდ რამდენიმე ცენტი ღირდა და იმასაც მხოლოდ კატების საჭმლისთვის იძენდნენ.
Until the past few decades, this big tuna was considered a sport fish of little commercial value-just a few cents per pound for cat food.
579391.
Biology | Chapter LV
შემდეგ 1980-იან წლებში ბითუმად მოვაჭრეებმა დაიწყეს გაყინული თევზის საჰაერო გადაზიდვები იაპონიაში სუშისა და საშიმისათვის.
Then, in the 1980s, wholesalers began airfreighting fresh, iced bluefin to Japan for sushi and sashimi.
579392.
Biology | Chapter LV
ამ ბაზარზე დღეს ერთი გირვანქა ეს თევზი ღირს 100-მდე დოლარი.
In that market, the fish now brings up to $100 per pound.
579393.
Biology | Chapter LV
ამგვარი მოთხოვნილებების შესაბამისად, მხოლოდ ათი წელიწადი დასჭირდა იმას, რომ ჩრდილო ამერიკული თინუსის პოპულაცია შემცირებულიყო 20%-ით, ვიდრე 1980 წელს იყო.
With that kind of demand, it took just ten years to reduce the North American bluefin population to less than 20% of its 1980 size.
579394.
Biology | Chapter LV
1990-იან წლებში ნიუფაუნდლენდთან ვირთევზაზე თევზჭერის ჩავარდნა წარმოადგენს იმის კიდევ ერთ მაგალითს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს გადამეტებულმა თევზჭერამ იმ პოპულაციებისათვის, რაც ადრე მეტად გავრცელებულ სახეობად ითვლებოდა.
The collapse of the northern cod fishery off Newfoundland in the 1990s is a more recent example of how it is possible to overharvest what was formerly a very common species.
579395.
Biology | Chapter LV
ურთიერთმოქმედების ქსელის დარღვევა.
Disruption of Interaction Networks.
579396.
Biology | Chapter LV
ეკოსისტემის დინამიკა დამოკიდებულია ინტერსპეციფიკურ ურთიერთქმედებების ქსელზე ბიოლოგიურ ეკოსისტემებს შიგნით.
Ecosystem dynamics depend on the networks of interspecific interactions within biological communities.
579397.
Biology | Chapter LV
დომინოს ქვების წაქცევის პრინციპის შესაბამისად, ერთი სახეობის გადაშენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სახეობების გადაშენებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაშენება ეხება ძირითად სახეობებს, ეკოსისტემის ინჟინრებს ანდა ისეთ სახეობებს, რომელთაც უაღრესად სპეციფიკური ურთიერთობა აქვთ სხვა სახეობებთან.
Like falling dominoes, the extinction of one species can doom others, particularly when the extinction involves a keystone species, an ecosystem engineer, or a species with a highly specialized relationship to others.
579398.
Biology | Chapter LV
თუმცა ეს საფრთხე უფრო ნაკლებადაა შესწავლილი ვიდრე წინა სამი, რომლებიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ უქმნის საფრთხეს სხვა სახეობებს ურთიერთობის ქსელის დარღვევა.
Though this threat to biodiversity has been less explored than the other three we have discussed, there are many examples of how disruption of interaction networks can threaten other species.
579399.
Biology | Chapter LV
ზღვის წავი წარმოადგენს ძირითადი ტიპის სახეობას. მისმა გადაშენებამ მისი ისტორიული გავრცელების ყველა არეალში გამოიწვია ძირეული ცვლილებები წყლის ბენთიკური თანასაზოგადოებების სტრუქტურაში ჩრდილო ამერიკის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ.
Sea otters are a keystone species whose elimination over most of their historic range has led to major changes in the structure of shallow-water benthic communities along the west coast of North America.
579400.
Biology | Chapter LV
ხოლო ყველაზე კარგად ცნობილი ეკოსისტემის ერთ-ერთი ინჟინრების, თახვების, გაჟლეტამ შედეგად მოიტანა ჭაობნარისა და ტბორის საცხოვრებელი გარემოს ძალზედ დიდი გარდაქმნა ჩრდილო ამერიკის უმეტეს ნაწილში.
And the extermination of beavers, one of the best-known ecosystem engineers, resulted in a large reduction in wetland and pond habitats across much of North America.