668043 Records found
579501.
Biology | Chapter LV
დიაგნოზის შედეგები გამოიყენეთ საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობის მენეჯმენტისათვის და გააკეთეთ შედეგების მონიტორინგი.
Apply the results of the diagnosis to management of the threatened species and monitor recovery.
579502.
Biology | Chapter LV
ქვემოთ მოყვანილი შემთხვევის შესწავლა წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ იქნა გამოყენებული შემცირებადი პოპულაციური მიდგომა საფრთხის ქვეშ მყოფ ერთ სახეობაზე.
The following case study is an example of how the decliningpopulation approach was applied to one endangered species.
579503.
Biology | Chapter LV
შემთხვევის შესწავლა: წითელი კოდალას ინდივიდთა რაოდენობის შემცირება.
Case Study: Decline of the Red-Cockaded Woodpecker.
579504.
Biology | Chapter LV
წითელი კოდალა (Picoides borealis) წარმოადგენს საშიშროების ქვეშ მყოფ სახეობას.
The red-cockaded woodpecker (Picoides borealis) is an endangered species.
579505.
Biology | Chapter LV
ეს სახეობა საცხოვრებელ გარემოდ ირჩევს წლოვანი ფიჭვის ტყეებს, უპირატესად ისეთებს, რომლებშიც დომინანტურს წარმოადგენს გრძელფოთლა ფიჭვი.
This species requires mature pine forests, preferably ones dominated by the longleaf pine, for its habitat.
579506.
Biology | Chapter LV
ძირითადად კოდალები გამხმარ ხეებში იკეთებენ ბუდეებს, მაგრამ წითელი კოდალა ბუდეებისთვის ხვრელებს ცოცხალი ფიჭვის ხეებში ბურღავს .
Most woodpeckers nest in dead trees, but the red-cockaded woodpecker drills its nest holes in mature, living pine trees.
579507.
Biology | Chapter LV
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას, რაც გარემო საცხოვრებლის პირობებთანა დაკავშირებით კოდალას ამ ჯიშის აქვს, წარმოადგენს ის, რომ მცენარეული საფარის სიმაღლე ფიჭვის ტორსის გარშემო დაბალი უნდა იყოს.
Another critical habitat factor for this woodpecker species is that the understory of plants around the pine trunks must be low.
579508.
Biology | Chapter LV
ბუდობისას დედა-ჩიტები მიატოვებენ ბუდეებს თუ ფიჭვის ხეებს შორის ვეგეტაცია ხშირია და იგი 15 ფუთზე მეტი სიმაღლისაა.
Breeding birds tend to abandon nests when vegetation among the pines is thick and higher than about 15 feet.
579509.
Biology | Chapter LV
როგორც ჩანს, ჩიტები საჭიროებენ სუფთა საფრენ ბილიკს მათ ბუდესა და მეზობელ ადგილებს შორის, სადაც ისინი იკვებებიან.
Apparently, the birds require a clear flight path between their home trees and the neighboring feeding grounds.
579510.
Biology | Chapter LV
ისტორიულად პერიოდულმა ხანძრებმა გააჩანაგეს გრძელფოთლა ფიჭვის ტყეები და დაბალი ამონაყარი დატოვეს.
Historically, periodic fires swept through longleaf pine forests, keeping the undergrowth low.
579511.
Biology | Chapter LV
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც წითელი კოდალების შემცირება გამოიწვია, არის სოფლის მეურნეობის სამუშაოებისა და ხე-ტყის დამუშავების გამო ამ სახეობის კოდალასათვის შესაფერისი გარემოს ფრაგმენტაცია ანდა განადგურება.
One factor leading to decline of the red-cockaded woodpecker is the destruction or fragmentation of suitable habitats by logging and agriculture.
579512.
Biology | Chapter LV
ამოსავალი საცხოვრებელი გარემო ფაქტორების დადგენამ, გრძელფოთლა ფიჭვის ტყეების დაცვამ და მაკონტროლებელი ხანძრების გამოყენებამ ტყის ქვედა დონის ვეგეტაციის შესამცირებლად ხელი შეუწყო ისეთი გარემოს შექმნას, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანი პოპულაციები.
Recognition of the key habitat factors, protection of some longleaf pine forests, and the use of controlled fires to reduce forest undergrowth have helped restore habitat that can support viable populations.
579513.
Biology | Chapter LV
თუმცა აღდგენითი პროგრამის შემუშავება გაართულა ჩიტების სოციალურმა ორგანიზაციამ.
However, designing a recovery program was complicated by the birds' social organization.
579514.
Biology | Chapter LV
წითელი კოდალები ჯგუფებად ცხოვრობენ, ერთი წყვილი და ოთხამდე „დამხმარე“, უმეტესწილად მამრი კოდალა.
Red-cockaded woodpeckers live in groups of one breeding pair and up to four "helpers," mostly males.
579515.
Biology | Chapter LV
დამხმარეები არიან ის ნაშიერები, რომლებიც არ გაიფანტნენ, არც გამრავლდნენ და ეხმარებიან წყვილს ინკუბაციაში და ბარტყების გამოკვებაში.
Helpers are offspring who do not disperse and breed but remain behind and assist in incubating eggs and feeding nestlings.
579516.
Biology | Chapter LV
საბოლოოდ მათ შეიძლება მოითხოვონ გამრავლების სტატუსი, როცა უფროსი ჩიტები დაიხოცებიან, მაგრამ ლოდინი შეიძლება წლობით გაგრძელდეს და მაშინაც კი დამხმარეებს შეჯიბრში მონაწილეობა უწევთ, რომ გამრავლდნენ.
They may eventually attain breeding status within the flock when older birds die, but the wait may take years, and even then, helpers must compete to breed.
579517.
Biology | Chapter LV
იმ ახალგაზრდა ჩიტებს, რომლებიც გაიფანტებიან და გახდებიან ახალი ჯგუფის წევრები, ასევე რთული გზის გავლა უწევთ გამრავლებაში წარმატების მოსაპოვებლად.
Young birds that do disperse as members of new groups also have a tough path to reproductive success.
579518.
Biology | Chapter LV
ახალი ჯგუფები ძირითადად იკავებენ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს ანდა იწყებენ ახალ ადგილზე ცხოვრებას და ბუდეების იქ თხრას, ამას კი შეიძლება რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს.
New groups usually occupy abandoned territories or start at a new site and excavate nesting cavities, which can take several years.
579519.
Biology | Chapter LV
როგორც წესი, ინდივიდებს გამრავლების უფრო მეტი შანსი აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დარჩებიან ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ გაიფანტებიან და ახალ ტერიტორიებზე დაიწყებენ ბუდეების თხრას.
Individuals generally have a better chance of reproducing by remaining behind than by dispersing and excavating homes in new territories.
579520.
Biology | Chapter LV
იმ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, რომ ამ სოციალურ ქცევას წვლილი შეაქვს წითელი კოდალების შემცირებაში, ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კარლ კოპეიონმა, ჯეფრი ვოლტერსმა და ჯეი კარტერმა გააკეთეს ხვრელები ფიჭვის ხეებში ოც ადგილას.
To test the hypothesis that this social behavior contributes to the decline of the red-cockaded woodpecker, Carole Copeyon, Jeffrey Walters, and Jay Carter, of North Carolina State University, constructed cavities in pine trees at 20 sites.