668043 Records found
579521.
Biology | Chapter LV
შედეგი დრამატული იყო. ოც ადგილზე გაკეთებული ხვრელებიდან თვრამეტი წითელმა კოდალებმა დაიკავეს და ამ ადგილებში ჩამოყალიბდა ახალი გამრავლებადი ჯგუფები.
The results were dramatic: cavities in 18 of the 20 sites were colonized by red-cockaded woodpeckers, and new breeding groups formed only in these sites.
579522.
Biology | Chapter LV
ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც კოდალას ეს სახეობა მათთვის ყველაზე უფრო შესაფერისი გარემო საცხოვრებელ ტერიტორიებზე ვერ სახელდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არ იყო მათთვის დასაბუდებლად საჭირო ხვრელები.
The experiment supported the hypothesis that this woodpecker species had been leaving much suitable habitat unoccupied because of an absence of breeding cavities.
579523.
Biology | Chapter LV
ამ ექსპერიმენტის საფუძველზე საჭირო საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებისა და ახალი საბუდარებისთვის საჭირო ხვრელების გაკეთებით შესაძლებელი გახდა ამ, ერთ დროს გადაშენების საშიშროების ქვეშ მყოფი სახეობის, გამრავლება.
On the basis of this experiment, a combination of habitat maintenance and excavation of new breeding cavities has enabled a once-endangered species to rebound.
579524.
Biology | Chapter LV
წინააღმდეგობრივი მოთხოვნების „აწონ-დაწონა“.
Weighing Conflicting Demands.
579525.
Biology | Chapter LV
პოპულაციის რაოდენობისა და საცხოვრებელი გარემოს მოთხოვნების განსაზღვრა წარმოადგენს სახეობის გადარჩენის მცდელობის მხოლოდ ნაწილს.
Determining population numbers and habitat needs is only part of the effort to save species.
579526.
Biology | Chapter LV
ასევე მნიშვნელოვანია სახეობის ბიოლოგიური და ეკოლოგიური მოთხოვნების სხვა წინააღმდეგობრივ მოთხოვნებთან შეპირისპირება – აწონ-დაწონა.
It is also necessary to weigh a species' biological and ecological needs against other conflicting demands.
579527.
Biology | Chapter LV
დაცვითი ბიოლოგია ხშირად ანიჭებს დიდ მნიშვნელობას მეცნიერებას, ტექნოლოგიას და საზოგადოებას შორის ურთიერთობებს, რაც ამ წიგნის ერთ-ერთ თემასაც წარმოადგენს.
Conservation biology often highlights the relationship between science, technology, and society-one of the themes of this book.
579528.
Biology | Chapter LV
მაგალითად, მიმდინარე, ზოგჯერ მწვავე დებატები, იმის შესახებ, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება ჩრდილოეთის წინწკლებიანი ბუს, ტყის მგლის, მურა დათვისა და კალმახის პოპულაციებისათვის, თუ სამუშაო ადგილების გაჩენა ხე-ტყის დამუშავების, ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა რესურსების ამოღების ინდუსტრიულ სფეროებში.
For example, an ongoing, sometimes bitter debate in the U.S. Pacific Northwest pits habitat preservation for northern spotted owl, timber wolf, grizzly bear, and bull trout populations against job opportunities in the timber, mining, and other resource extraction industries.
579529.
Biology | Chapter LV
ელოუსტოუნის პარკის მგლების გამრავლების პროგრამას უპირისპირდება ზოგიერთი რეკრეატივისტი, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებაზე წუხან, ასევე უპირისპირდებიან ამ იდეას იქაური რანჩეროებიც, რომლებიც შიშობენ საქონლის უსაფრთხოებაზე.
Programs to restock wolves in Yellowstone Park are opposed by some recreationists concerned for human safety and by many ranchers concerned with potential loss of livestock.
579530.
Biology | Chapter LV
ამგვარი კონფლიქტების ცენტრში ყოველთვის დიდტანიანი ხერხემლიანები არ არიან, თუმცა საცხოვრებელი გარემოს გამოყენების საკითხი ყოველთვის აქტუალურია.
Large, high-profile vertebrates are not always the focal point in such conflicts, but habitat use is almost always at issue.
579531.
Biology | Chapter LV
უნდა გაგრძელდეს თუ არა ახალი მაგისტრალური ხიდის სამუშაოები თუ ეს ანგრევს ერთადერთ შემორჩენილ საცხოვრებელ გარემოს სხვადასხვა სახეობებისთვის, ანდა მტკნარი წყლის ორკარედი ნიჟარებისთვის.
Should work proceed on a new highway bridge if it destroys the only remaining habitat of a species of freshwater mussel?
579532.
Biology | Chapter LV
თქვენ რომ ყავის პლანტაციების მფლობელი იყოთ, რომლისთვისაც მზის შუქია საჭირო, გექნებოდათ სურვილი შეგეცვალათ ეს ჯიშები ჩრდილის მოყვარული სხვა ჯიშებით, რომლებიც ნაკლებ პროდუქტიულები და ნაკლებშემოსავლიანები არიან, მაგრამ სამაგიეროდ დიდი რაოდენობით მგალობელი ფრინველებისთვის შექმნიდნენ კარგ საცხოვრებელ გარემოს?
If you were the owner of a coffee plantation growing varieties that thrive in bright sunlight, would you be willing to change to shade-tolerant coffee varieties that are less productive and less profitable but that support large numbers of songbirds?
579533.
Biology | Chapter LV
კიდევ ერთ, მეტად მნიშვნელოვან საკითხს სახეობათა ეკოლოგიური როლი წარმოადგენს.
Another important consideration is the ecological roles of species.
579534.
Biology | Chapter LV
იმის გამო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, გადავარჩინოთ ყველა ის სახეობა, რომელიც გადაშენების საშიშროების ქვეშ იმყოფება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომელი მათგანი უფრო მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით მთლიანობაში.
Because we will not be able to save every endangered species, we must determine which are most important for conserving biodiversity as a whole.
579535.
Biology | Chapter LV
სახეობები ერთნაირ გავლენას არ ახდენენ თანასაზოგადოებასა და ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებზე.
Species do not exert equal influence on community and ecosystem processes.
579536.
Biology | Chapter LV
ძირითად სახეობათა იდენტიფიკაცია და მათი პოპულაციების შენარჩუნების გზების ძიება შეიძლება იყოს მთლიანად თანასაზოგადოებებისათვის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე გადარჩენის თვალსაზრისით.
Identifying keystone species and finding ways to sustain their populations can be central to the survival of whole communities.
579537.
Biology | Chapter LV
მენეჯმენტს, რომლის მიზანია ცალკეული სახეობების დაცვა, ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მას სხვა პოპულაციებზე ნეგატიური გავლენა არ უნდა ჰქონდეს.
Management aimed at conserving a single species carries with it the possibility of negatively affecting populations of other species.
579538.
Biology | Chapter LV
მაგალითად, წითელი კოდალებისთვის გათვლილმა ფიჭვის ტყის მენეჯმენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს გადამფრენ ჩიტებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ფართოფოთლოვან ზომიერ ტყეებთან.
For example, management of pine forests for the red-cockaded woodpecker might impact migratory birds associated with broadleaf temperate forests.
579539.
Biology | Chapter LV
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდა, რომ მენეჯმენტის ქვეშ მყოფი ფიჭვის ტყეები უზრუნველყოფდა უფრო დიდი რაოდენობისა და მრავალფეროვნების ჩიტებს ხელსაყრელი გარემო პირობებით, ვიდრე დაკვირვების ქვეშ მყოფი ტყეები.
Contrary to expectations, the managed sites supported higher numbers and a higher diversity of other birds than the control forests.
579540.
Biology | Chapter LV
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი სახეობის ჩიტებისათვის გამიზნულმა მენეჯმენტმა გაზარდა მთლიანი ჩიტების თანასაზოგადოების მრავალფეროვნება.
In this case, managing for one bird species enhanced the diversity of an entire community of birds.