668043 Records found
579481.
Biology | Chapter LV
კომპიუტერული მოდელები ვარაუდობენ, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მხოლოდ ორი დათვის შეყვანა პოპულაციაში, რომელშიც 100 ინდივიდია, დაახლოებით ნახევარჯერ შეამცირებს გენეტიკური სხვადასხვაგვარობის დაკარგვას.
Computer models predict that introducing only two unrelated bears each decade into a population of 100 individuals would reduce the loss of genetic variation by about half.
579482.
Biology | Chapter LV
მურა დათვებისა და მრავალი სხვა სახეობისთვის, რომელთა პოპულაციები ძალიან მცირეა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადაუდებელი დაცვითი მოთხოვნილებათაგან პოპულაციებს შორის გაფანტვის გზების ძიება იქნება.
For the grizzly bear, and probably for many other species whose populations are very small, finding ways to promote dispersal among populations may be one of the most urgent conservation needs.
579483.
Biology | Chapter LV
ამ შემთხვევის შესწავლა, ისევე, როგორც დიდი პრერიის ქათმის შემთხვევის შესწავლა, მცირე პოპულაციური მიდგომის თეორიას დაცვის პრაქტიკულ გამოყენებასთან აკავშირებს.
This case study, as well as that of the greater prairie chicken, bridge small-population theory to practical applications in conservation.
579484.
Biology | Chapter LV
ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ გადაშენებითი ბიოლოგიის გაგების ალტერნატიულ მიდგომას.
Next, we look at an alternative approach to understanding the biology of extinction.
579485.
Biology | Chapter LV
შემცირებადი-პოპულაციის მიდგომა.
Declining-Population Approach.
579486.
Biology | Chapter LV
შემცირებადი პოპულაციური მიდგომა ფოკუსირებულია გადაშენების საშიშროებისა და მუქარის ქვეშ მყოფ პოპულაციებზე, რომლებიც შემცირების ტენდენციას ავლენენ, მაშინაც კი, თუ პოპულაციას სიცოცხლისუნარიანობის მინიმუმზე მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი აღენიშნება.
The declining-population approach focuses on threatened and endangered populations that show a downward trend, even if the population is far above minimum viable size.
579487.
Biology | Chapter LV
განსხვავება შემცირებად პოპულაციას (რომელიც შეიძლება მცირე ზომის იყოს) და მცირე ზომის პოპულაციას შორის (რომელიც შეიძლება შემცირებადი იყოს) უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვაობა დაცვითი ბიოლოგიის ორი საბაზო მიდგომის პრიორიტეტებს შორის.
The distinction between a declining population (which may be small) and a small population (which may be declining) is less important than the different priorities of the two basic conservation approaches.
579488.
Biology | Chapter LV
მცირე პოპულაციური მიდგომა ხაზს უსვამს თვით სიმცირეს, როგორც გენეტიკური განსხვავებულობის დაკარგვის გზით პოპულაციის გადაშენების უმნიშვნელოვანეს მიზეზს.
The small-population approach emphasizes smallness itself as an ultimate cause of a population's extinction, especially through loss of genetic diversity.
579489.
Biology | Chapter LV
ამის საპირისპიროდ, შემცირებადი პოპულაციური მიდგომა ხაზს უსვამს გარემო ფაქტორებს, რომლებმაც გამოიწვიეს პოპულაციის შემცირება.
In contrast, the declining-population approach emphasizes the environmental factors that caused a population decline in the first place.
579490.
Biology | Chapter LV
თუ, მაგალითად, ტერიტორიაზე ტყე გაიჩეხა, სახეობები, რომლებიც ხეებზე არიან დამოკიდებულნი, შემცირდებიან და ლოკალურ დონეზე გაწყდებიან იმისდა მიუხედავად, გააჩნიათ თუ არა მათ გენეტიკური სხვადასხვაგვარობა.
If, for example, an area is deforested, then species that depend on trees will decline and become locally extinct, whether or not they retain genetic variation.
579491.
Biology | Chapter LV
ანალიზისა და კვლევის საფეხურები.
Steps for Analysis and Intervention.
579492.
Biology | Chapter LV
შემცირებადი-პოპულაციის მიდგომა მოითხოვს, რომ პოპულაციის შემცირება შეფასდეს შემთხვევათა განხილვის საფუძველზე, რომელში ჩართული მკვლევრებიც უფრო შემცირების მიზეზებს განიხილავენ, ვიდრე შესთავაზებდნენ რეკომენდაციებს ქმედითი ღონისძიებების შესახებ.
The declining-population approach requires that population declines be evaluated on a case-by-case basis, with researchers carefully dissecting the causes of a decline before recommending or trying corrective measures.
579493.
Biology | Chapter LV
მაგალითად, თუ გარკვეული ტოქსიკური დამაბინძურებლის ბიოლოგიური მაგნიფიკაცია იწვევს რომელიმე ზედა დონის მომხმარებლის, მაგალითად, მტაცებელი ფრინველის შემცირებას, მაშინ კონკრეტული სახეობის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ გარემოში ამ მომწამვლელი ნივთიერების შემცირების ან მოსპობის საშუალებით.
If, for example, the biological magnification of a particular toxic pollutant is causing a decline in some top-level consumer such as a predatory bird, then only reduction or elimination of the poison in the environment can save that particular species.
579494.
Biology | Chapter LV
სიტუაციები იშვიათადაა ასეთი მარტივი.
Rarely is the situation so straightforward.
579495.
Biology | Chapter LV
ქვემოთ მოყვანილი საფეხურები, რომლებიც შემცირებადი პოპულაციური ანალიზისა და ინტერვენციის განსაზღვრისთვისაა, სასარგებლო იქნება ასევე რთული სიტუაციების შემთხვევებშიც.
However, the following steps for analyzing declining populations and determining interventions are useful even in complex cases.
579496.
Biology | Chapter LV
პოპულაციის მიდრეკილებებისა და დისტრიბუციის შეფასება იმის დასამტკიცებლად, რომ სახეობა ამჟამად შემცირებადია და რომ ის ადრე უფრო ფართოდ იყო გავრცელებული და უფრო მრავლად მოიძებნებოდა.
Assess population trends and distribution to confirm that the species is presently in decline or that it was formerly more widely distributed or more abundant.
579497.
Biology | Chapter LV
ამ და მონათესავე სახეობების ბუნებრივი ისტორიის შესწავლა, ამაში შედის სამეცნიერო კვლევების შესახებ ლიტერატურის გადახედვა სახეობის გარემო პირობებისადმი მოთხოვნების განსასაზღვრად.
Study the natural history of this and related species, including reviewing the research literature, to determine the species' environmental requirements.
579498.
Biology | Chapter LV
ჰიპოთეზის განვითარება სახეობის შემცირების ყველა შესაძლო მიზეზის შესახებ. ამაში შედის ადამიანის აქტივობები და ბუნებრივი მოვლენები და თითოეული ჰიპოთეზის წინასწარგანჭვრეტების ჩამოწერა.
Develop hypotheses for all possible causes of the decline, including human activities and natural events, and list the predictions of each hypothesis.
579499.
Biology | Chapter LV
იმის გამო, რომ შემცირების მიზეზებთან ერთად მრავალი თანაფაქტორი შეიძლება არსებობდეს, უპირველეს ყოვლისა შეამოწმეთ ყველაზე უფრო უტყუარი ჰიპოთეზა.
Because many factors may be correlated with the decline, test the most likely hypothesis first.
579500.
Biology | Chapter LV
მაგალითად, მოაშორეთ შემცირების სავარაუდო აგენტი, იმისათვის, რომ ნახოთ ექსპერიმენტული პოპულაცია გამრავლდება თუ არა დაკვირვების ქვეშ მყოფ პოპულაციასთან შეფარდებით.
For example, remove the suspected agent of decline to see if the experimental population rebounds relative to a control population.