668043 Records found
579681.
Biology | Chapter LV
უწყვეტი ბიოსფეროს ინიციატივა.
Sustainable Biosphere Initiative.
579682.
Biology | Chapter LV
ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ბიოსფეროს რთული ურთიერთკავშირები იმისათვის, რომ გონივრული დასკვნები გამოვიტანოთ იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ ეს ქსელები.
We must understand the complex interconnections of the biosphere in order to make sensible decisions about how to conserve these networks.
579683.
Biology | Chapter LV
დღეს მრავალი ქვეყანა, სამეცნიერო საზოგადოება და კერძო ფონდი იზიარებს უწყვეტი განვითარების კონცეფციას, რაც გულისხმობს ადამიანის საზოგადოებებისა და მათი უზრუნველმყოფი ეკოსისტემების გრძელვადიან კეთილდღეობას.
To this end, many nations, scientific societies, and private foundations have embraced the concept of sustainable development, the long-term prosperity of human societies and the ecosystems that support them.
579684.
Biology | Chapter LV
სამომავლო პროექტებზე მომუშავე ამერიკის ეკოლოგიური საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს პროფესიონალი ეკოლოგებისაგან შემდგარ მსოფლიოს უდიდეს ორგანიზაციას, მხარს უჭერს სამეცნიერო პროექტს, სახელწოდებით უწყვეტი ბიოსფეროს ინიციატივა.
The forward-looking Ecological Society of America, the world's largest organization of professional ecologists, endorses a research agenda called the Sustainable Biosphere Initiative.
579685.
Biology | Chapter LV
ამ ინიციატივის მიზანია საბაზისო ეკოლოგიური ინფორმაციის განსაზღვრა და მიღება, რაც საჭიროა მსოფლიოს რესურსების ჭკვიანური და კეთილსინდისიერი განვითარების, მენეჯმენტისა და დაცვისათვის.
The goal of this initiative is to define and acquire the basic ecological information necessary for the intelligent and responsible development, management, and conservation of Earth's resources.
579686.
Biology | Chapter LV
სამეცნიერო პროექტი მოიცავს გლობალურ ცვლილებათა შესახებ კვლევებს, ეკოლოგიურ პროცესებსა და კლიმატს შორის არსებული ურთიერთმოქმედებების ჩათვლით, საკითხებს ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და მისი როლის შესახებ ეკოლოგიური პროცესების შენარჩუნებაში, და იმ გზების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემების პროდუქტიულობის განვითარება.
The research agenda includes studies of global change, including interactions between climate and ecological processes, biological diversity and its role in maintaining ecological processes, and the ways in which the productivity of natural and artificial ecosystems can be sustained.
579687.
Biology | Chapter LV
ეს ინიციატივა მოითხოვს ადამიანური და ეკონომიკური რესურსების მკაცრ კონტროლს.
This initiative requires a strong commitment of human and economic resources.
579688.
Biology | Chapter LV
უწყვეტი განვითარება მხოლოდ მეცნიერების საქმეს არ წარმოადგენს.
Sustainable development is not just about science.
579689.
Biology | Chapter LV
ეკოსისტემების პროცესების უწყვეტობის შენარჩუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის აღმოსაფხვრელად ჩვენ უნდა დავუკავშიროთ ცოცხალი სამყაროს მეცნიერებები საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.
To sustain ecosystem processes and stem the loss of biodiversity, we must connect life science with the social sciences, economics, and humanities.
579690.
Biology | Chapter LV
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ღირებულებები.
And equally important, we must reassess our values.
579691.
Biology | Chapter LV
ყველაზე მეტად გარემოს დეგრადაციაზე პასუხისმგებელნი არიან ისინი, ვინც მდიდრულ და კარგად განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ.
Those of us living in affluent developed nations are responsible for the greatest amount of environmental degradation.
579692.
Biology | Chapter LV
რეალობა მოითხოვს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბუნებრივი პროცესების პატივისცემა და შევზღუდოთ მოკლევადიანი პირადი მოგებებისადმი ჩვენი ლტოლვა.
Reality demands that we learn to revere the natural processes that sustain us, and reduce our orientation toward short-term personal gain.
579693.
Biology | Chapter LV
ქვემოთ მოყვანილი საქმის შესწავლა იმის ილუსტრირებაა, თუ როგორ შეუძლია კერძო და მეცნიერულ ძალისხმევას ერთდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მართლაც უწყვეტი განვითარების სამყაროს შექმნაში.
The following case study illustrates how the combination of scientific and personal efforts can make a significant difference in creating a truly sustainable world.
579694.
Biology | Chapter LV
შემთხვევის შესწავლა: უწყვეტი განვითარება კოსტა-რიკაში.
Case Study: Sustainable Development in Costa Rica.
579695.
Biology | Chapter LV
კოსტა-რიკაში დაცვითი ღონისძიებების წარმატებაში, რომელიც ჩვენ კონცეფციაში 55.3. განვიხილეთ, ჩართული იყვნენ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელები და ასევე არსებობდა მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობა ეროვნულ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო მოქალაქეებს შორის.
The success of conservation in Costa Rica that we discussed in Concept 55.3 has involved leadership by the national government as well as an essential partnership between the national government, nongovernment organizations (NGOs), and private citizens.
579696.
Biology | Chapter LV
მაგალითად, მრავალი ბუნებრივი ნაკრძალი, რომლებიც კერძო პირებმა დააარსეს, აღიარებულ იქნა მთავრობის მიერ, როგორც ეროვნული ველური სამყაროს ნაკრძალი და მიეცა მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.
For instance, many nature reserves established by individuals have been recognized by the government as national wildlife reserves and given significant tax benefits.
579697.
Biology | Chapter LV
მაგრამ ბიომრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა უწყვეტი განვითარების მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს.
However, conservation and restoration of biodiversity is only one side of sustainable development.
579698.
Biology | Chapter LV
მის მეორე მხარეს წარმოადგენს ადამიანის პირობების გაუმჯობესება.
The other key facet is improving the human condition.
579699.
Biology | Chapter LV
რა საფრთხის ქვეშ იყო კოსტა რიკელი ხალხის ცხოვრების პირობები მაშინ, როცა ქვეყანა დაცვითი მიზნების აღსრულებას ეწეოდა?
How have the living conditions of the Costa Rican people fared as the country pursued its conservation goals?
579700.
Biology | Chapter LV
ამის შესახებ ინფორმაციას პოპულაციის სტატისტიკური მონაცემები გვაძლევენ.
We can gain insights into conditions through population statistics.