668043 Records found
589901.
Eclipse | CHAPTER 3
„ელისმა დაინახა, რომ ვიქტორია ბრუნდებოდა.
Alice saw that Victoria was coming back.
589902.
Eclipse | CHAPTER 3
ქალაქიდან უბრალოდ თავის დასაზღვევად წაგიყვანე, შენთან მოახლოების მცირე შანსიც კი არ ჰქონდა.
I took you out of town merely as a precaution — there was never a chance that she would have gotten anywhere close to you.
589903.
Eclipse | CHAPTER 3
ემეტსა და ჯასპერს სულ ცოტა დააკლდათ მის დასაჭერად, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიქტორიას თვითგადარჩენის განსაკუთრებული ინსტინქტი აქვს, ყოველთვის ახერხებს გაქცევას.
Emmett and Jasper very nearly had her, but Victoria seems to have some instinct for evasion.
589904.
Eclipse | CHAPTER 3
ზუსტად ქვილიუტების საზღვართან გაგვისხლტა ხელიდან, თითქოს რუკა ეჭირა ხელში.
She escaped right down the Quileute boundary line as if she were reading it from a map.
589905.
Eclipse | CHAPTER 3
სიმართლე გითხრა, ქვილიუტებსაც შეეძლოთ მისი შეპყრობა, ჩვენ რომ არ გადავყროდით გზაზე.
To be fair, the Quileutes might have had her, too, if we hadn’t gotten in the way.
589906.
Eclipse | CHAPTER 3
დიდმა რუხმა მგელმა იფიქრა, რომ ემეტმა საზღვარი გადაკვეთა და თავის დაცვა გადაწყვიტა.
The big gray one thought Emmett was over the line, and he got defensive.
589907.
Eclipse | CHAPTER 3
რასაკვირველია, ამან როზალი გააბრაზა და, მოკლედ, დევნის ნაცვლად, ყველა თავისიანის დაცვაზე გადაერთო.
Of course Rosalie reacted to that, and everyone left the chase to protect their companions.
589908.
Eclipse | CHAPTER 3
საბედნიეროდ, კარლაილმა და ჯასპერმა მალევე დააწყნარეს დაპირისპირებულები, თორემ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდოდა.
Carlisle and Jasper got things calmed down before it got out of hand.
589909.
Eclipse | CHAPTER 3
სულ ეს არის.
That’s everything.
589910.
Eclipse | CHAPTER 3
გაბრაზებული დავყურებდი ფურცელს.
I frowned at the letters on the page.
589911.
Eclipse | CHAPTER 3
ამ ამბავში ყველა გარეული იყო: ემეტი, ჯასპერი, ელისი, როზალი, კარლაილი, შეიძლება ესმეც, მიუხედავად იმისა, რომ ედუარდს არ უხსენებია, და ქვილიუტების ხროვაც.
All of them had been in on it — Emmett, Jasper, Alice, Rosalie, and Carlisle. Maybe even Esme, though he hadn’t mentioned her. And then Paul and the rest of the Quileute pack.
589912.
Eclipse | CHAPTER 3
ადვილად შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჩხუბში გადაზრდილიყო, ჩემი მომავალი ოჯახი და ძველი მეგობრები ერთმანეთს შეჰბრძოლებოდნენ; ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა დაშავებულიყო.
It might so easily have turned into a fight, pitting my future family and my old friends against each other. Any one of them could have been hurt.
589913.
Eclipse | CHAPTER 3
ალბათ მაქციები უფრო მეტად იზარალებდნენ, მაგრამ როცა ვეებერთელა მგელთან მეომარი სუსტი ელისი წარმოვიდგინე... გამაცახცახა.
I imagined the wolves would be in the most danger, but picturing tiny Alice next to one of the huge werewolves, fighting... I shuddered.
589914.
Eclipse | CHAPTER 3
მთელი აბზაცი საშლელით საგულდაგულოდ წავშალე და ზედ გადავაწერე: „ჩარლიზე არ გიფიქრიათ? ვიქტორია რომ მას დასხმოდა?“
Carefully, I scrubbed out the entire paragraph with my eraser and then I wrote over the top: What about Charlie? Victoria could have been after him.
589915.
Eclipse | CHAPTER 3
ედუარდმა თავი გაიქნია, სანამ წერას დავამთავრებდი; რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას დაიწყებდა, რომ ჩარლის საფრთხე არ ემუქრებოდა.
Edward was shaking his head before I finished, obviously going to downplay any danger on Charlie’s behalf.
589916.
Eclipse | CHAPTER 3
ფურცლისთვის ხელი გამომიწოდა, მაგრამ არ მივეცი და თავიდან დავწერე: „შენ რა იცი, ვიქტორია მაშინ რას ფიქრობდა, მე და შენ ხომ ფლორიდაში ვიყავით?! იქ გამგზავრება ცუდი აზრი იყო“.
He held a hand out, but I ignored that and started again. You can’t know that she wasn’t thinking that, because you weren’t here. Florida was a bad idea.
589917.
Eclipse | CHAPTER 3
ხელიდან გამომაცალა ფურცელი.
He took the paper from underneath my hand.
589918.
Eclipse | CHAPTER 3
„მარტო ვერ გაგიშვებდი, შენი უიღბლობის ამბავი რომ ვიცი, შავი ყუთიც არ გადარჩებოდა“.
I wasn’t about to send you off alone. With your luck, not even the black box would survive.
589919.
Eclipse | CHAPTER 3
სასაცილოა, თითქოს თვითმფრინავით ისე ვერ ვიმგზავრებდი, რომ არ ჩამოვარდნილიყო.
Like I couldn’t fly cross country without bringing the plane down. Very funny.
589920.
Eclipse | CHAPTER 3
წარმოვიდგინოთ, რომ ჩემი უიღბლობის წყალობით თვითმფრინავი ჩამოვარდა.
So let’s say my bad luck did crash the plane.