მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589921.
დაბნელება | თავი 3
ამ შემთხვევაში რას იზამდი?
What exactly were you going to do about it?
589922.
დაბნელება | თავი 3
„თვითმფრინავი რა მიზეზით ჩამოვარდა?“ სიცილს ძლივს იკავებდა.
Why is the plane crashing? He was trying to hide a smile now.
589923.
დაბნელება | თავი 3
„პილოტები გონის დაკარგვამდე დათვრნენ“.
The pilots are passed out drunk.
589924.
დაბნელება | თავი 3
„ეგ ადვილია. თვითმფრინავის საჭეს მე მივუჯდებოდი“.
Easy. I’d fly the plane.
589925.
დაბნელება | თავი 3
ტუჩზე ვიკვნიტე და ხელახლა ვცადე.
I pursed my lips and tried again.
589926.
დაბნელება | თავი 3
„ორივე ძრავა წყობიდან გამოვიდა და თავბრუდამხვევი სისწრაფით ვეცემით მიწაზე“.
Both engines have exploded and we’re falling in a death spiral toward the earth.
589927.
დაბნელება | თავი 3
„მიწასთან მიახლოებას დაველოდებოდი, მაგრად დაგიჭერდი, კედელს გავანგრევდი და გადავხტებოდი. შემდეგ ავიაკატასტროფის ადგილას დაგაბრუნებდი და, როგორც ყველაზე იღბლიანი გადარჩენილები, ნამსხვრევებიდან გამოვძვრებოდით“.
I’d wait till we were close enough to the ground, get a good grip on you, kick out the wall, and jump. Then I’d run you back to the scene of the accident, and we’d stumble around like the two luckiest survivors in history.
589928.
დაბნელება | თავი 3
ლაპარაკის უნარწართმეული მივაშტერდი.
I stared at him wordlessly.
589929.
დაბნელება | თავი 3
– რა მოხდა? – ჩურჩულით მკითხა.
“What?” he whispered.
589930.
დაბნელება | თავი 3
– არაფერი, – დაბნეულმა ამოვილუღლუღე.
“Nothing,” I mouthed.
589931.
დაბნელება | თავი 3
ვიცოდი, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე განმეორდებოდა, სანამ რომელიმე მხარე არ დამარცხდებოდა.
I knew there would be a next time. The pattern would continue until someone lost.
589932.
დაბნელება | თავი 3
ედუარდი დიდხანს მიყურებდა თვალებში.
Edward stared into my eyes for a long moment.
589933.
დაბნელება | თავი 3
ნეტა როგორ გამოვიყურებოდი? სახე არ მიხურდა, ესე იგი, ისევ ფერმიხდილი ვიყავი, უპეები კვლავაც სველი მქონდა.
I wondered what my face looked like — it felt cold, so the blood hadn’t returned to my cheeks. My eyelashes were still wet.
589934.
დაბნელება | თავი 3
ერთი ამოიოხრა და თავი დამიქნია.
He sighed and then nodded once.
589935.
დაბნელება | თავი 3
უეცრად ფურცელი ხელიდან ამაცალეს.
The paper disappeared from under my hand.
589936.
დაბნელება | თავი 3
გაკვირვებულმა ავიხედე, მისტერ ბერტი გვიახლოვდებოდა.
I looked up, blinking in surprise, just as Mr. Berty came down the aisle.
589937.
დაბნელება | თავი 3
– ჩვენც ხომ არ წაგვაკითხებდით, მისტერ კალენ?
“Is that something you’d like to share there, Mr. Cullen?”
589938.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა უცოდველად შეხედა მისტერ ბერტის და თავისი საქაღალდიდან ფურცელი გამოაძრო.
Edward looked up innocently and held out the sheet of paper on top of his folder.
589939.
დაბნელება | თავი 3
– ჩემს ჩანაწერებს? – ვითომ გაკვირვებით იკითხა.
“My notes?” he asked, sounding confused.
589940.
დაბნელება | თავი 3
მისტერ ბერნმა ჩანაწერებს გადახედა – მისი ლექციის სრული კონსპექტი იყო. რაღაც ჩაიბურტყუნა და მოღუშული გაგვეცალა.
Mr. Berty scanned the notes — no doubt a perfect transcription of his lecture — and then walked away frowning.