მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589881.
დაბნელება | თავი 3
მე სხვანაირ სიცილს ვიყავი მიჩვეული.
This wasn’t the smile I’d been waiting to see.
589882.
დაბნელება | თავი 3
რამდენიმე წამში ჯეიკობი თვალს მიეფარა.
In a matter of seconds, Jacob raced out of sight.
589883.
დაბნელება | თავი 3
მისტერ გრინი ამ ყველაფერს კრიჭაშეკრული ადევნებდა თვალს.
Mr. Greene gnashed his teeth together while he watched the performance.
589884.
დაბნელება | თავი 3
– მისტერ კალენ, იმედია, სთხოვთ თქვენს მეგობარს, მომავალში, სხვა სკოლის ტერიტორიაზე შეჭრისგან თავი შეიკავოს.
“Mr. Cullen, I expect you to ask your friend to refrain from trespassing again.”
589885.
დაბნელება | თავი 3
– ის ჩემი მეგობარი არ არის, მისტერ გრინ, მაგრამ მაინც გავაფრთხილებ.
“He’s no friend of mine, Mr. Greene, but I’ll pass along the warning.”
589886.
დაბნელება | თავი 3
მისტერ გრინმა ტუჩზე იკბინა.
Mr. Greene pursed his lips.
589887.
დაბნელება | თავი 3
ედუარდის საუკეთესო ნიშნების და უზადო ყოფაქცევის გათვალისწინებით, დირექტორმა ეს ინციდენტი თავისებურად შეაფასა.
Edward’s perfect grades and spotless record were clearly a factor in Mr. Greene’s assessment of the incident.
589888.
დაბნელება | თავი 3
– სანერვიულო არაფერია, მისტერ გრინ. არავითარი უსიამოვნება არ არსებობს.
“There’s nothing to worry about, Mr. Greene. There won’t be any trouble.”
589889.
დაბნელება | თავი 3
– იმედი მაქვს. ახლა კი გაკვეთილზე წადით. თქვენც, მის სუონ.
“I hope that’s correct. Well, then. On to class. You, too, Miss Swan.”
589890.
დაბნელება | თავი 3
ედუარდმა თავი დაუქნია და სწრაფად წამიყვანა შენობისკენ, სადაც ინგლისურის გაკვეთილი გვიტარდებოდა.
Edward nodded, and pulled me quickly along toward the English building.
589891.
დაბნელება | თავი 3
– კარგად ხარ? შეძლებ გაკვეთილზე დასწრებას? – ჩამჩურჩულა ედუარდმა, როცა დირექტორს გვერდით ჩავუარეთ.
“Do you feel well enough to go to class?” he whispered when we were past the principal.
589892.
დაბნელება | თავი 3
– კი, – ვუპასუხე მე, თუმცა, არ ვიცოდი, მართლა შევძლებდი თუ არა.
“Yes,” I whispered back, not quite sure if this was a lie.
589893.
დაბნელება | თავი 3
ახლა ეს ნამდვილად არ იყო მნიშვნელოვანი.
Whether I felt well or not was hardly the most important consideration.
589894.
დაბნელება | თავი 3
ედუარდთან ლაპარაკი მინდოდა, ხოლო ინგლისურის საკლასო ოთახი ამისთვის სრულიად შეუფერებელი იყო.
I needed to talk to Edward right away, and English class wasn’t the ideal place for the conversation I had in mind.
589895.
დაბნელება | თავი 3
სამწუხაროდ, მისტერ გრინი უკან მოგვყვებოდა და გვერდზე გაძრომის საშუალება არ მოგვცემია.
But with Mr. Greene right behind us, there weren’t a lot of other options.
589896.
დაბნელება | თავი 3
გაკვეთილზე ცოტა დავაგვიანეთ და მაშინვე დავიკავეთ ჩვენი ადგილები.
We got to class a little late and took our seats quickly.
589897.
დაბნელება | თავი 3
მისტერ ბერტი ფროსტის პოემას კითხულობდა და ყურადღება არ მოუქცევია.
Mr. Berty was reciting a Frost poem. He ignored our entrance.
589898.
დაბნელება | თავი 3
რვეულიდან სუფთა ფურცელი ამოვხიე და წერა დავიწყე. ნერვიულობისგან ჩემი ხელწერა კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა.
I yanked a blank page out of my notebook and started writing, my handwriting more illegible than normal thanks to my agitation.
589899.
დაბნელება | თავი 3
„რა მოხდა? ყველაფერი მითხარი. ოღონდ, გთხოვ, ყოველგვარი „მე შენი დაცვა მინდოდა“-ს გარეშე“.
What happened? Tell me everything. And screw the protecting me crap, please.
589900.
დაბნელება | თავი 3
წერილი ედუარდისკენ გავაცურე, მან ამოიხვნეშა და წერა დაიწყო.
I shoved the note at Edward. He sighed, and then began writing.