მოიძებნა 668064 ჩანაწერი
20121.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ეს კონსულტაციები კი ხშირ შემთხვევაში ტენდენციური იყო.
These consultations were often tendentious.
20122.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ასე თუ ისე, XX საუკუნის ქართული მწერლობის არაერთ მიმოხილვაში, რომელიც ევროპულ ენციკლოპედიებსა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება, ქართველი მწერლები არ არიან წარმოდგენილნი მათი შემოქმედების მხატვრულ ღირებულებათა შესაბამისად.
In sum, in many a review of 20th-century Georgian literature, found in European encyclopaedias and scholarly literature, Georgian writers are not represented according to the literary value of their work.
20123.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ყოველ შემთხვევაში ქართული პოეზიის მიმოხილვისას ხშირად აქცენტები არასწორადაა დასმული. იქამდე, რომ ზოგიერთი ლიტერატურის ისტორიასა თუ ენციკლოპედიაში, სადაც ბევრი თანამედროვე ქართველი პოეტის შემოქმედებაა მიმოხილული და სხვები დასახელებული, XX საუკუნის ქართული პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი გალაკტიონ ტაბიძე ნახსენებიც კი არაა.
At any rate, in reviewing Georgian poetry, the accents are often misplaced to the extent that in some histories of literature and encyclopaedias in which the works of many modern poets are reviewed, and others named, there is no mention of Galaktion Tabidze, the greatest representative of 20th-century Georgian poetry.
20124.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ასეთი მდგომარეობაა “იტალიურ ენციკლოპედიაში~, სადაც ქართულ ლიტერატურაზე სტატიის ავტორია ცნობილი ქართველოლოგი გ. დეეტერსი; გ. პრამპოლინის “ლიტერატურის უნივერსალურ ისტორიაში~, გ. კასტელინოს “აღმოსავლეთის ლიტერატურის ისტორიაში~ და სხვ.
This is the case with the Italian Encyclopaedia in which the article on Georgian literature is authored by the well-known Kartvelologist G. Deeters; G. Prampolini's Universal History of Literature, G. Castellino's History of Oriental Literature, etc.
20125.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ევროპულ ქართველოლოგიურ ლიტერატურას კიდევ ერთი თავისებური ხარვეზი ახასიათებს.
European Kartvelological literature has one more peculiar flaw.
20126.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მასში ძალზე მძიმედ და მოგვიანებით პოულობს ასახვას ქართული მეცნიერების მიღწევები.
The achievements of Georgian scholarship are reflected in it with great difficulty and considerable delay.
20127.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ეს გარემოება იმიტომაცაა არასასურველი, რომ ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში საკმაოდ მაღალ მეცნიერულ დონეზეა შესწავლილი მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურა საზოგადოდ და განსაკუთრებით კი მისი ზოგიერთი მონაკვეთი, კერძოდ ქართული სასულიერო მწერლობა, რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი~ და ქართული მწერლობის ზოგი სხვა წარმომადგენელი.
This is unfortunate for the additional reason that the centuries-old Georgian literature in general, and some periods in particular, viz. Georgian theological writings, Rustaveli's The Man in the Panther's Skin and some other representatives of Georgian literature, have been studied in Georgian literary criticism at a fairly high scholarly level.
20128.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ევროპული ქართველოლოგია, როგორც დავინახეთ, თავისი არათანმიმდევრული განვითარების გამო საკუთრივ ქართული მეცნიერების დონეს ამ დარგში ფრიად ჩამორჩება.
As seen above, due to its inconsistent development, European Kartvelology falls far behind the level of Georgian scholarship proper.
20129.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მიუხედავად ამისა, ქართული ლიტერატურის არსებით პრობლემებზე საუბრისას ევროპული მეცნიერება ჯეროვნად არ ეფუძნება ქართველოლოგიას.
Nevertheless, in considering key problems of Georgian literature European scholarship does not base itself properly on Kartvelology.
20130.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამის ასახსნელად მრავალი მიზეზის გათვალისწინებაა საჭირო, რომელთა შორის ზოგი მათგანი ობიექტურია: ენობრივი ბარიერი, სამეცნიერო ლიტერატურის ხელმიუწვდომლობა.
There are many reasons for this, among which some are objective: the language barrier, unavailability of scholarly literature.
20131.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მაგრამ ვფიქრობ, უფრო არსებითია სუბიექტური მიზეზები:
However, subjective reasons are more important:
20132.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
უცხოელი მკვლევარები ზოგჯერ შინაგანად არ ენდობიან ქართველ მეცნიერებს. ერთი მხრივ, მათი, როგორც საბჭოთა მეცნიერული სკოლის აღზრდილების, არაკომპეტენტურობის გამო; მეორე მხრივ კი მათი, როგორც ქართველების, ქართველოლოგიურ პრობლემატიკასთან დამოკიდებულებაში ტენდენციურობის გამო.
Occasionally foreign scholars do not trust Georgian scholars inwardly - on the one hand, doubting their competence as alumni or collaborators of the Soviet scholarly school, and, on the other, for their tendentiousness, as Georgians, in their attitude to Kartvelological problems.
20133.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამ სუბიექტურ ფაქტორებს აქვს თავისი საფუძველი.
These subjective factors are not groundless.
20134.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მეცნიერთა რიგებს სხვადასხვა ქვეყანაში და ეპოქაში მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ მაინც ეტმასნებიან შარლატანები და დილეტანტები. საბჭოთა ეპოქა ამისათვის ალბათ ერთ-ერთი ნოყიერი ნიადაგის მქონე იყო.
In different countries and periods scholarship has had, with more or less intensity, fellow-travelling charlatans and dilettantes, the Soviet period probably forming a fertile soil for this.
20135.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
პატრიოტული ტენდენციურობაც ახასიათებს მეცნიერების ყველა დარგს და განსაკუთრებით ეროვნული მიმართულების დარგებს.
Patriotic tendentiousness too is characteristic of all branches of science and scholarship, particularly branches of national trend.
20136.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
არც ქართველი მეცნიერები არიან ამ სენისაგან დაზღვეულნი.
Neither are Georgian scholars immune from this malady.
20137.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მაგრამ შეუძლებელია ზემოთ მითითებული პირველი ან მეორე ნაკლი მივაწეროთ ყველა ქართველ მეცნიერს.
However, it is impermissible to ascribe the former or latter shortcoming to all Georgian scholars.
20138.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართულ მეცნიერებას ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს თავისი მაღალპროფესიული და მეცნიერული ეთიკით უზადო ელიტა, რომლის კომპეტენტურობასა და ობიქტურობაში ეჭვის შეტანა არაა მიზანშეწონილი.
Georgian scholarship has always had and still has a highly professional elite of impeccable scholarly ethics, whose competence and objectivity should not be questioned.
20139.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართული მეცნიერების ამ ელიტის აღიარება და მასზე დაყრდნობა ევროპულ ქართველოლოგიაში ხდება, მაგრამ ხდება დიდი დაგვიანებით.
European Kartvelology does acknowledge and refer to this elite of Georgian scholars, but this is done with considerable delay.
20140.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
უფრო რთულია მდგომარეობა ევროპულ არაქართველოლოგიურ ლიტერატურაში, სადაც განხილვის ობიექტია ზოგი ქართველოლოგიური პრობლემა.
The situation is more difficult in European non-Kartvelological literature in which some Kartvelological problems are discussed.