მოიძებნა 668064 ჩანაწერი
20181.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
თანამედროვე მკვლევარ-ბიზანტინისტმა კი ნაწარმოების ავტორ იოანედ შეარჩია არა რომელიმე ცნობილი მწერალი იოანე, არამედ ვინმე ბერი იოანე, რომელიც არა თუ მწერალია, შეიძლება ისტორიული პიროვნებაც არ იყოს; რამდენადაც იგი მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟია აგიოგრაფიული თხზულებისა.
Now, the modern researcher-Byzantinist chose for the author of the work not some known writer John but a certain monk John who may not be a writer or even an historical person, for he is only a character of an hagiographic work.
20182.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამჯერად ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ ბიზანტინისტიკაში ამ უკანგადადგმული ნაბიჯის ერთ-ერთი განმაპირობებელი ქართველოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის უგულებელყოფაა.
More interesting for our present topic is that the disregard of Kartvelological scholarly literature is one cause of this step backward in Byzantinism.
20183.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართველოლოგია თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერების ერთი მნიშვნელოვანი დარგია.
Kartvelology is one important field of the modern Humanities.
20184.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მასში განხილული პრობლემების ერთი ნაწილი მჭიდროდ ეჯაჭვება ბიზანტინისტიკის, ზოგადი ენათმეცნიერების, აღმოსავლეთმცოდნეობის, ევროპული რენესანსული კულტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და საზოგადოდ თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის ბევრ არსებით სფეროს.
One part of problems considered in it is closely linked with Byzantinism, general linguistics, Oriental Studies, European Renaissance culture, art study and, generally, many important spheres of European civilisation.
20185.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამიტომაც ქართველოლოგიური მეცნიერების მიღწევების გაუთვალისწინებლობა საზოგადოდ კვლევა-ძიების დაბალ, არათანამედროვე დონეზე მიუთითებს.
Hence, disregard of the achievements of Kartvelological science in general points to a low, non-modern level of research.
20186.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართველოლოგიის ამ მაღალი მეცნიერული დონის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპელ მკვლევარებს მიუძღვით. ეს ვფიქრობთ, კარგად გამოჩნდა წინამდებარე მონოგრაფიაში ევროპაში ქართული ლიტერატურის შესწავლის მაგალითზე.
European researchers have made a significant contribution to the creation of this high level of Kartvelology, which, I believe, has been shown well in the present monograph with the example of the study of Georgian literature in Europe.
20187.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ევროპელთა მიერ ქართული ლიტერატურის შესწავლის კვლევა წინამდებარე მონოგრაფიაში არსებითად გარკვეული ქრონოლოგიური ზღვარითაა შემოფარგლული. ესაა ჩვენი საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი.
In the present monograph European research into Georgian literature is largely restricted to the early 1990s.
20188.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, აღნიშვნას მოითხოვს ის გარემოება, რომ სწორედ 90-იანი წლებიდან კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი საქართველოს, მისი კულტურისა და კერძოდ ლიტერატურისადმი.
Nevertheless, I believe it should be noted that it was precisely since 90's that interest in Georgia has grown, her culture and, particularly, literature.
20189.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლამ, კავკასიაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ, ქვეყნის ევროპული დემოკრატიზმის კურსით განვითარებამ ევროპული საზოგადოებრიობის უფრო ფართო ფენების ინტერესი აღძრა საქართველოს მიმართ.
The break-up of the former Soviet Union, the grave political processes occurring in the Caucasus, the gaining of independence by Georgia, the development of the country along the path of European democracy aroused the interest of broader strata of European society in Georgia.
20190.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქვეყნის წარსულიც, მისი ისტორიაც და კულტურაც იქცა უფრო საგულდაგულო შესწავლის სფეროდ.
The country's past, its history and culture turned into a sphere of a more thorough study.
20191.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
როგორც ზემოთ მივუთითეთ, ევროპელი ქართველოლოგები უკვე საგანგებო მონოგრაფიებს აქვეყნებენ ქართულ ლიტერატურაზე.
As noted above, European Kartvelologists publish special monographs on Georgian literature.
20192.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ხდება უცხოელის თვალით ამ ლიტერატურის ზოგადი შტრიხების გამოვლენაც და შეფასებაც.
General features of this literature are being brought to light and assessed by foreigner's eyes.
20193.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
რომ უფრო საგნობრივად ვისაუბროთ ამ პერიოდის ევროპელ ქართველოლოგთა ძიებებზე ქართული ლიტერატურის სფეროში, შევჩერდეთ ინგლისელი ქართველოლოგის დონალდ რეიფილდის მიერ 1997 წელს ამსტერდამში ჟურნალ “გეორგიკის~ მეორე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე “ქართული ლიტერატურის ძლიერი და სუსტი მხარეები~.
To be more concrete about Kartvelological research into Georgian literature I shall dwell on the paper by the English Kartvelologist Donald Rayfield: Strengths and Weaknesses of Georgian Literature published in Amsterdam in 1997.
20194.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
დონალდ რეიფილდი ქართული ლიტერატურის კარგი მცოდნეა.
Donald Rayfield is a connoisseur of Georgian literature.
20195.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღზრდილი, ამჯერად ლონდონის უნივერსიტეტის რუსისტიკისა და ქართველოლოგიის პროფესორი.
A sometime student of Tbilisi State University, he is at present Professor of Russian and Georgian Studies at the University of London.
20196.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1994 წელს ოქსფორდში გამოაქვეყნა მონოგრაფია - “საქართველოს ლიტერატურა: ისტორია~.
As noted above, in 1994 he published a monograph at Oxford: The Literature of Georgia.
20197.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მითითებული სტატია მიზნად ისახავს მოკლე, მაგრამ კომპაქტური წარმოდგენა მისცეს ევროპელ მკითხველს მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაზე და თან საკუთარი პოზიციიდან გამოკვეთოს ამ ლიტერატურის ზოგადი შტრიხები.
The paper cited above, is designed to give the European reader a compact idea about the centuries-old Georgian literature, outlining the general features of this literature from his own standpoint.
20198.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
დ. რეიფილდი აღფრთოვანებულ სტრიქონებს უძღვნის ქართული ლიტერატურის დიდებულებას და სიცოცხლისუნარიანობას: “ვერვინ უარყოფს ქართული ლიტერატურის ძლიერებას და დიდებულებას.
Prof. Rayfield devotes enthusiastic lines to the strength and splendour of Georgian literature: "Nobody would deny the strength or the splendour of Georgian literature.
20199.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
არაჩვეულებრივია თვითონ ის ფაქტი, რომ მან თხუთმეტ საუკუნეს გაუძლო და ჰქონდა აყვავების გარკვეული პერიოდები.
The very fact that it has survived, and sometimes flourished, for some fifteen hundred years is extraordinary.
20200.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
კიდევ უფრო განსაცვიფრებელია მისი უნარი განუწყვეტელი კატაკლიზმების შემდეგ კვლავ და კვლავ აღდგინებისა~.
Still more extraordinary has been its capacity to resurrect after regular cataclysms''.