მოიძებნა 668064 ჩანაწერი
20301.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ინგლისელი ქართველოლოგის აზრით, სწორედ ჰიპერბოლიზაციაა ის თვისება, რაც ისეთი საოცარი ფენომენის, როგორც ქართული ლიტერატურაა, ერთგვარ სუსტ, მწირ მხარედ უნდა ჩაითვალოს.რადგანაც ესაა “ტენდენცია გაზვიადებისა, გამომხატველობის ჩარჩოებს მიღმა გასვლისა, აღქმა-გაგების, ჟანრისა და ხანდახან საღი გემოვნების საზღვრების გადაცდენისა.~
In the view of the English Kartvelologist, it is hyperbolization that must be considered the feature responsible for the weaknesses and miseries of such an astonishing phenomenon as Georgian literature, for “...it is a hyperbolic literature, which tends to exaggerate, to go beyond the limits of the expressible, of the intelligible, of genres, even sometimes of good taste”.
20302.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამავე დროს, ის, რასაც ჩვენ დღეს “საღი გემოვნების საზღვრების გადაცდენად~ ვთვლით, შუასაუკუნეების აღმოსავლური ლიტერატურის სული და გული იყო.
At the same time, what we today may call “going beyond the limits... of good taste” was the soul and heart of mediaeval oriental literature.
20303.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
იმდროინდელი ესთეტიკური სტილი, როგორც ავტორის ასევე მკითხველის გემოვნება, ჰიპერბოლიზაციაში ხედავს ხელოვნების მშვენიერების ქვაკუთხედს.
The aesthetic style of the time, and the author's as well as the reader's taste viewed hyperbolization as the cornerstone of the art of the beautiful.
20304.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ვფიქრობ, არ არის მართებული გარდასულ ეპოქათა ესთეტიკურ სტილს თანამედროვე მკითხველის გემოვნების პოზიციიდან ეკამათო.
It does not seem justified to criticise the aesthetic style of past epochs from the standpoint of the modern reader's taste.
20305.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ასეთი დამოკიდებულება მით უმეტეს არ უნდა იქცეს ლიტერატურათმცოდნეობის პრინციპად.
Moreover, this attitude should not turn into a principle of literary criticism.
20306.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ლიტერატურული გემოვნება, ესთეტიკური სტილი ცვალებადია. იგი სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა გეოგრაფიული თუ პოლიტიკური არეალის, სხვადასხვა რელიგიური თუ ეროვნული ლიტერატურის რთული ნიუანსების სინამდვილეში სხვადასხვანაირად ყალიბდება.
Literary taste or aesthetic style is changeable, developing variously in different geographical or political areas and complex shades of different religious or national literatures.
20307.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ერთი გადასახედიდან სხვა ეპოქის, გარემოს, რელიგიური თუ ეროვნული ერთობის ესთეტიკური სტილი ხშირად გაუგებარი და ზოგჯერ მიუღებელიცაა.
From a single vantage point the aesthetic style of a different period, setting, religious or national unity is often incomprehensible and at times even unacceptable.
20308.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
საკმარისია გავიხსენოთ, თვით ერთი ევროპული ცივილიზაციის ფარგლებში ეპოქათა მიხედვით ლიტერატურული გემოვნების როგორი ცვალებადობა შეინიშნება.
Suffice it to recall the age-related variability of literary taste within European civilisation alone.
20309.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
თანამედროვე ევროპელი მკითხველის ერთი ნაწილის გემოვნებისათვის ერთგვარად მიუღებელია თვით ორიოდე საუკუნის წინანდელი სანტიმენტალური ლიტერატურული განწყობილება.
The Sentimental literary trend prevailing some two centuries ago is unacceptable to a part of modern Western readers.
20310.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ყოველი მხატვრული ქმნილება, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს ისტორიზმის პრინციპით, იმ ეპოქის სულისკვეთებით, რომელშიაც იგი შეიქმნა: უნდა გაანალიზებულ იქნას, თუ როგორ ეხმიანება იგი ეპოქის ტრადიციულ მსოფლმხედველობით პოზიციას და გამოვლინდეს ის ნოვატორული, რაც ამ მხატვრულ ძეგლს შეაქვს იმავე ტრადიციულ სააზროვნო სტილში.
Each literary work should, I believe, be evaluated by a literary critic according to the principle of historicism - in the spirit of the period it was created, analysing it in terms of how it accords with the traditional position of its age and what novelty, if any, it contributes to the same traditional style of thought.
20311.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
უმთავრესი მაინც დ. რეიფილდის ამ უაღრესად საინტერესო სტატიის და კიდევ უფრო მეტად 1994 წელს ოქსფორდში გამოცემული მისი წიგნის განხილვის შედეგად ის დასკვნაა, რომ XX საუკუნის მიწურულს ევროპელი ქართველოლოგები ქართული ლიტერატურის შესწავლას ახდენენ სრულიად დამოუკიდებლად და ახლებური თვალთახედვით.
The main conclusion from a consideration of this extremely interesting paper by D. Rayfield (and more so of his major book published at Oxford in 1994) is that European Kartvelologists of the end of the 20th century study Georgian literature from an absolutely independent and novel point of view.
20312.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ეს შესწავლა უკვე აღარ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ლიტერატურის ევროპელი მკითხველისათვის გაცნობის და მისი პოპულარიზაციის მიზნით.
This study is carried on not with the sole purpose of introducing Georgian literature to the European reader and for its popularisation.
20313.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ქართულ მწერლობაზე მსჯელობა წარმართულია როგორც ევროპული ცივილიზაციის ერთი უაღრესად საინტერესო სფეროს შესახებ.
Georgian literature is being discussed as one highly interesting sphere of European civilisation,
20314.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ხდება მისი სპეციფიკური ნიშნების გამოვლენა, მისი ფილოსოფიური და ესთეტიკური პოზიციების კვლევა.
Its specific features are being brought to light and its philosophical and aesthetic positions researched.
20315.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
მიზნადაა დასახული ამ ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების ევროპელ მკითხველთან მაღალ მხატვრულ-ესთეტიკურ დონეზე შესრულებული თარგმანებით მიტანა.
The objective is set of supplying the European reader with highly-aesthetic translations of the best examples of this literature.
20316.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ეს კი ევროპულ ქართველოლოგიაში ახალი ეტაპის დასაწყისია.
And this is the beginning of a new stage in European Kartvelology.
20317.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
დღეისათვის ქართული ლიტერატურის ევროპელ მკვლევართა წინაშე ახალი ამოცანები დგება.
Today European students of Georgian literature are facing fresh tasks.
20318.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ევროპული ქართველოლოგია ამ სფეროში გასცდა იმ ეტაპს, რომელზედაც ქართული ლიტერატურის მხოლოდ და მხოლოდ შესწავლა ხდებოდა.
European Kartvelology has gone beyond the stage at which only research was conducted into Georgian literature.
20319.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
დღეს ევროპულმა ქართველოლოგიამ უნდა დაადგინოს ქართული მწერლობის ადგილი ევროპული თეოლოგიურ-ფილოსოფიური და ლიტერატურული აზრის განვითარების პროცესში;
European Kartvelology should now define the place of Georgian literature in the process of development of European theological, philological and literary thought;
20320.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
უნდა შეაფასოს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა მონაპოვარი ამ მიმართულებით; უნდა დასვას სწორი აქცენტები ქართული კულტურის კარდინალურ საკითხებზე ტენდენციური და არატენდენციური წყაროების გამიჯვნისას; ერთმანეთისაგან განასხვავოს მეცნიერული და პატრიოტულ-დილეტანტური მსჯელობა ქართული ლიტერატურის საკითხებზე და ამით წარმოაჩინოს ჭეშმარიტი ქართული მეცნიერების ღვაწლი ქართველოლოგიის ერთი უმთავრესი სფეროს შესწავლაში.
All gains of the Kartvelological science have to be assessed along these lines, accents must be on cardinal questions of Georgian culture in separating tendentious sources from non-tendentious ones; differentiating scholarly and patriotic-dilettantish reasoning on questions of Georgian literature, thereby highlighting the contribution of genuine Georgian scholarship to the study of one important sphere.