მოიძებნა 668064 ჩანაწერი
21121.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
თავისი მოსაზრებანი ქართული ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებით ფ. კონიბირმა განავრცო ნაშრომში „ახალი აღთქმის ქართული ვერსია “(გიზენი).
Conybeare extended his views in connection with the Georgian Bible in his study, The Georgian Version of the New Testament (Giesen).
21122.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ო. უორდროპს მეგობრობა და სამეცნიერო კონტაქტები აკავშირებდა ასევე ჯეიმზ ბედელისთან.
Oliver Wadrop had also friendly ties and scholarly contacts with James Baddeley.
21123.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ქართველოლოგიური მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია მისი წერილები ო. უორდროპთან, რომლებშიც ჯ. ბედელი ეთათბირებოდა ამ უკანასკნელს საქართველოს პრობლემებზე.
His letters to Wardrop, in which he consulted the latter on Georgian questions, are significant for Kartvelology.
21124.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ეს წერილები დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში.
These letters are preserved in the Wardrop collection of the Bodleian Library.
21125.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ჯ. ბედელიმ, როგორც ბრიტანეთის საინჟინრო ფირმის წარმომადგენელმა, ევროპისა და აზიის სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურა.
Baddeley travelled in various regions of Europe and Asia as a representative of a British engineering firm.
21126.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
1900 წელს იგი იყო კავკასიაში და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით დაწერა გამოკვლევა.
In 1900 he visited the Caucasus, resulting in his study.
21127.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
მასში საინტერესო მასალაა არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შესახებ. წიგნს ახლავს ო. უორდროპის წინასიტყვაობა.
The book, edited with Wardrop's introduction, contains interesting material on archaeology, ethnography and folklore.
21128.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ქართველოლოგიური პრობლემატიკით დაინტერესებული შემდეგი ინგლისელი ისტორიკოსი და ფილოლოგი არის უილიამ ედუარდ დევიდ ალენი.
William Edward David Allen was another English historian and philologist interested in Georgian Studies.
21129.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
მან თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ქართველი ხალხის ისტორიის შესახებ მთელი თავი მიუძღვნა ქართული ლიტერატურის მიმოხილვას.
In his fundamental A History of the Georgian People, one chapter is devoted to a review of Georgian literature.
21130.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
უილიამ ალენი, ისევე როგორც სხვა ინგლისელი ავტორები, ხაზგასმით აღნიშნავს მარი ბროსეს ღვაწლს ევროპული ქართველოლოგიის განვითარებაში და იმ ფაქტს, რომ საქართველო ინგლისურ სამეცნიერო წრებრუნვაში სწორედ მარი ბროსეს ნაშრომებით შევიდა.
Allen, as well as other English authors, stresses Marie Brosset's contribution to the development of European Kartvelology, and the fact that Georgia entered British scholarship via Brosset's works.
21131.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
უ. ალენმა რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში და უშუალოდ გაეცნო ქართულ კულტურას და ქართველ ინტლიგენციას.
Allen travelled to Georgia several times, familiarizing himself personally with Georgian culture and Georgian intellectuals.
21132.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
წიგნის შესავალში იგი ძალიან ემადლიერება თავის მეგობრებს ზ. ავალიშვილს, ნ. მარს, ჯ. ბედელის, რომლებმაც წაიკითხეს ამ წიგნის ხელნაწერი და ა. გუგუშვილს, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია წიგნის წერის დროს.
In the introduction to his book he shows appreciation of his friends, Z. Avalishvili, N. Marr, and J. Baddeley, who read his book in manuscript, and of A. Gugushvili for his help in the course of writing the book.
21133.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ქართულ მწერლობას უ. ალენი საქართველოს ისტორიის ფონზე და მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში განიხილავს.
Allen discusses Georgian literature against the background of Georgian history and in the context of world literature.
21134.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
იგი მიყვება ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებულ პერიოდიზაციას და განიხილავს ქართული მწერლობის ძეგლებს, როგორც სასულიეროს (განსაკუთრებით ჩერდება წმინდანთა ცხოვრებებზე), ასევე საეროს.
Following the periodization accepted in Georgian literary criticism, he considers both ecclesiastical (especially the lives of saints) and secular literary texts.
21135.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
იგი ეხება ივ. ჯავახიშვილის კვლევა-ძიებას ქართულ პალეოგრაფიაში, ქართულ-ბიზანტიურ კონტაქტებს სინასა და ათონის მთაზე, პალესტინისა და სირიის ქართული მონასტრების კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობას. საუბრობს ქართული პროზისა და პოეზიის განვითარებაზე.
He also deals with I. Javakhishvili's palaeographic research. Georgian-Byzantine contacts on Mount Sinai and Mount Athos, the cultural activity of the monasteries of Palestine and Syria, and the development of Georgian prose and poetry.
21136.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
რაც შეეხება ქართული ანბანის წარმოშობას, იგი თვლის, რომ ქართული დამწერლობა ჩვ. წ. აღ.-მდე IV საუკუნეში, ფარნავაზის მეფობის დროს უნდა იყოს შექმნილი.
As to the origin of the Georgian alphabet, he believes that the Georgian script must have been created in the 4th century B.C., in the reign of Parnavaz.
21137.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ამდენად, უილიამ ალენის ნაშრომში თანმიმდევრულად და ფართოდ არის განხილული ქართული ლიტერატურული პროცესი.
Thus, the Georgian literary process is discussed by Allen consistently and on a broader scale.
21138.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
საგულისხმოა უ. ალენისა და მისი მეგობრის - ინგლისში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ანდრო გუგუშვილის ერთობლივი ძალისხმევა ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური სამეცნიერო ჟურნალის „გეორგიკას“ დაარსებისა და გამოცემის საქმეში.
Special mention should be made of the joint effort of Allen and his friend Andro Gugushvili, a Georgian emigrant residing in England, in founding and editing the journal Georgica of Georgian Caucasian Studies.
21139.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
ეს ჟურნალი 1935-1937 წლებში იბეჭდებოდა ლონდონში.
It was issued in London in 1935-1937.
21140.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
მასში განხილული იყო კავკასიისა და საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ქართული ანბანის წაროშობის, ქართული ხელნაწერების, ქრისტიანული კულტურის, ინგლისში კავკასიოლოგიის განვითარების საკითხები, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები.
The journal dealt with questions of the history and ethnography of Caucasia and Georgia, the origin of the Georgian alphabet, Georgian manuscripts, Christian culture, the development of Caucasian Studies in England, and Old Georgian literary texts.