მოიძებნა 669199 ჩანაწერი
212541.
განძის კუნძული | თავი 32
ამხანაგებო, აი, მე მივდივარ იმ განძის საპოვნელად და არც კაცს შევეპუები და არც ეშმაკს.
Mates, I'm here to get that stuff, and I'll not be beat by man or devil.
212542.
განძის კუნძული | თავი 32
ფლინტისა მის სიცოცხლეშიაც არ მეშინოდა და მკვდარსაც არ გავექცევი.
I never was feared of Flint in his life, and, by the powers, I'll face him dead.
212543.
განძის კუნძული | თავი 32
შვიდასი ათასი გირვანქა სტერლინგი ერთი მეოთხედი მილით თუ იქნება ჩვენგან დაშორებული.
There's seven hundred thousand pound not a quarter of a mile from here.
212544.
განძის კუნძული | თავი 32
როდის ყოფილა, რომ ნამდვილ ვაჟკაცს ზურგი ეჩვენებინოს ამდენი ოქროსთვის, სახეჩალურჯებული, ლოთი, ბებერი მეზღვაურის, და ისიც უკვე მკვდრის შიშით?
When did ever a gentleman o' fortune show his stern to that much dollars for a boozy old seaman and him dead too?
212545.
განძის კუნძული | თავი 32
მაგრამ მის ხელქვეითებს მხნეობის ნატამალი არ ემჩნეოდათ, პირიქით, უფრო ეცემოდათ თავზარი მისი მკრეხელური სიტყვების მოსმენაზე.
But there was no sign of reawakening courage in his followers, rather, indeed, of growing terror at the irreverence of his words.
212546.
განძის კუნძული | თავი 32
ნუ განარისხებ მის სულს.
Don't you cross a spirit.
212547.
განძის კუნძული | თავი 32
კიდეც მოკურცხლავდნენ დიდი სიამოვნებით, მაგრამ ვერ ბედავდნენ.
They would have run away severally had they dared.
212548.
განძის კუნძული | თავი 32
მან, თავის მხრით, ჩინებულად დაძლია სისუსტე.
He, on his part, had pretty well fought his weakness down.
212549.
განძის კუნძული | თავი 32
მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია.
But there's one thing not clear to me.
212550.
განძის კუნძული | თავი 32
ეს მსჯელობა მე ძალიან უსუსური მეჩვენა.
This argument seemed weak enough to me.
212551.
განძის კუნძული | თავი 32
მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, ცრუმორწმუნეზე რა ახდენს გავლენას და ჩემდა გასაოცრად, ჯორჯ მერის მართლაც მოეშვა გულს.
But you can never tell what will affect the superstitious, and to my wonder, George Merry was greatly relieved.
212552.
განძის კუნძული | თავი 32
თან, რომ დავუკვირდეთ, მართალია, ფლინტის ხმას ჰგავდა, მაგრამ არც ისე პირწმინდად.
And come to think on it, it was like Flint's voice, but not just so clear-away like it.
212553.
განძის კუნძული | თავი 32
უფრო სხვა ვიღაცის ხმას წააგავდა.
It was liker somebody else's voice now.
212554.
განძის კუნძული | თავი 32
გასაოცარი იყო, როგორ გამხნევდნენ და მოვიდნენ ფერზე.
It was extraordinary how their spirits had returned and how the natural colour had revived in their faces.
212555.
განძის კუნძული | თავი 32
მალე კვლავ ერთად აყბედდნენ, ოღონდ დროდადრო ყურს უგდებდნენ იდუმალ ხმას და, რაკი ვეღარაფერი გაიგონეს, იარაღები მხარზე გაიდეს და გზას დაადგნენ.
Soon they were chatting together, with intervals of listening; and not long after, hearing no further sound, they shouldered the tools and set forth again.
212556.
განძის კუნძული | თავი 32
მერი წინ მიდიოდა და ხელში სილვერის კომპასი ეჭირა, რათა ჩონჩხის კუნძულის ხაზს არ ასცდენოდნენ.
Merry walking first with Silver's compass to keep them on the right line with Skeleton Island.
212557.
განძის კუნძული | თავი 32
მან მართალი თქვა – გინდ მკვდარი ყოფილიყო, გინდ ცოცხალი, ბენ განისა არავის ეშინოდა.
He had said the truth: dead or alive, nobody minded Ben Gunn.
212558.
განძის კუნძული | თავი 32
სილვერი მასხრად იგდებდა მის სიფრთხილეს.
Silver even joked him on his precautions.
212559.
განძის კუნძული | თავი 32
თუ ეგ დასაფიცებლად აღარ ვარგა, როგორ გგონია, სულს რაიმე რიდი ექნება მაგისი?
If it ain't no good to swear by, what do you suppose a sperrit would give for it?
212560.
განძის კუნძული | თავი 32
მალე ისიც ცხადი გახდა, რომ ყმაწვილს სენი ერეოდა.
It was soon plain to me that the lad was falling sick.