მოიძებნა 668064 ჩანაწერი
21241.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ქართული მწერლობა ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ლონდონის უნივერსიტეტის ბაზაზე 1988 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ქართველოლოგის დღე (ინგლისელი ეთნოგრაფისა და მწერლის თამარ დრაგაძის თაოსნობით), რომელზეც უცხოელი და ქართველი მეცნიერები ერთმანეთს აცნობენ ქართველოლოგიის უახლეს მიღწევებს.
It should also be noted that since 1988 the Day of the Kartvelologist was held annually at the University of London, organized by the English ethnographer and writer Tamar Dragadze. At these meetings foreign and Georgian scholars share the latest findings in the field of Kartvelology.
21242.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა.
ITALIAN-LANGUAGE KARTVELOLOGY AND GEORGIAN LITERATURE.
21243.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საქართველოს თემატიკა უძველესი დროიდან ფიგურირებდა ძველი მსოფლიოს კულტურული ხალხების სამწერლობო ტრადიციებში.
The Georgian theme figured since early times in the literary traditions of the cultural peoples of the ancient world.
21244.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა აპენინის ნახევარკუნძულიც.
The Apennine Peninsula formed no exception in this respect.
21245.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
კოლხეთისა და იბერიის შესახებ ერთ-ერთ უპირველეს ცნობებს რომაელ ისტორიკოსთა თხზულებებში ვხვდებით.
The earliest reports on Colchis and Iberia are to be found in the works of Roman historians.
21246.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მათ შორის უნდა დავასახელოთ წარმოშობით ბერძენი მწერალი აპიანე ალექსანდრიელი, რომელიც რომში გადასახლდა და იმპერატორების მარკუს ავრელიუსისა და ლუციუს ვერუსის დროს საგადასახადო საქმის ადვოკატის თანამდებობა ეკავა.
Among them mention should be made of Appian of Alexandria, a writer of Greek extraction, who moved to Rome and held the position of taxation lawyer under Marcus Aurelius and Lucius Verus.
21247.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მოხუცებულობაში ბერძნულ ენაზე დაწერილი მისი მონუმენტური “რომის ისტორიის~ XII წიგნში, სადაც აღწერილია პომპეუსის ბრძოლა ქართლის მეფე არტაგთან, მოცემულია მრავალი საყურადღებო ცნობა ქართლისა და კოლხეთის სამეფოების შესახებ.
Book XII of his monumental History of Rome, written by him in his old age, contains much noteworthy evidence on the Kingdoms of Kartli and Colchis, with a description of Pompey's fight against King Artag of Kartli.
21248.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
კოლხეთის შესახებ საინტერესო მონაცემებს შეიცავს აგრეთვე “რომის ისტორიის" სხვა წიგნებიც.
Interesting evidence on Colchis is to be found also in other books of the Roman History.
21249.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ცნობილი რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის “ანალებში" დაწვრილებითაა აღწერილი ძველი რომისა და კავკასიის ქვეყნების სამხედრო ურთიერთობა, იბერიელთა პოლიტიკური და სამხედრო კავშირები სპარსეთსა და სომხეთთან, იბერიის საშინაო პოლიტიკური ვითარება, ხოლო “ისტორიაში" საგანგებო ყურადღება ეთმობა კოლხეთის, პონტოსა და რომის იმპერიის ურთიერთობის ზოგიერთ საკითხს.
The Annals of the well-known Roman historian Tacitus gives a detailed description of the military relations of ancient Rome and Caucasian countries, the political and military alliances of the Iberians with Persia and Armenia, and the internal political situation of Iberia, while The History focuses attention on some questions of relationship of Colchis, the Pontus, and the Roman Empire.
21250.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ტაციტუსის “ისტორიას" აგრძელებს ანტიოქიაში დიდგვაროვან ბერძნულ ოჯახში დაბადებული ლათინურენოვანი ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი.
Tacitus' History was continued by Ammianus Marcellinus, a Latin-language historian born into a noble Greek family in Antioch.
21251.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
იგი თავის “გარდასულ საქმეთა ისტორიაში~ რომსა და სპარსეთს შორის კავკასიისათვის გამართული ბრძოლის აღწერისას საინტერესო ცნობებს იძლევა იბერიისა და ლაზიკის სამეფოების გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ.
In his History of Past Times, in describing the struggle of Rome and Persia for the Caucasus, Marcellinus furnishes interesting evidence on the geopolitical situation of the Kingdoms of Iberia and Lazica.
21252.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
რომაელი მწერლის პლინიუსის “ბუნების ისტორიაში" კი გადმოცემულია კავკასიის გეოპოლიტიკური და ეთნიკური მდგომარეობა.
The geopolitical and ethnic situation of the Caucasus is discussed in Pliny's Natural History.
21253.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ბერძნულენოვანი რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის “რომის ისტორიაში" დიდი ადგილი ეთმობა კონსულ კანიდიუს კრასუსის, გნეუს პომპეუსის, იულიუს კეისრის ლაშქრობებს კავკასიასა და მცირე აზიაში იბერიისა და ალბანეთის მეფეების - ფარნავაზისა და ზობერის, მითრიდატე პონტოელის შვილის - ფარნაკის წინააღმდეგ, აგრეთვე მითრიდატე პონტოელის ურთიერთობას რომთან და სომხეთთან, ფარსმან ქველის ვიზიტს რომში.
In the History of Rome by the Greek-language Roman historian Dio Cassius much space is devoted to the campaigns of Crassus, Pompey and Caesar in the Caucasus and Asia Minor against the kings of Iberia and Albania: Parnavaz and Zober, and Pharnaces, the son of Mithradates of Pontus, as well as to Mithradates' relations with Rome and Armenia, and the visit of Parsman the Valiant to Rome.
21254.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
კოლხთა საომარი თვისებების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული იოანე ლიდუსის თხზულებაში “რომაელთა მხედართმთავრები", სადაც აღწერილია კოლხეთის ბრძოლები სპარსელებისა და სკვითების წინააღმდეგ.
Interesting evidence on the fighting qualities of the Colchians is to be found in Ioannes Lydus' description of the struggle of the Colchians against the Persians and the Scythians.
21255.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და ყოფის შესახებ მოგვითხრობენ ვენეციელი მოგზაურები და მწერლები - მარკო პოლო, კატერინო ძენო, იოსაფატ ბარბარო, ამბროზიო კონტარინი. აგრეთვე დიონიჯო კარლი, პიეტრო დელა ვალე, ქრისტეფორე კასტელი, პიეტრო ავიტაბილე, არქანჯელო ლამბერტი, პაოლო მარია დი ფაენცა, ჯუზეპე ჯუდიჩე, ჯ. პივატი და სხვები.
The customs and mores and life of the Georgian people are described by Venetian travellers and writers: Marco Polo, Caterino Zeno, Giosafat Barbaro, Ambrosio Contarini, as well as Dioniggio Carli, Pietro della Valle, Cristoforo Castelli, Pietro Avitabile, Arcangelo Lamberti, Paolo Maria di Faenza, Giuseppe Giudice, G. Pivatti, and others.
21256.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მათ მრავალ თხზულებას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ყველა მათგანზე.
Their works are more or less well known to the Georgian reader.
21257.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მაგალითად, შედარებით უცნობია ვენეციელი დიპლომატისა და მოგზაურის კატერინო ძენოს (XIV საუკუნის II ნახევარი) დღიურები, რომლებშიც აღწერილია ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ზოგიერთი მხარე.
Relatively unknown are the diaries of the Venetian diplomat and traveller Caterino Zeno (second half of the 14th century) in which some aspects of the life of the Georgian people are described.
21258.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ნაშრომს საფუძვლად უდევს 1471-1473 წლებში დიპლომატიური მისიით საქართველოსა და სომხეთის გავლით თავრიზში მისი მოგზაურობისა და შავი ზღვისპირა ქვეყნების გავლით ვენეციაში დაბრუნების შთაბეჭდილებები.
The work is based on the impressions of his journey on a diplomatic mission in 1417-1473 to Tabriz via Georgia, Armenia, and the Black sea littoral countries and his return to Venice.
21259.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საქართველოსა და სხვა ქვეყნების ყოფა-ცხოვრების, კულტურისა და ისტორიულ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს შეიცავს ვენეციელი კომერსანტის იოსაფატ ბარბაროს კვიპროსზე, გულბედინში, ყირიმსა და ქვემო დნეპრისპირეთში, კონსტანტინოპოლში, ტრაპიზონსა და სამეგრელოში, ჩრდილო კავკასიასა და კასპიისპირეთში, შემდეგ კი თბილისში კომერციული მიზნით მოგზაურობის დღიურები.
The Diaries of the Venetian merchant Giosaphat Barbaro contain noteworthy information about the life, culture and historical-political situation of Georgia and other countries. His commercial travels took him to Cyprus, Gulbedin, the Crimea and the Lower Dnieper area, Constantinopole, Trabzon, Mingrelia, the Northern Caucasus and the Caspian region, then to Tbilisi.
21260.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ბარბარო საქართველოს ცალკეული კუთხის დახასიათებისას აღწერს ქართულ სამზარეულოს, აგრეთვე ქართული ყოფისათვის ნიშანდობლივ სხვა მხარეებს.
In describing individual regions of Georgia, Barbaro touches on the Georgian cuisine, as well as other characteristic aspects of Georgian life.