მოიძებნა 668064 ჩანაწერი
21421.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
გამომცემლობა “გარძანტის~ მიერ მომზადებული “ევროპული ენციკლოპედიის~ მე-5 ტომში გამოქვეყნებულ ხელმოუწერელ სტატიაში “საქართველო~ გამეორებულია თვალსაზრისი ორი ქართული ანბანისა და ხუცურის სომხურიდან მომდინარეობის თაობაზე.
The unsigned article, Georgia, in volume 5 of the "European Encyclopedia", prepared by Garzanti Publishers, repeats the view on the two Georgian alphabets and on the derivation of the khutsuri from the Armenian.
21422.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
დასახელებულია ეფთვიმე და გიორგი ათონელები, გელათის აკადემია, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, იოანე ტარიჭისძე, ლეონტი მროველი, შოთა რუსთაველის “ვეფხის-ტყაოსანი~, ვახტანგ VI და “ქართლის ცხოვრების~ მისეული გამოცემა, რომში დაბეჭდილი იტალიურ-ქართულ ლექსიკონი, დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ანტონ პირველი, რომანტიკოსი პოეტები - ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი; აგრეთვე ილია ჭავჭავაძე, ცისფერყანწელები პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის მოთავეობით, გრიგოლ რობაქიძე.
The author mentions Euthymius and Giorgi the Athonites, the Gelati Academy, Arsen Iqaltoeli, Ioane Petritsi, Ioane Tarichisdze, Leonti Mroveli, Shota Rustaveli's The Man in the Panther's Skin, the Italian-Georgian Dictionary printed in Rome, David Guramishvili, Besarion Gabashvili, Anton I, the romantic poets: Aleksandre Chavchavadze Grigol Orbeliani and Nikoloz Baratashvili, as well as Ilia Chavchavadze, the Blue Horners, led by Paolo Iashvili and Titsian Tabidze, and Grigol Robakidze.
21423.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
80-იანი წლებიდან მოყოლებული იტალიაში ქართული კულტურის შესახებ სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს ლუიჯი მაგაროტო, რომელიც ხშირად ასწორებს ქართველოლოგიურ საკითხებზე იტალიურ საენციკლოპედიო სტატიებში დაშვებულ ზოგიერთ შეცდომას.
Since the 1980s Luigi Magarotto has been systematically publishing articles in Italy on Georgian culture, often correcting some errors in Italian encyclopaedic articles on Kartvelological issues.
21424.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ასე მაგალითად, გამომცემლობა “უტეტის~ მიერ მომზადებული იტალიური ენციკლოპედიის მე-9 ტომში გამოქვეყნებულ სტატიაში “საქართველო~, რომელშიც მას ქართული მწერლობისადმი მიძღვნილი თავი ეკუთვნის, გასწორებულია სხვა მკვლევართა მიერ ადრე გამოთქმული მცდარი თვალსაზრისი ნუსხურისა და მხედრულის ურთიერთმიმართების შესახებ. მოხაზულია ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის ჩამოყალიბების ქრონოლოგია.
Thus, in the article Georgia in volume 9 of the Italian Encyclopedia issued by Utet Publishers Magarotto is the author of the chapter on Georgian literature in which the earlier erroneous view put forward by other researchers on the interrelationship of the nuskhuri and mkhedruli is corrected, the chronology of the shaping of the asomtavruli, nuskhuri and mkhedruli is outlined.
21425.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ “შუშანიკის წამების~ მხატვრული სრულყოფილება მეტყველებს პრექრისტიანული ქართული მწერლობის არსებობაზე.
The fact is stressed that the literary perfection of The Passion of Shushanik points to the existence of pre-Christian Georgian literature.
21426.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მართებულადაა წარმოჩენილი “ვარლაამისა და იოასაფის~ რედაქციების პრობლემატიკა.
The problems of the redactions of Barlaam and Ioasaph are correctly stated.
21427.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მიმოხილულია გელათისა და იყალთოს აკადემიების საქმიანობა, “ამირანდარეჯანიანი~, შავთელის, ჩახრუხაძის შემოქმედება.
The activity of the Gelati and Iqalto academies is discussed. The Amirandarejaniani and the works of Shavteli and Chakhrukhadze are reviewed.
21428.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
რუსთაველი მიჩნეულია რენესანსის დიდ პოეტად.
Rustaveli is considered a great poet of the Renaissance.
21429.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
განხილულია ვახტანგ VI-ის პოეზია, სულხან-საბა ორბელიანის “ქართული ენის ლექსიკონი~ და “სიბრძნე სიცრუისა~, დავით გურამიშვილის “დავითიანი~, მამუკა ბარათაშვილის “ჭაშნიკი~, აშუღური პოეზია და საიათნოვასა და ბესიკის შემოქმედება; რომანტიკოსების - ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია; პერიოდული გამოცემები - “ცისკარი~, “ივერია~, “მოამბე~, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და გიორგი ერისთავის შემოქმედება.
The poetry of Vakhtang VI is discussed, as well as Sulkhan-Saba Orbeliani's Dictionary of the Georgian Language and The Book of Wisdom and Lies, David Guramishvili's Davitiani, Mamuka Baratashvili's Chashniki, ashugh poetry and the works of Sayatnova and Besiki, the poetry of the romantics: Aleksandre Chavchavadze, Grigol Orbeliani and Nikoloz Baratashvili, the periodicals: Tsiskari, Iveria, Moambe, the works of Ilia Chavchavadze, Akaki Tsereteli and Giorgi Eristavi.
21430.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაურს~, “სტუმარ-მასპინძელსა~ და “გველისმჭამელს~.
Special attention is given to Vazha-Pshavela's Aluda Ketelauri, The Guest and Host and The Snake Eater.
21431.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მკვლევარი XX საუკუნის ქართველ მწერალთაგან ასახელებს დავით კლდიაშვილს, შიო არაგვისპირელს, ცისფერყანწელთა ჯგუფს: გრიგოლ რობაქიძეს, ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს.
Of the Georgian writers of the 20th century the researcher names David Kldiashvili, Shio Aragvispireli, the Blue Horns group: Grigol Robakidze, Titsian Tabidze, Paolo Iashvili, Valerian Gaprindashvili and Kolau Nadiradze.
21432.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
აღნიშნავს გიორგი ლეონიძისა და სიმონ ჩიქოვანის თავდაპირველ კავშირს სიმბოლიზმთან და ფუტურიზმთან.
He notes the initial link of Giorgi Leonidze and Simon Chikovani with symbolism and futurism.
21433.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საგანგებოდ არის გამოყოფილი გალაკტიონ ტაბიძის პიროვნება.
The personality of Galaktion Tabidze is specially singled out.
21434.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
საბჭოთა პერიოდის მწერალთა შორის დასახელებული არიან ირაკლი აბაშიძე, ანა კალანდაძე, გივი გეგეჭკორი, ემზარ კვიტაიშვილი, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი და ჭაბუა ამირეჯიბი.
Among writers of the Soviet period listed are: Irakli Abashidze, Ana Kalandadze, Givi Gegechkori, Emzar Kvitaishvili, Nodar Dumbadze, Revaz Inanishvili and Chabua Amirejibi.
21435.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ლ. მაგაროტო სტატიაში - “ვეფხისტყაოსანი.
In his article "The Man in the Panther's Skin.
21436.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ქართული ლიტერატურის შესავალი” - სინთეტურად მოხაზავს ქართული მწერლობის განვითარების ზოგად ტენდენციებს.
An Introduction to Georgian Literature" Magarotto synthetically outlines the general trends of the development of Georgian literature.
21437.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
განიხილავს ქართული ლიტერატურის სათავეების შესახებ გამოთქმულ ორ განსხვავებულ თვალსაზრისს:
He discusses two different views on the origins of Georgian literature.
21438.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
პირველი მოსაზრების თანახმად, საქართველოში მწერლობის წარმოშობა დაკავშირებულია სირიიდან ქრისტიანობის შემოსვლასთან, მეორე თვალსაზრისის მიხედვით კი იგი საქართველოს გაქრისტიანებამდე არსებობდა.
According to one view, the origin of literature in Georgia is linked to the entry of Christianity from Syria. According to the other view, literature existed in Georgia prior to the Christianization of the country.
21439.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
მაგრამ მკვლევარი იქვე შენიშნავს: ეს რომ ასე ყოფილიყო, ქართული ანბანი სხვანაირი იქნებოდაო.
However, the resarcher notes at once that had this been the case, the Georgian alphabet would be different.
21440.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | იტალიურენოვანი ქართველოლოგია და ქართული მწერლობა
ავტორი მსჯელობს იმ წანამძღვრებზე, რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს~.
The author discusses the antecedents that paved the way for Shota Rustaveli's The Man in the Panther's Skin.