მოიძებნა 668064 ჩანაწერი
23561.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ვორონცოვი ხაზგასმით გამოხატავდა პატივისცემას ქართული ენის, ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესებისა თუ ზნე-ჩვეულებების მიმართ (სხვათა შორის, ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფო ოჯახის წევრთა მიმართაც).
Vorontsov emphasized his respect for the Georgian language, history, culture, customs and mores (incidentally for the members of the former royal family of Kartli and Kakheti).
23562.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
როგორც ჩანს, იგი მიიჩნევდა, რომ ქართველთა ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობა საფუძვლად უნდა დასდებოდა რუსეთის ერთიანი და განუყოფელი იმპერიის ფარგლებში საქართველოს, როგორც ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის, ჩამოყალიბებას.
He appears to have believed that the linguistic and cultural uniqueness of the Georgians should form the basis for the establishment of a political-administrative unit enjoying autonomous rights within the single and indivisible Russian empire.
23563.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
სარგის კაკაბაძის თვალსაზრისით, „[ვორონცოვი] ამზადებდა ნიადაგს საქართველოს ავტონომიისათვის რუსეთის იმპერიის ფარგლებში“.
In Sargis Kakabadze’s view [Vorontsov] was paving the way for Georgian autonomy within the Russian empire.
23564.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ვორონცოვს საქართველოს აღორძინების ერთადერთ გზად მიაჩნდა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრების ევროპეიზაცია.
It should be stressed that Vorontsov considered Europeanization of Georgian socio-political, socio-economic, cultural-educational and literary life as the only way to the revival of Georgia.
23565.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ეს შეხედულება ძირეულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივ-იდეოლოგიურ პოლიტიკას.
This view was radically opposed to Russia’s state and ideological policy.
23566.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
რუსეთის მონარქია საქართველოში ევროპეიზმის ერთადერთ წყაროდ რუსულ კულტურას, ცხოვრებისა და აზროვნების რუსულ წესს მიიჩნევდა.
The Russian monarchy considered Russian culture, the Russian way of life and thinking to be the only source of Europeanism in Georgia.
23567.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ჩვენ ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ მ. ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკაზე და აღარაფერს ვამბობთ მის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქართველი თავადაზნაურობის უუნარობის გამო მისი, როგორც კლასის, დეგრადაცია გამოიწვია და ხელი შეუწყო საქართველოში სომხური ბურჟუაზიის ჩამოყალიბებას.
I focus attention on Vorontsov’s cultural-enlightenment policy, to say nothing of his economic reforms, which, owing to the impotence of Georgian nobility and gentry caused its degradation as a class, and facilitated the formation of Armenian bourgeoisie in Georgia.
23568.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ეს პროცესი ასახულია ქართულ მწერლობაში: გ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, ლ. არდაზიანი.
This process is described in Georgian literature: G. Eristavi, Z. Antonov, L. Ardaziani.
23569.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
არ ვეხებით აგრეთვე ვორონცოვის პოლიტიკას რელიგიის სფეროში.
Neither do I touch upon Vorontsov’s policy in the religious sphere.
23570.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ორიოდე სიტყვით კი უნდა ითქვას, რომ იგი, ერთი მხრივ, აღიარებდა საქართველოს ეკლესიის სარწმუნოებრივ და ისტორიულ დამსახურებებს, ხოლო მეორე მხრივ, ისლამისადმი გამოვლენილი იმ დროისათვის უჩვეულო ტოლერანტობით ვორონცოვმა პოლიტიკური რეჟიმისადმი ლოიალურად განაწყო ამიერკავკასიის მუსლიმი მოსახლეობა და ამით შამილსა და ოსმალეთს კავკასიაში პირდაპირ ხელიდან გამოჰგლიჯა მოკავშირე და დასაყრდენი.
Yet a few words should be said to the effect that, on the one hand, he acknowledged the religious and historical contribution of the Georgian Church, but on the other, by the tolerance of Islam, unusual by that time, Vorontsov won the loyalty of the Muslim population of Transcaucasia to the political regime, wresting an ally and basis from the hands of Shamyl and Turkey in the Caucasus.
23571.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
არჩილ ჯორჯაძის შეხედულებით, „ვორონცოვის დანიშვნა კავკასიის ნამესტნიკად ფრიად სასარგებლო და გამოსადეგი გახდა ქართულ ახალ კულტურის აღორძინებისათვის“.
In the view of Archil Jorjadze, "The appointment of Vorontsov as Viceroy for the Caucasus proved very useful and profitable for the new revival of Georgian culture".
23572.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„მიძინებული ერი თითქოს გამოფხიზლდა და დეზორგანიზაციაში მოყვანილი საზოგადოებრივი სხეული გამრთელების და განკურნების იმედმა შეიპყრო...“
"The dormant nation awoke, as it were, and the social organism, brought to disorganization, was seized with the hope of healing and recovery...".
23573.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართულ კულტურის აღორძინების ხანად...“
"The Vorontsov era turned into one of revival of Georgian culture...".
23574.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„ვორონცოვის პოლიტიკა იყო სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამაოდ ეძებდა რუსეთის მმართველობის წრეში ქართველთა პოლიტიკური აზროვნება:
"Vorontsov’s policy was one which Georgian political thought looked for in vain for centuries in the government circles of Russia:
23575.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ერთგულება და მჭიდრო კავშირი რუსეთთან, ხოლო ნაცვლად ამისა, ქართველების ეროვნულ-კულტურული აღორძინების უზრუნველყოფა რუსეთის მფარველობის ქვეშ...“.
Loyalty and close ties with Russia, and in return, ensuring the national-cultural revival of the Georgians under Russia’s protection...".
23576.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„ვორონცოვმა პირველმა გაბედულად გამოაცოცხლა ეს დღემდე განუხორციელებელი იმედი“.
"Vorontsov was the first who boldly revived this hitherto unrealized hope".
23577.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
„ქართველთა ეროვნული კულტურა რუსეთის მფარველობის ქვეშ - ეს ოცნება რეალობად იქცა...“.
"The national culture of the Georgians and Russia’s protection – this dream turned into reality...".
23578.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ამასთანავე, ა. ჯორჯაძე დასძენს: „ეჭვს გარეშეა, ვორონცოვი ვერ შეჰქმნიდა ჩვენში ვერც თეატრს, ვერც პერიოდულ პრესას, თვით საზოგადოებაში რომ არ ყოფილიყო ამისათვის საჭირო ელემენტები“.
At the same time, Jorjadze adds: "There is no doubt that Vorontsov would have failed to create a theatre or periodical press in this country, had there not been the needed elements for this in the society itself".
23579.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
ნაციონალურ-კულტურული აღორძინებისათვის „საჭირო ელემენტები“ 1840-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მართლაც არსებობდა.
"The elements needed for" national-cultural rivival did exist in Georgia in the early 1840s.
23580.
ქართველოლოგი | ტომი 16, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ვოლოგდის გადასახლებიდან ახალდაბრუნებული დიმიტრი ყიფიანის „ეროვნული ხსნის პროგრამა“, რომელიც დაფუძნებული იყო თავადაზნაურულ-ლიბერალური განმანათლებლობის იდეოლოგიაზე და ითვალისწინებდა განათლების გავრცელების გზით რუსეთის იმპერიის ფარგლებშივე ქართული კულტურისა და საერთო-ეროვნული თვითშემეცნების აღორძინებას.
Here mention should first be made of the "Programme of National Salvation", drawn by Dimitri Qipiani, newly returned from exile in Vologda. His programme was based on liberal ideology of enlightenment put forth by the nobility and gentry that envisaged the revival of Georgian and culture and general-national self-consciousness through spreading education within the Russian empire.